კანონი ჩავარდა _ ოპოზიციის აზრით ეს დადგმული სპექტაკლია

დამატებულია: 2019-11-15
picture1

მიხეილ გოგოტიშვილი, `ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის~ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე: _ ეს ყველაფერი არის პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი, რომელმაც ერთხელ კიდევ აბუჩად აიგდო საკუთარი მოსახლეობა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, არა საკუთარ ხალხად, არამედ მონებად გვთვლის. ათამაშა და სულში ჩააფურთხა ქართველ ხალხს. 20 ივნისი, გავრილოვის ღამე გაიმეორა ფაქტიურად. დააკნინა და დააბეჩავა ხალხი, ყველა საქართველოდან გაქცევაზე ფიქრობს. ამის პატიება არ შეიძლება. ეს მოვლენები იქნება ბიძინა ივანიშვილის დასასრულის დას-აწყისი.

ამ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 დაბისა და სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა. Mმან სირცხვილი აჭამა გურულებს. Mმას აღარ აქვს უფლება, ჰქონდეს მანდატი, იყოს დეპუტატი და წარმოადგენდეს გურიის ხმას საქართველოს პარლამენტში. მან ქვეყნის უკეთესი მომავალი ანაცვალა საკუთარ კეთილღეობას. პროპორციული არჩევნები ხომ თვითონ `ოცნების~ დაპირება იყო 2012 წელს. თემურ ჭკუასელი რომ ხმას მისცემს წინააღმდეგ, როგორ დავიჯერო, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვი-ლისგან დამოუკიდებლად მიიღო.

დავით მამალაძე, საქართელოს ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე: _ ჩემი აზრით, ეს ჩვენი ოლიგარქის და `მამა-მარჩენალის~ ბოლო ტრიუკია. მის გარეშე ვერც ერთი მაჟორიტარი ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას. საკამათოა,, საერთოდ რაში დასჭირდა ამის გაკეთება. იმიტომ ხომ არა, რომ პარლამენტში საკითხის მესამე მოსმენამდე სიტუაცია დაალაგოს და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მან მიიწეროს? თქვას, რომ მისი დამსახურებაა და არა ოპოზიციური პარტიების. ძალიან ცუდი ტენდენციის მომსწრე ვართ. თუკი ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით ძალაუფლებას შეინარჩუნებს, ძალიან ცდება, _ ეს სახელმწიფოებრიობის იდეის დასამარებას ნიშნავს. მე პირადად გადაწყვეტილი მქონდა, რომ, თუკი კვლავ დარჩებოდა მაჟორიტარული სისტემა, ყოველგვარ პოლიტიკურ საქმიანობას ვწყვეტდი და სხვა ღონისძიებებს მივმართავდი, სხვა, უფრო რადიკალურ ღონისძიებებზე ვაპირებდი წასვლას. მაგრამ მგონია, ეს საჭირო არ გახდება და ივანიშვილს გონიერება ეყოფა დემოკრატიას და ხალხის ნებას არ აღუდგეს წინ.

აქციებს რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით თბილისისკენაა მთელი ყურადღება მიმართული, რეგი-ონულ დონეზე არ გვიმსჯელია.

შოთა გოგიბერიძე, `დავით თარხან-მოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ოზურგ-ეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე: _ `საქართველოს პატრიო-ტთა ალიანსი~ ველოდებოდით, რომ შესრულდებოდა ის ძალიან სერიოზული პოლიტიკური დანაპირები და განაცხადი, რაც რამდენიმე თვის წინ `ქართული ოცნების~ თავმჯდომარემ გააჟღერა, რათა დაცემულიყო საპრ-ოტესტო გამოსვლების წინააღ-მდეგობრივი მუხტი, რაც 20 ივნისის მოვლენებს მოჰყვა. სხვათა შორის, ამ დანაპირებმა დააბალანსა კიდეც ვითარება, მოთხოვნათა რიგი შემცირდა.

საზოგადოება ელოდებოდა, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციული წესით, მივიღებდით მრავალპარტიულ პარლამენტს, რაც, რა თქმა, უნდა დემოკრატიას გააძლიერებდა. უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნების მა-ჟორიტარული ფორმა იმდენად კარგად მოირგო ქვეყანაში არსებულმა ფინანსურმა ჯგუფებმა, რომ აზრიც კი დაეკარგა არჩევნებს.

