გურული მოჭადრაკეები ბათუმის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე

დამატებულია: 2019-07-14
picture1

ქ.ბათუმში დამთავრდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტ6ივალი „ბათუმის მერიის თასი-2019“, რომელშიც ათეული ქვეყნის 300-ზე მეტი მოჭადრაკე ღებულობდა მონაწილეობას. მასში, გურიიდან 15-მდე მოჭადრაკე, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ცდიდა ძალებს. ქართველებთან ერთად, საკმაოდ ტიტულოვანი ახალგაზრდებით იყო წარმოდგენილი უკრაინა, ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი და სხვა. საპრიზო ადგილები თითოეულ ასაკში განსაზღვრული იყო ხუთი საუკეთესო მაჩვენებლის მქონე მოჭადრაკეებისათვის, რაც თავის მხრივ ითვალისწინებდა მათ სოლიდური თანხებით დაჯილდოებას. ფესტივალი ყველა კატეგორიაში შვეიცარული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა. 12 წლამდე ასაკის 32 გოგონათა შორის კარგად იასპარეზა ლანჩხუთელმა მარიამ ჩხაიძემ და ოზურგეთელმა ანა მეგრელაძემ. ისინი ორი ტურით ადრე, 5-5 ქულით უშუალო კონკურენტებთან მე-2-4 ადგილს იყოფდნენ, თუმცა საბოლაოდ მარიამი 6 ქულით და ნაკლები კოეფიციენტით მეოთხე საპრიზო ადგილზე აღმოჩნდა, რაც თავის მხრივ სერიოზული წარმატებაა, ანა მეგრელაძემ ბოლო პარტიაში ყველაზე მაღალრეიტინგიან ლიზი ქონიაძესთან ყაიმი კი ითამაშა, მაგრამ საპრიზო ხუთეულში მოსახვედრად საკმარისი ვერ აღმოჩნდა და 5,5 ქულით მეექვსე საპატიო ადგილს დასჯერდა.წარმატებად შეიძლება უნდა ჩაითვალოს ასევე ლანჩხუთელი მარიამ სარიშვილის 5 ქულა და ასაკით ყველაზე პატარა ოზურგეთელი ლიზი ვასაძის 4,5 ქულა.

12 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის ლანჩხუთელმა მიხეილ აფხაზავამ იყოჩაღა. მან ძლიერ კონკურენტებთან შეძლო 6,0 ქულის დაგროვება და საპრიზო ხუთეულში შესვლა. მეტი შეეძლოთ , მაგრამ კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს თენგიზ ჯანაშიას 5 და ლუკა მახარაძის 4,5 ქულა.

ისევ წარმატებას მიაღწია 10 წლის თენგიზ თოიძემ, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის 66 მონაწილეს შორისს ასპარეზობდა. იგი თავიდანვე აღმოჩნდა ლიდერთა შორის, მაგრამ ტურნირის ეკვადორზე დასანანად წაიფორხილა და საბოლაო წარმატება სათუო გახადა. მის სასახელოდ უნდა ითქვას,რომ შეჯიბრების დასკვნით ნაწილში ზედიზედ შეძლო ძლიერი მეტოქე-კონკურენტების დამარცხება და მასზე მნიშვნელოვნად მაღალი რეიტინგიანებს შორის მეოთხე საპრიზო ადგილი და ფულადი ჯილდო დაიმსახურა.

გურიის ჭადრაკის ფედერაცია აღნიშნავს, რომ გურული ნორჩი მოჭადრაკეები სასკოლო არდადეგების პერიოდში კიდევ 2-3 საერთაშორისო შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც მაღალი შედეგებისთვის იბრძოლებენ. თენგიზ თოიძე კი ამავე პერიოდში ქ.მინსკში მსოფლიო პირველობაზე მიიღებს საბრძოლო ნათლობას.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.