დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კურორტ გომისმთაზე მორიგი „გომისმთობა“ გამართა. ადგილობრივი ძალებით მშვენიერი კონცერტი გაიმართა და დამსვენებლების და კურორტზე ასული ტურისტების მოწონებაც დაიმსახურა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები. „გომისმთობის“ ჩატარება კარგია, მაგრამ ძალიან სავალალო მდგომარეობაში დაგვხდა კურორტი. დღეს გომისმთაზე ისეთივე მდგომარეობაა, როგორც მე-19 საუკუნის ბოლოს ალიასკაზე, იუკონის ტერიტორიაზე, კლონდაიკში.-_ ყველა მიწას რომ იზომავდა, თხრიდა და ოქროს ეძებდა.
მართალია ჯერ-ჯერობით გომისმთაზე ოქროს ზოდები არ უპოვიათ, მაგრამ გადათხრილ- ჩაბეტონებულია ლამაზი მთა-მინდვრები, განადგურებულია მოცვის და შქერის ქვეტყე, რომელიც მეწყერული პროცესებიდან იცავს მთებს...მთა-გორაკებზე, მდინარის ხეობაში თუ უშუალოდ კურორტზე ყველგან რკინა-ბეტონის თუ ხის მოსანიშნებია გაკეთებული. მთის მწვანე ხალიჩა მტრის ისრებისგან დაფარულ ბრძოლის ველს ჰგავს.
გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამაც გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ მათი მთაზე ყოფნიდან 10 დღეში მთის ფერდობზე უკვე აშენებული სააგარაკო სახლები იდგა.
როგორც ჩანს, გაზეთ „ალიონის“9 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულმა სტატიამ „რა ხდება გომისმთაზე _უკანონო მშენებლობების ბუმი და თვალშისაცემი სხვაობა მეზობელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შესაძლებობებს შორის“ (კურორტზე 2 ივლისს ვიყავით) არათუ შეამცირა უკანონო მშენებლობების რაოდენობა, არამედ გაასამმაგა. ამის მიზეზი? „მოვასწროთ“ ან „მიდი დროზე ჰქენი“ არის ალბათ, რადგან მუნიციპალიტეტმა დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო ქმედითი ღონისძიებები კურორტზე წესრიგის დასამყარებლად.
ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ ტექნიკის გამოყენებით აღებულ დაბეტონებული ბოძების გვერდით გუშინ თუ დღეს დილით ამოთხრილი ბოძების დასადგმელი ადგილები ვნახეთ.
კურორტზე ყველგან მიდის უკანონო მშენებლობა. აშენებს „ის,“ „იგი,“ „ისინი“;
-ჩვენნაირმა რიგითმა მოქალაქეებმა როგორ უნდა მოვახერხოთ აქ საკურორტო სახლის აგება? _იკითხა ერთმა ჩვენმა კოლეგამ... გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტუქტურის კომისიამ გომისმთაზე არსებული მდგომარეობა განიხილა.
დეპუტატებმა მწვავედ იმსჯელს ამ საკითხზე, მაგრამ კურორტის დღევანდელი სტატუსი მათ არ აძლევს საშუალებას აქ არსებული განუკითხაობის დასაძლევად.
კომიიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავამ წარმოადგინა რეკომენდაციების პროექტი, რომლითაც სააგარაკო სახლების იმ მშენებლებს, რომლებსაც კურორტზე სახლის 30 პროცენტი აქვთ აშენებული, უფლება მიეცემათ გააგძელონ მშენებლობა,დანარჩენებს კი არა...
რეკომენდაცია კარგია, მაგრამ კურორტზე არსებული რეალობა სხვას გვიჩვენებს...