ხათუნა აფხაზავას თვალით დანახული ესტონეთი

დამატებულია: 2019-07-26
picture1

განათლება _ სწავლა და სწავლება აფხაზავებს გენეტიკით მოდგამთ. ასე იყო ადრე და ასეა დღესაც. `ალიონის~ მკითხველთან ხათუნა აფხაზავას განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი `ევროპისკენ მეგზური~ მასწავლებელია.

როგორც ცნობილია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი უკვე ექვსი წელია, ქვეყნის მასშტაბით, ერთობლივად ატარებენ პროექტების კონკურსს `მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ~.

_ ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს და, აქედან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების სწავლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, _ ეს ქალბატონი ხათუნას სიტყვებია.

იგი წლევანდელი კონკურსის 10 გამარჯვებულიდან ერთ-ერთი გახლავთ, ვისაც შესაბამისი სერტიფიკატი თვით საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გადასცა თბილისის ცერემონიალების სასახლეში. პროექტის გამარჯვებულები, ამ ცოტა ხნის წინათ, სასწავლო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდნენ ამ ქვეყნის გამოცდილების შესასწავლად და გასაზიარებლად, მეტადრე განათლებაში.

სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს უპასუხებს რუბრიკის სტუმარი.

_ გამარჯობა, ქალბატონო ხათუნა! უპირველესად, წარმატებებს გილოც-ავთ, მერე ესტონეთიდან მშვიდობით დაბრუნებას და ბოლოს იმასაც, რომ `ალიონის~ სტუმარი ხართ. პირველი კითხვა ასეთი მექნება: რატომ მაინცა და მაინც ესტონეთი და არა უფრო დიდი გამოცდილების ქვეყანა?

_ ესტონეთი, მოგეხსენებათ, პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, მაგრამ ნატოსა და ევროკავშირის წევრია, უამრავი სიკეთე აქვს უკვე, რითაც მისი მოქალაქეები სარგებლობენ. პატარა ქვეყანაა, რომლის ტერიტორია 45. 277 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა _ 1, 3 მილიონი ადამიანი. სულ 533 სკოლა ფუნქციონირებს, აქედან 27 გიმნაზიაა. განათლების დარგში დასაქმებულია 14 000 პედაგოგი.

დღეს თითქმის ყველა ესტონელმა სამი ენა იცის. ამ ქვეყნის წარმატების მიზეზი `ციფრული რევოლუციაა~ დიგიდალ სოციეტყ ესტონია, რაც გულისხმობს უფასო ინტერნეტს. ყველა დაწესებულებაში არის გამოკრული ჭI-FI-ის პაროლები. ამ სახელმწიფო სტრატეგიამ შეცვალა ესტონეთი, სახელმწიფო წელიწადში 10 მილიონ ევროს ხარჯავს ჭI-FI-ში. წიგნები, გამოცდები, რესურსები ელექტრონულია.

სკოლებში, ბაღებში, უნივერსიტეტებში, მოსახლეობაში ყველგან უფასო ინტერნეტია, უამრავი სტარტ-პროგრამები აქვთ, პირველ ადგილზე არიან ინტერნეტის თავისუფლებაში. მიიჩნევენ, რომ სკოლები უნდა დაეწიონ ბავშვებს. პირველი ქვეყანაა მსოფლიოში წიგნების კითხვაში, მეორეა ფინეთი. საბუნებისმეტყველო დარგების ცოდნაში პირველები არიან ევროპაში, ამ მაჩვენებლით მესამე არიან მსოფლიოში. მათემატიკაში მეორე ადგილზე არიან ევროპაში და მეცხრეზე _ მსოფლიოში (პიზას კვლევების მიხედვით).

_ შთამბეჭდავი შედეგებია. სკოლებში რამდენწლიანი სწავლება აქვთ?

_ სწავლება 12-წლიანია. ისევე, როგორც ჩვენთან. დაწყებითი საფეხურია I-VI, საბაზოა VII-IX (ამ საფ-ეხურზე სამი ენის ცოდნა სავალდებულოა), ხოლო X-XII უკვე გიმნაზიაა, სადაც 7 ენა ისწავლება. ვინც გიმნაზიას ამთავრებს, უგამოცდოდ ხვდება უმაღლეს სასწავლებელში. -ცხრაკლასდამთავრებულს საშუალება ეძლევა სწავლა განაგრძოს პროფესი-ულ სასწავლებელში, რომლის სრული კურსის გავლის შემდეგ, შეუძლია, ჩააბაროს მშობლიური (ესტონური) ენის, მათემატიკის და უცხო ენის გამოცდები და გახდეს სტუდენტი.

