დღეს, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ქართული ხალხური მუსიკის მოამაგეს, პროფესორ ანზორ ერქომაიშვილს ქართული ტრადიციული მუსიკის შენახვა-აღორძინებისა და ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკის დარგში შეტანილი დიდი წვლილისთვის, აგრეთვე, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნებასა და მასში ნაყოფიერი ადმინისტრაციულ-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მიენიჭა ემერიტუსის წოდება.
„გილოცავთ ბატონო ანზორ
გალობის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი ბრძანდებით❤️ ეს ის მცირედი სამადლობელია თქვენი ღვაწლისა და ნიჭის წინაშე, რაც შეგვეძლო გამოგვეხატა- გალობის უნივერსიტეტს❤️
ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე თქვენ“ _წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ფონდი „ქართული გალობის“ დამფუძნებელი ნანა გოთუა