დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში „ექვთიმეობა“ აღინიშნა.
ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა ლიტერატურულ-მხატვრული საღამო.
სახლ-მუზეუმში საზეიმო ვითარებაში ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ზუგდიდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შორის.
გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ექვთიმე ღვთისკაცი, ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილია, როგორც 1941-1945 წლებში საფრანგეთში გატანილი ქართული საგანძურის დამცველი, რის გამოც მას კონსტანტინე გამსახურდიამ „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ უწოდა.