ალიონი. გასულ პარასკევს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა. მაყურებელთა წინაშე წარსდგნენ: ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები, ანსამბლები `შემოქმედი, ~`რეხოული,~ ტრიო `შალვა ჩემო~ და გიორგი მთაწმინდელის სახელობის ქართული სიმღერისა და ფოლკლორის უნივერსიტეტის სტუდენტთა ანსამბლები.
თავის გამოსვლაში ანზორ ერქომაიშვილმა აღნიშნა, გიორგი მთაწმინდელის სახელობის ქართული გალობისა და ფოლკლორის უნივერსიტეტი შეიქნა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის და ფონდ `ქართული გალობის~ მეცენატობით. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მომღერლები, ლოტბარები სვანეთში, თუშეთში, ზემო აჭარაში მოღვაწეობენ და მათ ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს. უნივერსიტეტის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის უნივერსიტეტის რექტორს მამა იოანეს (კიკვაძე). ძალიან დიდ მუშაობას ეწევა საქართველოს ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, რომელიც აღნიშნულ უნივერსიტეტში მოღვაწეობს და საქართველოს 24 მუნიციპალიტეტში სიმღერისა და გალობის შემსწავლელი სკოლაა გახსნილი.
_ბერლინში, ფოლკლორის ფესტივალზე თქვეს, `ეს ის ხალხია ქართველები, რომლებიც ღმერთს გალობით ესაუბრებიან.~_ აღნიშნა ანზორ ერქომაიშვილმა.
_ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის იდეა იყო, რომ გახსნილიყო ქართული სიმღერისა და გალობის უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საქართველოს ყველა რეგიონში მოღვაწეობენ. მოდის ძლიერი ახალგაზრდა თაობა. ისინი თავიანთი გალობით აძლიერებენ ქართულ ეკლესიას, _აღნიშნა ვანო ჩხარტიშვილმა. _ქართული კულტურა შუამდინარეთიდან, შუმერებიდან მოდის, რაც კარგად ჩანს ქართულ კულტურაში, მხატვრობაში, არქიტექტურაში. როგორც ანგელოზები უგალობენ სამი ხმით ღმერთს, ისე მოკვდავი ადამიანები სამი ხმით უგალობენ უფალს, _ ბრძანა გურიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა.
ხოლო გიორგი დონაძის თქმით, ის, რასაც აკეთებს ვანო ჩხარტიშვილი, ფონდი `ქართული გალობა~, რომელსაც ბიზნესმენის მეუღლე ნანა გოთუა ხელმძღვანელობს , ეს არის ქართული ტრადიციული კულტურის მხარდაჭერა.
* * *
ამავე დღეს ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიხსნა თვითნასწავლი მხატვრის ზაზა ცენტერაძის ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენა გახსნა ფოლკლორის ცენტრის პედაგოგმა მაია გელაშვილმა. თავის გამოსვლაში ქობულეთის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა რეზო ტაკიძემ თქვა, რომ ამჟამინდელ გამოფენაზე 30-მდე ფერწერული ნამუშევარია წარმოდგენილი. ეს ზაზა ცენ-ტერაძის მე-4 პერსონალური გამოფენაა. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვა ჯგუფურ გამოფენებშიც. გამოფენა რამდენიმე დღეს გასტანს.