ვხედავთ ერთი და იგივე სახეებს, ადამიანებს, რომლებიც თითქმის მე-6, მე-7 მოწვევის პარლამენტში ბრძანდებიან. რადგან ისინი გარკვეულ ფინანსურ ინტერესთა ჯგუფებს წარმოადგენენ და აქვთ გავლენები, ყველა ხელისუფლება ცდილობს გამოი-ყენოს მათი სამსახური. ნაციონალური მოძრაობის დროსაც მარტივი იყო ამ ცვლილების მიღება, მაგრამ არ მიიღეს, რადგანაც მაჟორიტარული ფორმა მათთვისაც მისაღები იყო, რაც უზრუნველყოფდა ერთპარტიულ დიქტატურას. `ოცნებისთვისაც~ მისაღები დარჩა ეს ფორმა, რადგანაც თვლიან, რომ შერეული პრინციპით ისევ უმრავლესობაში დარჩებიან. დიქტატურული სისტემისკენ გადადგმული ნაბიჯი გახლავთ იმ დანაპირების შეუსრულებლობა და საზოგადოებისათვის პირის გატეხვა. ვინ დაიჯერებს, რომ ივანიშვილს აუჯანყდნენ.

ნახეთ სია აჯანყებულების? ეს მაჟორიტარები არიან მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ შერჩეული. სხვა პირობებში მათი უმრავლესობა ვერ გაიმ-არჯვებდა, თუ არა ბიძინა ივანიშვილის დ ამ ფინანსური ჯგუფების მხარდაჭერა, რომელიც განაპირობებს სახელისუფლებო გუნდიდან კენჭისყრას. სხვა შემთხვევაში ვერ ეღირსებოდნენ პარლამენტის წევრობას.

ბევრ მათგანს დაუფიქსირდა, რომ სესხი აქვს `ქართუ ბანკში~ აღებული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გჯერათ, რომ გაბედეს და ივანიშვილს გაუწიეს წინააღმდეგობა? საზოგადოება ამას აუცილებლად დაუპირისპირდება საპროტესტო აქციებით.

რაც შეეხება `პატრიოტთა ალიანსს~, ჩვენმა ლიდერებმა დააანონსეს, რომ ეცდებიან კიდევ ერთი შანსი მისცენ `ქართულ ოცნებას~ და დაარეგისტრირონ კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ. ეს იქნება შანსი,, რომ განხილვები გაგრძელდეს და მოესწროს კანონის მიღება. `პატრიოტთა ალიანსმა~ დააანონსა საპროტესტო აქციები.

დავით მჟავანაძე, `ერთიანი ნაცი-ონალური მოძრაობის~ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე:- ძალიან მარტივადაა ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილმა ჩვეულებრივად გადააგდო ქა-რთველი ხალხი, ასევე მოატყუა დასავ-ლეთელი პარტნიორები. მას შემდეგ,. რაც გავრილოვის სისხლიანი ღამე მოაწყვეს, გამოვიდა და განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციული სისტემით. შემდეგ აღმოაჩინა შიდა კვლევებში, რომ მათი საქმე წასული იყო და ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებდნენ. მიიღეს ბინძური გადაწყვეტილება, გაითამაშეს ამბოხებულობანა, გუნდიდან გამოყვეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არ გამოირჩევიან პრინციპულობით. რატომღაც ახლა გახდნენ განსაკ-უთრებულად პრინციპულები და წავიდნენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის თავიდან ბოლომდე ბლეფი. ეს ჭირდებოდა ივანიშვილს იმისთვის, რომ ეთქვა, მე კი არ წამიღია ჩემი სიტყვები უკან, დემოკრატია გვაქვს პარტიაში და არ ემორჩილებიან ჩემს გადაწყვეტილებასო. ეს არის აფერა, რომელიც მოაწყვეს იმისთვის, რომ კიდევ შეინარჩუნონ ხელისუფლება მაგრამ არ გაუვათ, ზუსტად ამით გადაკვეთეს წითელი ზღვარი, მოიახლოვეს საკუთარი დასასრული. სწორედ ამ ამბავს გადაყვება `ქართული ოცნება~. ძალადობა და ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნება არ შერჩენია არავის.

ჩვენ გვქონდა სურვილი ყოველგვარი აგრესიის, ძალადობის გარეშე ავსულიყავით ნინო წილოსანთან და გვესაუბრა ამ ყველაფერზე, თუმცა იქ მობილიზებულმა პოლიციის წარმომადგენლებმა შესვლის საშუალება არ მოგვცეს. შემდეგ ქალბატონმა ნინომ მიიღო გადაწყვეტილება რომ გამოსულიყო და გაგვსაუბრებოდა, მაგრამ ცდილობდა სხვა კონტექსტში გადაეყვანა საუბარი. გვიყვებოდა პროცედურებზე, რაც ნაკლებად გვაინტერესებს.

რეზი ხუნდაძე, `ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის~ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე~: _ ეს არის ერთგვარი სპექტაკლი. ბიძინა ივანიშვილმა გააცურა მოსახლეობა. არ აქვს მნიშვნელობა, მოვლენები ამერიკიდან იქნება მართული თუ რუსეთიდან. . ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს, რომელმაც მოატყუა ხალხი.

თუ რას აპირებს პარტიის ცენტრალური ორგანიზაცია, მათ პოზიციაზე მე ვერაფერს გეტყვით, არ გვქონია საუბარ ამაზე.

მოამზადაა მარი კოძოევმა

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.