„გურიის განვითარების კავშირი“ გურიის მასშტაბით ახორციელებს პროექტს - „ქალთა გაძლიერება შინამეურნეობაში ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე“ რომლიც მიმდინარეობს ორგანიზაცია „ქალთა ფონდი საქართველოში“ მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურის ფარგლებში „ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა“ და რომლის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური ალიანსი მწვანე და გენდერული ქმედებისთვის (Global Alliance for Green and Gender Action -GAGGA) .
პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ცნობიერების ამაღლება შინა მეურნეობებში ბუნებრივი რესურსების მართვის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე და სოციუმში მათი საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა.
გურიის რეგიონში მცხოვრებმა 13-მა ქალმა ტრენინგები გაიარა და კვალიფიკაცია აიმაღლა იმ საკითხებზე, რაც მათ ყოველდღიურობასთან - შინა მეურნეობასთან არის დაკავშირებული. ნიადაგის მართვა, შხამ-ქიმიკატების და სასუქების სწორად გამოყენება, მათი გავლენა ბიომრავალფეროვნებაზე და გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზები იყო ძირითადი საკითხები, რომლებიც მსმენელებმა ადამ ბერიძის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტის „ანასეულის“ მეცნიერ -თანამშრომლებისგან მოისმინეს. თეორიული კურსის განმტკიცება, პრაქტიკული სწავლებით გაგრძელდა, სადაც ქალებმა წარმატებული ფერმერებისგან მიიღეს რეკომენდაციები თითოეული კულტურის მოყვანა-გაშენების შესახებ.
ამჯერად, ქალები თავიანთ თემებში, ორგანიზაციის წარმომადგენლების დახმარებით, ეცდებიან თემის წარმომადგენლებს გაუზიარონ მიღებული ცოდნა, რაც ხელს შეუწყობს თემში როგორც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანას, ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და ა. შ. ტრენინგების შემდეგ, პროექტის მეორე ეტაპზე, ქალები თავიანთ თემებში ჩაატარებენ მინიმუმ ერთ შეხვედრას თემის ჩართულობით გარემოს დაცვით საკითხებზე.
იზა გოგუაძე - სოფელში ვცხოვრობ, გვაქვს მცირე საოჯახო ბიზნესი. ჩემი ოჯახის უფროსი წევრების გამოცდილებით, ბევრი ინფორმაცია მაქვს მიღებული, თუმცა, ასეთ კვალიფიციური და საინტერესო ლექცია-შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ჯგუფის თითოეული წევრისთვის. ბევრ რამეს გავითვალისწინებ ჩემი იდეების განხორციელების დროს. მინდა ოჯახური ბიზნესის გაფართოება. ასეთ პროექტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ქალთა გაძლიერებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო თამარ კუპრაძეს, საინტერესო შეხვედრების ორგანიზებასა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
დაფინანსებული ფართი