დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოფელ ნატანების მოსახლეობას შეხვდა.
_არ დაველოდეთ არჩევნებს და მოსახლეობასთან მუდმივ რეჟიმში გვექნება შეხვედრები,რადგან პრობლემები ისე არ ჩანს ოფისიდან და დედაქალაქიდან, როგორც ადგილზე .
საქართველოს მიერ ევროკავშირის ქვეყნებში საქონელბრუნვა 29 პროცენტითაა გაზრდილი, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ 2-ჯერ მეტი ეკონომიკა, რომ ევროპის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს დავეწიოთ. პენსიასთან დაკავშირებით პოზიტიური ცვლილებები იქნება მალე. ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ და შედეგს მალე გავაცნობთ მოსახლეობას _განაცხადა სოფელ ზემო ნატანებში მოსახლეობასთან შეხვედრისას არჩილ თალაკვაძემ.