ორად გაყოფილი სოფელი ვაკიჯვარი და კითხვა _ აშენდება თუ არა „ნატანები ჰესი~

დამატებულია: 2019-12-06
picture1

6 დეკემბერს სოფელ ვაკიჯვარში შპს „უნივერსალ ენერჯი ქორ-ფორეიშენ“-ის მიერ „ნატანების“ ჰესის მშენებლობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.

განხილვას გარემოს და-ცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი გურამ ყაფლანიშვილი უძღვებოდა, ხოლო სკოპინგის ანგარიში შპს „გამა კოსტა-ნტიგის“ წარმომადგენელმა ჯუღული ახვლედიანმა წარმოადგინა. ამ განხილვის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი წარმომადგენლობის სხდომათა დარბაზმა დამსწ-რეები ვერ დაიტია. განხილვას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ: გურიის გუბერნატორის პირველი მოა-დგილე აკაკი შენგელია, მოადგილე ქეთი მოისწრაფეშვილი, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე სურგულაძე. გან-ხილვა აშკარად დაპირისპირების რეჟიმში წარიმართა და დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში მშენებლობის მოწინ-ააღმდეგეებმა პროტესტის ნი-შნად დარბაზი დატოვეს. დარბაზში განხილვის გაგრძე-ლებას ძირითადად ჰესის აგების მომხრეები დაესწრნენ.

გაზეთ „ალიონმა“ ჰესის პროექტის შესახებ საქართვ-ელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსს, აკადემიკოს და-ვით შარიქაძეს სთხოვა კომენტარი: _„ნატანები 3 ჰესი“ წინასწარი ტექნიკურ-ეკონო-მიკური ანგარიშის მიხედვით 9,085 მეგავატ სიმძლავრეზეა გათვლილი. ეს სიმძლავრე არის წინასწარი კვლევების შედეგი, რომელიც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების (მათ შორის გარემოსა და სოცია-ლური ზემოქმედების) შემდეგ დაზუსტდება. ჰესი სათავო ნაგებობა ზღვის დონიდან 652 მეტრზე, ქორბუდეში იქნება, კაშხალის სიმაღლე _8,2 მეტრი, ხოლო სადაწნეო მილების სიგრძე 4635 მეტრი. ელექტროსად-გურის შენობა განკუთვნილი იქნება 5 პელტონის ტიპის ვერტიკალური ჰიდროაგრეგატის დამონტაჟებისა და ექსპლუატაციისათვის.

ვაკიჯვრელების ერთი ჯგუფი, თავიდანვე საინიციატივო ჯგუფის შექმას ითხო-ვდნენ, თუმცა დარბაზში ადამიანების რაოდენობა თანდათან მატულობდა და დაძაბულობის მუხტიც იზრდებოდა

_ ხალხს ჰკითხეთ, უნდა თუ არა ჰესის მშენებლობა? კომპანია მილიონებს იშოვის, ბუნება კი განადგურდება _ემოციური გამოსვლა ჰქონდა ვაკიჯვრელ შალვა დოლიძეს.

_ 1943 წელს იყო სო-ფელ ვაკიჯვრიდან ბახმაროს გზის გაყვანის პროექტი, თუმცა შემდეგ პროექტი შეი-ცვალა და სოფელ ქვაბღიდან დაიწყეს ბახმაროს გზის გაყვანა.

გასული საუკუნის 60-იან წლებში ყველა სატყეო უბ-ანში გაიყვანეს გზები ხე-ტყის გამოსატანად, ვაკიჯვრის ტყეში კი _ არა. რატომ? _დას-ა კითხვა ილია ჭანუყვაძემ.

შეხვედრის ორგანიზატორებისგან პასუხის გაუცემლობის გამო მანვე უპასუხა:

_ ვაკიჯვრის ტყე უნიკალურია და ამიტომ არ გაიყვანეს აქ გზები და მოერიდნენ ბუნებაში უხეშ ჩარევას. აქ ჰესის აგება არ შეიძლება... ვაკიჯვრელი ია ურუშაძე მეფ-უტკრეა. საინტერესო აზრი გამოთქვა მან:

_ ჩვენთან შესახვედრად არასდროს მოვიდა კომპანიის სათავეში მყოფი ადამიანები. მე არ მინდა დაპირისპირება, არამედ სპეციალისტების მყარი არგუმენტები, რასაც ვერ ვისმენთ. როგორც გავიგეთ, ჯერ შესწავლილი არ ყოფილა გარემო. ვინც ამ დარბაზში ფიქრობს, ჰესი უნდა, მათ აქვთ პიროვნული სარგებელი...

_ ხომ არსებობს ალტერნატიული წყაროები. არის ქარის ენერგია, მზის ენერგია. გვინდა რეგიონში ტურისტები შემოვიდნენ, მაგრამ რას ნახავენ, თუკი ბუნებას დავაზიანებთ? _ დასვა კითხვა სოფო ვასაძემ.

