ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ოზურგეთში ვიზიტის მეორე დღე

დამატებულია: 2019-10-13
picture1

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოზურგეთში ვიზიტის მეორე დღე სოციალურ საწარმო „რადო“-ში სტუმრობით დაიწყო, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

აღნიშნული საწარმო დაარსებულია კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებისაგან და ამზადებს ბეტონისა და ცემენტის ფილებს. ევროკავშირის ელჩი გაეცნო საწარმოო პროცესს და საამქროს დამაარსებელს ცოტნე საჯაიას ესაუბრა.

შემდეგი ელჩი „სავაჭრო სახლ პირველს“ ეწვია. აქ პურის საცხობი ტექნოლოგიური ხაზის ახალი დანადგარები შეიძინეს ევროკავშირის დაფინანსებით. „სავაჭრო სახლი პირველის“ დამფუძნებელმა ირაკლი სირაძემ კარლ ჰარცელს პურის ცხობის ახალ ტექნოლოგიაზე ესაუბრა და სავაჭრო ობიექტი დაათვალიერებინა.

ევროკავშირის ელჩი ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია და ცენტრის დირექტორს რომან ლომაძეს ესაუბრა, შემდეგ კი შშმ პირების საკონცერტო რეპერტუარს გაეცნო.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა.

სასტუმრო „კომლი“ ვიზიტორებს მრავალფეროვან ტურისტულ სერვისს სთავაზობს. აქ წელს ტურიზმის სეზონი 10 მარტს გახსნეს და უცხოელი ტურისტები ჰყავდათ ევროპისა და ამერიკის კონტინენტიდან. ამაში თავისი წვლილი ევროკავშირის დაფინანსებას აქვს შეტანილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ალეკო მამეშვილი ევროპის ელჩს გურიაში ჩაის გავრცელების ისტორიაზე და ნასაკირალის სამკურნალო წყლების აღდგენის პერსპექტივები გააცნო.

დღის 14 საათისათვის კარლ ჰარცელმა ოფიციალურად გახსნა ევროპის დღე და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა „ჭადრების ბაღში“ შეკრებილ ასეულობით ოზურგეთელს . მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ გურია საფოკუსო რეგიონადაა არჩეული.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.