_ როგორც თქვენგან ვიცი, სკო-ლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა. როგორ ფინანსდებიან ისი-ნი?

~_ დიახ, უფასოა. სკოლებს და უნივერსიტეტებს 50%-ით აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი, დაფინანსების დანარჩენი 50% კი ადგილობრივ თვითმმართველობაზე მოდის.

_კერძო სკოლები ხომ არის ფასიანი?

_ კერძო სკოლები ესტონეთში არ ითვლება პრესტიჟულად.

პრიორიტეტულია სახელმწიფო სკოლები. ისინი გამოირჩევიან ავტონომიურობით (დამოუკიდებლობით), თითოეულს აქვს თავისი მისია და ხედვა, ჰყავს ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ლოგოპედი.

_ სოციალურად როგორი მდგომარეობაა ესტონეთის სკოლებში?

_ მოსწავლეებს შორის არ არის სოციალური განსხვავება (მდიდარი და ღარიბი). ამიტომ არ არის სკო-ლებში ბულინგი. ბაღებში სკოლებში, უნივერსიტეტებში უფასო სამჯერადი კვებაა, ასევე უფასოა ტრანსპორტი. ესტონეთს არ ჰყავს ქუჩის ბავშვები, არ ჰყავს სოციალურად და-უცველები.

_ მასწავლებლებზეც უნდა გკითხოთ, სწავლების რა მეთოდებს იყენებენ, როგორია მათი ცენზი?

_ მასწავლებლების 93 % მაგისტრებია.

დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის არის სპეციალური პროგრამა, თვითგანვითარების კურსები. ჩვენთან შედარებით, ესტონელი მასწავლებლები, ალბათ, უფრო აქტიურები არიან.

0-7 წლამდე ასაკის ბავშვებს ასწავლიან ბაკალავრები, 7-16 წლამდე მოსწავლეებს _ მაგისტრები, 16-19 წლისას და ზევით _ მაგისტრები და დოქტორები.

ესტონელი მასწავლებლის საშუალო ასაკი 52 წელია. პედაგოგობა იქაც არაპრესტიჟულ სპეციალობად მიიჩნევა. საშუალო ხელფასი 1500 ევროა, თუმცა, შეიძლება ზოგიერთ მასწავლებელს 2500 ევროც ჰქონდეს. ექიმებისა და იურისტების ანაზღაურება გაცილებით მეტია _ 3500-5000 ევრო.

_ ვიცი, რომ პროექტულ სწავლებას ანიჭებენ უპირატესობას. როგორია იქაური პროექტული სწავლება?

_ პროექტულ სწავლებაზე დიდი ხანია გადასული არიან. 1939 წლიდან გაკვეთილი საკლასო ოთახიდან გავიდა ეზოში (ამ ქვეყანაშიც დიდი იყო საბჭოთა რეჟიმის გავლენა. ხუმრობენ კიდევაც ამ თემაზე: `დიად საბჭოეთში~ ერთადერთი რესპუბლიკა ვიყავით, ვინც საბჭოთა კანონებს გერმანული სიზუსტით ვასრულებდითო).

მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის აქვთ გაცვლითი პროგრამები. ასევე აქვთ ინდივიდუალური პროგრამები, რომელთაც სურვილის მიხედვით ირჩევს მასწავლებელი და მოსწავლე. ყველა კლასში არის `ჭკვიანი~ დაფები და უამრავი რესურსი. სწავ-ლების ყველა საფეხურზე ისწავლება ეროვნული ფოლკლორი (ცეკვა და სიმღერა), ასევე გიმნაზიაში ისწავლება ფილოსოფია (რა არის თავისუფლება).

_ მსმენია, ესტონელები დღესასწაულების ხალხიაო, მაინც რა დღესასწაულები ტარდება და ხომ არ მიგიღიათ რომელიმეში მონაწილეობა?

_ მართლაც, უამრავ დღესასწაულს აღნიშნავენ. მაგალითად, ესტონური დროშის დღეს დაემთხვა ჩვენი ვიზიტი ერთ-ერთ სკოლაში, სადაც სკოლის დირექტორი თავისი ქვეყნის დროშის ფერებში დაგვხვდა გამოწყობილი. რომ არ დაიკარგოს ტრადიციები, ყველა სკოლაში, მე-7-დან მე-9 კლასის ჩათვლით, ისწავლება ხეზე კვეთა (ორნამენტები, ხის დამუშავება...) და კულინარია (ეროვნული კერძები).

