ოზურგეთული „კოცნა“ ბულგარეთსა და უკრაინაშიც ეამათ
ალიონი. გასულ პარასკევს ოზურგეთის ალ წუწუნავას სახელობის პროფესიოული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგ-ოგიძემ გურიის სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში გაფართ-ოებული პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ცნობილია, ჩვენი თეატრი მაისში ხანგრძლივ საფესტივალო ტურში იმყოფებოდა. თეატრმა ბოლო პრემიერით ანა პეტროვას „კოცნა“, ერთდროულად სამ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. სპექტაკლი, რომელიც ბულგარულ-ქართული კოპროდუქციის შედ-ეგია, ოზურგეთის თეატრში ბულგარელმა რეჟისორმა ნევენა მიტევამ განახორციელა. პროექტს საფუძველი თეა-ტრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვას-ილ ჩიგოგიძის ინიციატივით ჩაეყარა. ბატონი ვასოს თქმით, 16 მაისს, ოზურგეთის თეატრი სწორედ სპექ-ტაკლით „კოცნა“ ახალი ბულგარული დრამის ფესტივალის `შუმენი-2019“ მაყურებლის წინაშე წარსდგა. სპექტაკლი მაყურებლით გადაჭედილ დარბაზში მიმდინარეობდა, გულწრფელი ოვაციაც დაიმსახურა.
სპექტაკლი უზრუნველყოფილი იყო სუბტიტრებით ბულგარულ ენაზე. განსაკუთრებულად რეკლამირებული იყო საფესტივალო სპექტაკლები თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ფესტივალის ორგანიზატორია ბუ-ლგარეთის ქალაქ შუმენის დრამატულ-თოჯინური სახელმწიფო თეატრი „ვასილ დრუმევი“. ფესტივალს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, მას საფუძველი 1993 წელს ჩაეყარა და უკვე 26-ე ფესტივალს მასპინძლობდა. ფესტივალის მიზანი თანამედროვე ბულგარული დრამატურგიის სცენური ინტერპრეტაციების ერთ სივრცეში ჩვენებაა. ოზურგეთის თეატრის სპექტაკლით „კოცნა“ დაიხურა შუმენის საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალი არ ითვალისწინებს საზღვარ-გა-რეთის ქვეყნების თეატრების სპექტაკლების კონკურსში მონაწილეობას. ოზურგეთის თეატრს გადმოეცა დიპ-ლომი ფესტივალში მონაწილეობისთვის.
იმავე დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოზურგეთისა და შუმენის თეატრებს, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალსა და შუმენის ახალი ბულგარული დრამატურგიის ფესტივალებს შორის. შუმენის ფესტივალს საქართველოსა და აზერბაიჯანში წარმოადგენს ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე, დუმბაძის ფესტივალის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ხოლო დუმბაძის ფესტივალს ბულგარეთში - შუმენის დრამატულ-თოჯინური თეატრის დირექტორი, შუმენის ფესტივალის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დიმიტრი დიმიტროვი.
ფესტივალებსა და თეატრებს შო-რის მჭიდრო თანამშრომლობა და კოპ-როდუქციული სპექტაკლების შექმნა იგეგმება.
როგორც ვასო ჩიგოგიძემ აღნიშნა, ახალი ბულგარული დრამის ფესტივალის შემდეგ, ოზურგეთის თეატრის საფესტივალო ტურნეს შემდეგი პუნქტი იყო ქალაქი ვრაცა (ბულგარეთი). ამ პატარა საფესტივალო და კოლორიტულ ქალაქში ოზურგეთის თეატრმა მცირე დრამატული ფორმების საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. სპექტაკლი „კოცნა“ ვრაცის თეა-ტრის სცენაზე 18 მაისს შედგა, ბულგარელი მაყურებლისათვის სპექტაკლის ბულგარულ ენაზე სინქრონულ თარ-გმანს თვითონ რეჟისორი, ქალბატონი ნევენა მიტევა ასრულებდა.
„კოცნამ“ ვრაცელი მაყურებლის გული და ჟიურის კეთილგანწყობა ერ-თნაირად მოიგო.
ოზურგეთის თეატრის სპექტაკლმა ვრაცაში საერთაშორისო ფესტივალის ორი პრიზი მიიღო: ფესტივალის მთა-ვარი პრიზი- „თანამედროვე ბულგარული დრამატურგის საუკეთესო ინტერპრეტაცია“. მსახიობმა თამარ მდინ-არაძემ - „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“ სპექტაკლში „კოც-ნა“ ბებიისა და გერმანელი ქალის როლების შესრულებისათვის.
ბულგარელმა მასპინძლებმა ჩვენი დელეგაცია მიიწვია შუმენში ქვეყნის 1 300 წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალის დასათვალიერებლად შუმენის ბოტანიკურ ბაღში, ხოლო ვრაცაში მღვიმე „ლედენიკა“ და მიმდებარე პარკი გაგვაცნეს.
უკრაინაში, მესამე ქალაქი, რომელმაც ოზურგეთის თეატრს უმასპინძლა, ხერსონია, რომელიც 17-26 მაისს XXI საერთაშორისო ფესტივალს „ტავრიისმელპომენას“ მართავს. ამ პრესტიჟულ ფესტივალში 22 მაისს ოზურგეთის თეატრმა ანა პეტროვას „კოცნა“ წა-რადგინა. სპექტაკლის რუსულენოვან სინქრონს უზრუნველყოფდა ქალბატონი მარიანა სლენიენე.
