`ნაცების~ მორიგი პროვოკაცია, ამჯერად ოზურგეთში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ოფისის კართან

დამატებულია: 2019-07-07
picture1

ნაპრეზიტენტალის მითითებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ასრულებენ `მამალი ნაცები~, 4 ივლისს მათ მორიგი პროვოკაცია მოაწყვეს ოზურგეთში, ამჯერად ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ახალდანიშნული პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისის კართან. თვითმხილველთა თქმით, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით მჟავანაძემ და ერთმა ახალგაზრდამ, რომელთაც თან ახლდათ გვარამიას ტელევიზიის წარმომადგენელი, ოფისის კარსა და კედლებზე საპროტესტო პლაკატები გააკრეს.

სწორედ ამ ბატონების და არა ახალგაზრდობის თქმით, როგორც ერთ-ერთი მედიასაშუალება წერს, `არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის სირცხვილია~.

საპროტესტო პლაკატი, როგორც კი შეამჩნია, მაშინვე ჩამოხსნა მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა ხათუნა სურგულაძემ, რომელიც ამბობს, რომ პლაკატის ჩამოხსნა მასთან არ გაუპროტესტებიათ. მჟავანაძის პროვოკაციული ქმედების შედეგად, ბიუროს თანამშრომლები და თვით მჟავანაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მჟავანაძემ ბიუროს ხელმძღვანელ ლაშა ჭელიძეს `დამფრთხალი სირი~ (თქვითმხილველთა თქმით, ჩიტი ნამდვილად არ უგულისხმია) და პარლამენტის თავმჯდომარეს მონა უწოდა, ლაშა ჭელიძემ კი ოფისში მივარდნილი `ნაციონალი~ არაკაცად შერაცხა.

`გურია ნიუსთან~ კომენტარში მჟავანაძე აცხადებს, რომ `...თალაკვაძეც ჩვეულებრივი მონაა, რომელიც მზადაა ნებისმიერი დავალება შეუსრულოს კრემლის წარმომადგენელს, სწორედ ეს გავაპროტესტეთ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ოზურგეთშიც და ამის გამო თალაკვაძის ბიუროს უფროსმა არაკაცი მიწოდა. შესაბამისად მიიღო ჩემგან პასუხი...~

ლაშა ჭელიძემ ჩვენთან საუბარშიც დაადასტურა, რომ დავით მჟავანაძეს არაკაცი უწოდა: მე შემიძლია მხოლოდ კაცის საქციელზე გავაკეთო კომენტარი, ეგ კი, გავიმეორებ, არაკაცი და პროვოკატორია. აბა, რა ჰქვია ისეთ პირს, კარებზე რომ ჩუმად პლაკატს გიკრავს. საუბარში ისეთი თავშეკავებული კაციც კი ჩაერია, როგორიც გია ჯიჯიეშვილია, რომელმაც 26 მაისი და 7 ნოემბერი შეახსენა მომხდურს. უთხრა, რომ ასეთი საუბრის მორალური უფლება არ ჰქონდა. მჟავანაძეს რომ პატარა ბიჭი ახლდა, იმას ვუთხარი, საქმე არ დაეჭირა ასეთ არაკაცთან, რადგან მისგან ვერც კაცობას ისწავლის და ვერც ადამიანობას~.

თალაკვაძის ბიუროს თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს იყო პროვოკაცია, ერთი პირის სპექტაკლი და არა აქცია:

`ეს იყო ბინძური პროვოკაცია, ერთი პირის უნიჭო სპექტაკლი და არა აქცია. დეპუტატის ბიუროს კართან პლაკატის გასაკრავად ერთ თანაგუნდელსაც რომ ვერ მოიყვან, აქცია ჰქვია ამას?!~

გავრცელებული ინფორმაციით, რაც მოხდა, ეს მხოლოდ ჟურნალია, კინო კი მალე იქნება, რადგან სააკაშვილის `გლადიატორები~ ივანიშვილის სხვა `მონებზეც~ აპირებენ გალაშქრებას და თუ ვინმე წინ აღუდგება, ერთბაშად არ გა-----ონ, უკაცრავად,… `ყურებზე ხახვი არ დაათალონ~.

ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის, ალბათ, თმენის ვალდებულებასაც. ამ უკანასკნელზე არანაკლები ვალდებულება უნდა იყოს ქვეყანაში სიმშვიდისა და წესიერების დამყარების ვალდებულება, თუ ასე არაა, ვიყოთ მაშინ ამგვარად, რადგან ნამდვილად არ ვართ `ნაცის~ პროვოკატორობითა და `ქოცის~ თმენით აშენებულ ქვეყანაზე უკეთესის ღირსი.

ავტორი: თემურ მარშანიშვილი.;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.