დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალი საგრანტო პროექტის „აქტიური მოქალაქეები უკეთესი გარემოსათვის“პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც NDI-ს წარმომადგენლები, პროექტში ჩართული ორგანიზაციების: გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო,“გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის აღწერილობითი ნაწილი ოთარ რევიშვილმა (გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) წარმოადგინა. მან აღნიშნა, რომ ოზურგეთის მდინარეებზე მოქმედი ყველა ქვა-ღორღის მომპოვებელი კარიერებიდან გამომავალი სატვირთო ავტომობილები უნდა აიწონოს, ასევე უნდა მოხდეს მოსახლეობის ადვოკატირება და მათი ჩართვა გარემოს დაცვის საქმეში.
პროექტის დირექტორმა ირმა გორდელაძემ ისაუბრა მოძრაობა „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები,“მიერ ბოლო ერთ წელიწადში განხორციელებულ აქტივობებზე და აღნიშნა, რომ მათი ჯგუფი: ლევან მგელაძე, გრიგოლ მახარაძე, ლევან ხინთიბიძე, ადგილობრივ მედიასთან ერთად მუშაობდნენ გურიის მდინარეების გადასარჩენად. შემდეგ შეიქმნა სათემო ორგანიზაცია „ეკო“, რომელმაც ზემოთ დასახელებულ ორგანიზაციებთან ერთად დაწერეს პროექტი და წარადგინეს NDI-ში.
გაზეთი „ალიონი“ მოელოდა, რომ პროექტის ავტორები დამსწრეებს პროექტის ფინანსურ მხარესაც გააცნობდნენ, როგორ აპირებდნენ ურთიერთობას ადგილობრივ ბეჭდურ და ელექტრონულ მედიასთან, რაზედაც კითხვაც დაისვა, მაგრამ პროექტის წარმომდეგენმა ოთარ რევიშვილმა განაცხადა, რომ მათი საინფორმაციო საგანმანათლებლო მუშაობა, ძირითადად მოსახლეობის ადვოკატირებას და ფლეშ-მობის წარმოდგენებს ითვალისწინებს. რაც შეეხება მედიას, საგრანტო პროცესის მიმდინარეობისას, ისინი ბეჭდურ მედიაში რამდენიმე მცირეფასიან სტატიას დააფინანსებენ, რადგან საგრანტო პროექტის ბიუჯეტი „მცირეა“, სულ 27 ათასი ლარი და ამიტომ სხვაგვარად არ ხერხდება.
პროექტი „აქტიური მოქალაქეები უკეთესი გარემოსათვის“ ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერაა დაფინანსებული. წარმატებას ვუსურვებთ პროექტის ავტორებს და იმედია, იგი ამ თემით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის უფრო გამჭირვალე გახდება.
ამ თემაზე გაზეთ „ალიონის“ ვებ.გვერდზე ALION.GE იხილეთ: „ვანდალიზმი აჭის ხეობაში,“03.08.2018 წ.http://alion.ge/?view=article&id=1038
„ლიხაურელების „არა“ინერტული მასალების მომპოვებლებს“, 11.08. 2019 წ http://alion.ge/?view=article&id=1040
„დვაბზუელები სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას დაელოდებიან“, 02.05. 2019 წ. http://alion.ge/?view=article&id=1147
„გაგრძელდება თუ არა მდ. აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ღორღის მოპოვების სამუშაოები,“24.04.2019 წ.http://alion.ge/?view=article&id=1173
„რა ხდება სუფსა-ნატანების ხეობაში და რა ეკოლოგიურ პრობლემებს ელოდება რეგიონი“, 10.06.2019 წ.http://alion.ge/?view=article&id=1189
„ცხემლისხიდის მოსახლეობა მდინარე ნატანების აუზში კიდევ ერთი ახალი კარიერის გახსნას აპროტესტებენ,“14.07.2019წ.http://alion.ge/?view=article&id=1199
ბაილეთი_რა კეთდება კარგი და რა ხდება ცუდი გურიის ამ ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში,26.07.2019 წ.http://alion.ge/?view=article&id=1202
„ევრიკა!_კიდევ ერთი კარიერი ნაგომარში“ 07.10.2019 წ.http://alion.ge/?view=article&id=1222