ესტონელები, ამავე დროს, დისციპლინიანი ხალხია და გამოირჩევიან საქმისადმი ორიგინალური მიდგომით. აი, მაგალითად, ნარჩენებს ახარისხებენ სამ ტიპად _ პირველია საკვების ნარჩენები, მეორე _ ქაღალდები და დალაგების შედეგად შეგროვებული ნარჩენები, მესამე კი _ პოლიეთილენის ბოთლები (იყენებენ საწვავად), რომლის შეგროვებაში სახელმწიფო მოქალაქეებს ფულს ურიცხავს.

პრობლემის გადაჭრა კარგად ეხერხებათ, მეექვსე ადგილზე არიან ამ მაჩვენებლით მსოფლიოში, პირველი სინგაპურია.

_ ჯამაგირზე ვისაუბრეთ, პენსიები როგორი აქვთ?

_ პენსია დაგროვებითია. იგი დამოკიდებულია ცენზზე, ასაკზე, სტაჟზე, თანამდებობაზე. ამიტომ, ვერ ნახავთ ორ ისეთ ადამიანს, ერთნაირი რაოდენობის პენსიას რომ იღებდეს. საპენსიო ასაკი ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც 67 წელია, რაც არ მოსწონთ.

_ როგორი ხასიათის ხალხია?

_ უკვე გითხარით, რომ წარმატებულობის მთავარი მიზეზი ციფრული ტექნოლოგიაა, მაგრამ ეს ტექნოლოგია ტექნოლოგიად დარჩებოდა, რომ არა ხალხის მტკიცე ნებისყოფა, დამ-ოკიდებულების და პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა, რომელიც თი-თოეულ ესტონელს განსაკუთრებპულ-ად გააჩნია. მზად არიან გადაინაწილ-ონ პასუხისმგებლობა, ენდონ სახელ-მწიფოს და სახელმწიფოც ენდოს მათ. ხასიათის პრობლემები აქვთ. მიიჩნევენ, რომ არ არიან ბედნიერები, განსაკუთრებით პოლარული დღეები-სა და ღამეების ჟამს. ასეთ დროს ჩაკე-ტილები და უემოციოები არიან.

_ მაგრამ, როგორც ვიცი, პატ-რიოტიზმითა და ეროვნულობით ერთ-ერთი გამორჩეული ერია ევროპაში.

_ დაწყებული სასკოლო სივრციდან, ყველა ინსტიტუციაში ხაზგასმული და გამოკვეთილია პატრიოტიზმი და ეროვნულობა. მაგალითად, დაწესებულია `დედის ხელფასი~. ქალს, რომელიც მუშაობდა, შვილის შეძენისას ორი წლის მანძილზე უნარჩუნდება ხელფასი, ხოლო ქალს, ვისაც სამი და მეტი შვილი ჰყავს, სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვი-ურად ეძლევა 450 ევრო.

_ არ ვაპირებ, მაგრამ მაინტერესებს, რა არის საჭირო, რომ ესტო-ნეთის მოქალაქე გავხდე?

_ საკმაოდ რთული პროცედურაა, ესტონურ ენაში სახელმწიფო გამოც-დების მთელი კატეგორიებია გასავ-ლელი. ვინც პირველ კატეგორიას გა-დალახავს, მას ეძლევა უფლება, ისარგებლოს უფასო ჯანდაცვით, უფასო გა-ნათლებითა და უფასო ტრანსპ-ორტით. მეორე კატეგორიის ჩამბარ-ებელს, ზემოაღნიშნულთან ერთად, ეძლევა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მესამე კატეგორიის ჩამბარებელს კი სრული უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში, გახდეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი და აირჩიოს ქვეყნის პარლამენტი.

_ არც დრო ამომწურვია და არც კითხვები, მაგრამ საგაზეთო ფორმატი მეტს ვერ დაიტევს. დიდი მადლობა, ქალბატონო ხათუნა, რომ მოიცალეთ ჩვენთან სასაუბროდ. ვიმედოვნებ, კვლავ იქნებით ჩვენთვის და საზოგ-ადოებისთვის სასურველი რესპოდენტი.

_ შევეცდები, დიდი მადლობა თქვენაც.

ავტორი: თემურ მარშანიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.