წელს მსოფლიოში 75 ჟურნალისტი მოკლეს

დამატებულია: 2019-12-14
picture1

Press Emblem Campaign წარმოადგინა ყოველწლიური ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ წელს მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის 75 ჟურნალისტი მოკლეს.

Press Emblem Campaign -ის ცნობით, 2018 წელს გაცილებით მეტი _113 ჟურნალისტი დაიღუპა.ამ სიაში არ შესულან ისინი, ვინც მიიღო ჭრილობა, იყო მუქარისა და თავდასხმის ქვეშ.

წელს ჟურნალისტებისათვის ყველაზე საშიში ქვეყნების სიაში შევიდნენ: მექსიკა, ავღანეთი და პაკისტანი, სადაც დაიღუპა შესაბამისად 13,8, 8 ჟურნალისტი. ამ სიაში ასევე შევიდნენ: დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, უკრაინა, ჰაიტი და ბრაზილია.

ორგანიზაცია Press Emblem Campaign თავისი ანგარიშებისთვის ინფორმაციებს იღებს პრესიდან,საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონსულტანტი ორგანიზაციაა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.