ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „ჩხიკვთა ქორწილის“მიხედვით გენიალური კომპოზიტორის ალექსანდრე ბასილაიას მიერ შექმნილი მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ 40 წელია არ ჩამოდის სცენიდან.
ამჯერად ბლექ სი არენაზე მიუზიკლში შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისი,“ 50 წლის ანსამბლი „ივერია“ და მამა-შვილი ბაღაშვილები მონაწილეობდნენ.
ეს იყო ამ დიდებული მიზიკლის განახლებული ვარიანტი, სადაც „ივერიის“ წამყვანი სოლისტების თემურ წიკლაურის, ვახტანგ ტატიშვილის, ნუგზარ კვაშალის, მანანა თოდუას და სხვა ცნობილი სახეების გვერდით ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობები მონაწილეობდნენ. კონცერტი სრული ანშლანგით ჩატარდა.
დასრულების შემდეგ კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა მაყურებლებს...ნიკა მნათობიშვილმა მაყურებელთა დარბაზიდან სიყვარული გაუმხილა მსახიობ შორენა ჯაფარიძეს და ვარდების ძალიან დიდი თაიგული მიართვა მას. დარბაზში მყოფი ათასობით მაყურებელი ოვაციებით შეხვდა ახალგაზრდა მამაკაცის გულის ნადების საჯაროდ გახმოვანებას.