„ტავრიის მელპომენას“ საერთაშო-რისო ფესტივალმა მსახიობი თამარ მდინარაძე დააჯილოვა ნომინაციით „ქალის როლის საუკეთესო შესრუ-ლებისათვის“.
22 მაისს, გვიან საღამოს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ხერსონისა და ოზურგეთ ს დრამატულ თეატრებს შორის, ასევე „ტავრიისმელპომენეს“ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალსა და ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალებს შორის. მხარეებს წარმოადგენდნენ ბატონები ვასილ ჩიგოგიძე და ალექსანდრ კნიგა, მიკოლი კულიშის სახელობის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, უკრაინის სახალხო არტისტი. ბატონმა კნიგამ ამ ფაქტის აღსანიშნავად ფურშეტი გამ-ართა, სადაც მოწვეული იყო სხვადასხვა ქვეყნის თეატრები. დაისახა თანა-მშრომლობის პერსპექტივები. ბატონი კნიგას სიტყვებით, კულტურას უკეთ შეუძლია ხიდების შენება, ვიდრე დიპ-ლომატიას.
ოზურგეთის სამხატვრო თეატრის დირექტორმა ვასილ ჩიგოგიძემ აქ თეატრებს შორის თამანშრომლობის ასპექტებზე ისაუბრა.
შემდეგ თეატრის საგასტროლო ტურნე გენიჩესკში გაგრძელდა. ვასო ჩიგოგიძე: „ამ ქალაქს ოზურგეთთან აკავშირებს 1938 წელს დაწყებული მეგობრობა, რომელსაც სო-ფლების შრომისა და როვნოს ურთი-ერთობამ დაუდო სათავე. ამ ურთიერ-თთანამშრომლობამ ომი და ბევრი სიდ-უხჭირე გამოიარა და ნახევარსაუკუნოვანი იუბილეც იზეიმა. წელს 81 წელი გავიდა ამ მეგობრობიდან, ბოლო პერიოდში ეს ურთიერთობა შესუსტდა, ერთმანეთს დავეკარგეთ, ჩვენი თეატრი, დელეგაციის სახით, არის პირველი მერცხალი ამ ურთიერთობის განახლებისთვის და შევეცადეთ კვლავ აღდგეს ეს „გულთა კავშირი“, როგორც, ამ მეგობრობას ერთ-ერთი სულისჩამდგმელი მიხაკო ორაგველიძე უწოდებდა“.
ბატონი ვასო ჩიგოგიძის ინიციატივა ოზურგეთელების და გენიჩესკ-ელების, ხერსონისა და გურიის ტრადიციული მეგობრობის აღდგენის შესახებ უკრაინაში რეალური საქმეებით მყარ-დება:
„ხერსონში ოზურგეთის თეატრის სპექტაკლის დაწყებამდე გენიჩესკელ-ების დელეგაცია გვეწვია. მათ შორის, იყვნენ გენიჩესკის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ანდრეი ევსტატოვი, რაიონული საბჭოს საქმეთა ხელმ-ძღვანელი სერგეი კორჟევოი, გენიჩე-სკის კულტურის სახლის დირექტორი ალიონა ტიუტიუნიკი. სტუმრებმა დიდი ინტერესით და სიამოვნებით მოისმინეს ჩემი ხედვა 1938 წელს დაწყებული მეგობრობის ტრადიციის აღდგენის შესახებ, გაეცნენ ჩვენს ბროშურას, რომელიც მეგობრობის ისტორიის შეხ-სენებაა, მათი სიტყვებით, გენიჩესკშიც ახსოვთ ეს მეგობრობა და მოხარული არიან მისი აღდგენის პერსპექტივის გაჩენის გამო.
გენიჩესკის დელეგაცია ხერსონში ჩვენს სპექტაკლს დაესწრო და გულთბილად დაგვემშვიდობა.
შეხვედრა 23 მაისს, გენიჩესკის შესასვლელში დავთქვით, სწორედ იმ მონუმენტთან, რომელიც ჩვენს მეგობრობას ეძღვნება“.
ბატონი ვასოს აზრით, თვით ის ფაქტი, რომ მათ თითქმის სამსაათიანი გზაგა მოიარეს ჩვენთან შესახვედრად, მეტყველებს გენიჩესკელების გულითად დამოკიდებულებაზე მეგობრობის ისტორიისა და მომავლის მიმართ:
`გენიჩესკში გავემგზავრეთ დიდი იმედით და სიყვარულით. ამ ადამიანებმა გულში ჩაგვიკრეს. ჩვენმა სპექტაკლმა გენიჩესკშიც დაიმსახურა მაყ-ურებლის ოვაციები, როგორც ეს მოხდა ხერსონში, იმედი გვაქვს, ჩვენი ინიციატივაც კონკრეტული კავშირებითა და საქმიანობებით გამყარდება.
ფესტივალებზე გამარჯვების სიხარულს არ ჩამოუვარდებოდა გენიჩ-ესკელების საზეიმო დახვედრის რიტუალი ტრადიციული პურითა და მარილით, მისალმებებით, კონცერტით ქართველთა და უკრაინელთა მეგობრობის მემორიალთან, ქალაქის დასაწისში, გენიჩესკელი მაყურებლის ემოცია, ქართველთა სათვისტომოს „საქართველოს გაუმარჯოს“, ქართული დროშით, სპექტაკლის წინ მასპინძლების გამოსვლები, ჩვენი დელეგაციის თოთო-პეული წევრის დასაჩუქრება და დიდი სითბო. - თქვა კონფერენციის დასასრულს ვასო ჩიგოგიძემ.\\