ოზურგეთში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 45,45 პროცენტი მივიდა გუშინ, ქ. ოზურგეთის ყველაზე დიდ #3 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქის 5 საარჩევნო უბანში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად შუალედური არჩევნები გაიმართა.
საბოლოო მონაცემებით არჩევნებზე 2337 კაცი, ანუ ამომრჩეველთა 45,45 პროცენტი მივიდა.
ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად განაწილდა:
ინგა სიდამონიძე 2 ხმა, 0,09 პროცენტი;
იაკობ ზაქარეიშვილი _363 ხმა, 15,85 პროცენტი;
ბესიკ ხმიადაშვილი _5 ხმა, 0,22პროცენტი;
მარიამ მაჩაბერიძე _55 ხმა, 2,40 პროცენტი;
დოდო სიხარულიძე _6 ხმა, 0,26 პროცენტი;
გიორგი მანდილია _2 ხმა, 0,09 პროცენტი;
გოგა არაბიძე -1 ხმა, 0,04 პროცენტი;
ზაირა ჯავახიშვილი _1 ხმა, 0,04 პროცენტი;
თამარ ჩიტაია 1 ხმა,0,04 პროცენტი;
ლევან ობოლაძე _1 ხმა, 0,04 პროცენტი;
დავით მდინარაძე _1643 ხმა, 71,75 პროცენტი;
ტოგო ჭელიძე _102 ხმა, 4,45 პროცენტი;
კაკო თავდუმაძე _108 ხმა, 4,72 პროცენტი.