„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა ორი სოციალური საწარმო შექმნა- გრავირებისა და ქაღალდის პარკების წარმოების საამქრო, რომლებიც ყოფილი პატიმრების პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმებას უზრუნველყოფს.
პარკების წარმოების საამქრო გურიის რეგიონში ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებს აწარმოებს, გრავირების საამქრო კი საფლავის ქვებისა და სუვენირების დამზადებას გულისხმობს.
გარდა გურიისა, აღნიშნული პროექტი „დემოკრატიის ინსტიტუტის “ მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, სამეგრელო ზემო სვანეთსა და იმერეთში ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები ასევე გულისხმობს პატიმრების , პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების იურიდიულ დახმარებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებას, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება - განვითარებას, სამედიცინო დახმარებას და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურ ჩართულობას.
პროექტის შედეგების პრეზენტაცია ოზურგეთის ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელიც პროექტის კოორდინატორმა გურიაში თამარ ღლონტმა წარმოადგინა.
აღნიშნული პროექტის მიღწევებზე სამიზნე რეგიონებში ნინო ხაჩიძემ ისაუბრა.
სიტყვებით გამოვიდნენ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, გურიის გუბერნატორის მოადგილე ქეთი მოისწრაფეშვილი.
სოციალური საწარმო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუში გაიხსნა.