გაზეთი „ალიონი“ 29 მაისს, გაზეთის ფეისბუქგვერდზე წერდა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ექიმ ბენია ჭელიძის შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ.
ექიმმა ბენიამინ ჭელიძემ ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალა და პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა. შიმშილობის მეექვსე დღეს მან და მისმა მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. როგორც ექიმი აცხადებს, მისი მიზანი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადასარჩენად.
„ რესპუბლილური საავადმყოფოს ტექნიკით აღჭურვისათვის ბიუჯეტში ფულს ჯიუტად არ დებენ. მის ხელში ჩაგდებას დიდი ხანია ცდილობს კორპორაცია„ ევექსი\" . მაგრამ ჩვენი პროტესტის გამო შეჩერდნენ. ახლა გეგმა შეადგინეს, ტექნიკის ფულს არ ჩადებენ და დიდი ალბათობით, ერთი წლის მერე იტყვიან, საავადმყოფო უკვე ამორტიზებულიაო და აუქციონზე გაიტანენ. ეს ერთადერთი სახელმწიფო საავადმყოფოა რეგიონში, რომელიც . თუ ჩაიგდეს ხელში, იმ 2-3 საავადმყოფოსაც მიადგებიან, რომელიც ჯერ კიდევაა დარჩენილი სახელმწიფოში\"_ აცხადებს ჭელიძე.
ბენიამინ ჭელიძეს მხარს ლეიბორისტული პარტია უჭერს. ლეიბორისტები აქციაზეც მრავლად იყვნენ.
„ჩვენს აქტიურობას შედეგი უკვე აქვს. ბატონი ბენიამინის და ლეიბორისტული პარტიის აქტიურობის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგიენკომ უტიფრად განაცხადა, არ ყოფილა დაგეგმილი რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებაო.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყველა რესურსი არ ამოგვიწურავს ჯერ. არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციები, რომლებისთვისაც შეიძლება მიმართვა. მე ვურჩევდი ბატონ ბენიამინს, რომ კარგი იქნება, თუ ეს პროტესტი გადაინაცვლებს დედაქალაქში ოლიგარქის სასახლესთან\"_ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერმა დავით მამალაძემ.
ბენიამინ ჭელიძე ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებს. და შესაძლოა რომელიმე პარტიაში გაწევრიანებაზე ან ალიანსზე იფიქროს.
_ შეიძლება ეს იყოს ლეიბორისტები. ნაციონალებს და „ ქოციონალებს\" ლეიბორისტები ნამდვილად სჯობია \" გვითხრა მან.