მას შემდეგ, რაც დარბაზში მყოფთაგან უმრავლესობა წავიდა ერთ-ერთმა ვაკიჯვრელმა ქალბატონმა თქვა: ესენი ვაკიჯვრელები არ იყვნენ, ქალაქიდან ამოვიდნენო.

ქ. ოზურგეთიდან მართლაც იყო შეხვედრაზე მოსული რამდენიმე პირი, მაგრამ პროტესტის გამო-მხატველთა 90 პროცენტი ადგილობრივები იყვნენ.

გიორგი მარგებლაძემ ერთგვარი შედარება გააკეთა „ბახვი 3“ ჰესის და „ნატანები 3“ ჰესის მშენებ-ლობებს შორის.

_ სოფელ მთისპირში ჰესის მშენებლობისას სადაწნეო მილსადენი მთის ფერდობზე გაატარეს და ამას საქართველოს „წითელ წიგნში“ შეტანილი ხეები შეეწირა. ქორბ-უდეში კი ჩვენ მხოლოდ ცაცხვის და თხმელას ხეებს მოვჭრით.

ჩვენს კითხვაზე „ცაცხვი“ უნიკა-ლური ჯიშის ხეა, დავით შარიქაძემ განგვიმარტე, რომ „ცაცხვი“ წითელ წიგნში არაა შეტანილი. გიორგი მარგებლიძემ ასევე დასმულ კითხვებზე უპასუხა, რომ ჰესის აგების შემდეგ შესაძლოა საკალმახეს და ფუტკარს შეექმნათ პრობლემები.

დარბაზში მყოფი ირინა მდინა-რაძემ რამდენიმეჯერ დასვა კითხვა _რა სარგებელს მისცემდა სოფელს ჰესის მშენებლობა. შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენის“ პროექტის მენეჯერმა გასცა მას პასუხი:

_ მშენებლობაზე 160-170 კაცი დასაქმდება, საიდანაც 60-70 პროცენტს ადგილობრივებს დავასაქმებთ. ეს მშენებლობა 2 წელს გაგრ-ძელდება, გარდა ამისა, ჩამოყვანილ მუშახელს ხომ დასჭირდება ბინა, კვება, _ ესეც სოფლის მცხოვრებლ-ების დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება. ვაკიჯვრელებს , დაახლოებით 250 კომლს 200 კილოვატი ელექტროენერგიას ყოველთვიურად უფასოდ მივაწვდით. თქვენ აყენებთ საკითხს საინიციატივო ჯგუფის შექმნის შესახებ. იქნებ მათ გად-აწყვიტონ სოფელში საბავშვო ბაღის ან ბიბლიოთეკის აშენება _ გად-აწყვეტენ რომელი სიკეთე მიიღონ.

სკოპინგის ანგარიშის განხილვას არასამთავრობო სექტორიც ესწრებოდა. ოზურგეთის დემოკრატიული განვითარების ცენტრის ოფისის ხელმძღვანელმა გიგი მახარაძემ დასვა კითხვა, ჰიდრორესურსთან დაკავშირებით.

_ ადრე ზამთარში ვყიდულობდით ელექტროენერგიას, ახლა კი ზაფხულში მკვეთრადაა მომატებული ელექტროენერგიის მოხმარება. მაგალითად, აჭარა, ადრინდელი 60 მეგავატის ნაცვლად, ახლა 130 მეგავატს მოიხმარს. ადრე ზაფხულში, სექტემბრის ჩათვლით ელექტროენერგიას არ ვყიდულობდით, ახლა კი ივლისის თვიდან გვიწევს ელექტროენერგიის შეძენა. ეს კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდითაა განპირობებული.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელ-მძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ დასვა კითხა, რომ რამდენად იქნება იურიდიულად გამყარებული მოსახლეობაზე გაცემული შეპირებები და რა ხანგრძლივობითაა გათვალისწინ-ებული ვაკიჯვრელებისათვის 200 კილოვატი ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდება.

უპასუხეს, რომ ხელშეკრულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან გა-ფორმდება. შემდეგ კი ეს ხელ-შეკრულება ვაკიჯვრელებზე გავრცე-ლდება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა ჰესის მოქმედების პერიოდში მუდმივი იქნება . თუმცა არ თქმულა, უფასოდ მიეწოდებათ თუ არა ელექტროენერგია ვაკიჯვრის თემში შემავალ სოფელ ფამფალეთის მო-სახლეობას.

მრავალი შეკითხვის შემდეგ შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორ-ეიშენის“ პროექტის მენეჯერმა გიორგი მარგებლიძემ უპასუხა ქეთევან ჟღენტის შეკითხვას, რომ ეს კომპანია ჰაეტ სავედრიანს და ჰაეტ სარქისიანს ეკუთვნით. თუმცა არ გასცეს კითხვას პასუხი: _ რომელ უცხო ქვეყანაში აპირებენ გამომუშავებელი ელექტროენერგიის გაყიდვას. შეხვედრას არ დაესწრო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი სოფელ ვაკიჯვრიდან ვახტანგ (ბაჩანა) ნიჟარაძე, თუმცა მას მედისათან ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.