დღეს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში ქუთაისელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, რომლის ორგანიზატორი ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა რეგიონული ორგანიზაციაა. ექსპოზიციაზე 12 მხატვრის 40-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი: გრიგოლ ყურაშვილი, გიორგი გაწერელია,დიმიტრი შანიძე, გიორგი, ზაზა ჭიღლაძეები, გიორგი გამთენაძე (ფერწერა); რომეო ლეკვეიშვილი, გიორგი ყვავაძე (გრაფიკა); ლაშა კეკუა, ასლან მუშკუდიანი, თორნიკე ყურაშვილი (ქანდაკება, გამოყენებითი ხელოვნება).
ვერნისაჟზე მისულ სტუმრებს გამოფენის შესახებ ესაუბრნენ და თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძემ, გალერეის დირექტორმა, მხატვარმა ავთანდილ თავართქილაძემ, გურიის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე თამაზ დარჩია, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძემ, მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ინწკირველმა.
სიტყვით გამოვიდა ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ვალერიან მეძმარიაშვილი და სახვითი ხელოვნების ცენტრს მათ მიერ გამოშვებული კრებულები გადასცეს.
როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა კავშირი 1957 წელს დაფუძნდა და მასში 200-ზე მეტი წევრია და სამხატვრო გალერეები რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია. მათი ორგანიზაციის წევრებს 7 საერთაშორისო გამოფენაში აქვთ მონაწილეობა მიღებული.
გამოფენა 12 აგვისტომდე გასტანს.