„იმერის ბენტონიტ ჯორჯიამ“ მდინარე ბახვისწყალზე გადასასვლელი ხიდი გადაკეტა

დამატებულია: 2019-12-24
picture1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მდინარე ბახვისწყლზე კომპანია ფრანგულმა კომპანიამ „იმერის ბენტონიტ ჯორჯიამ“, რომელმაც ბერძნულიკომპანიის „სილვერ ენდ ბარიტ მაინინგ კომპანისაგან“ შეისყიდა საწარმო, ამჯერად შპს „ასკანგელ ჯგუფს,“ „ბახვისჰესი -3“-ის მაღალი ძაბვის გადამცემი ანძებს,საქართველოს სატყეო დეპარტამენტს და სოფელ მთისპირის მოსახლეობას გადასასვლელი ხიდი კვლავ გადაუკეტა.როგორც ოზურგეთის მერის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი სოფელ მთისპირში, მაია ჩავლეიშვილმა გაზეთ „ალიონთან“ განაცხადა, „იმერის ბენტონიტ ჯორჯიამ“ ხიდზე ჯიხური დადგა და ვერ გამოაქვთ ციხისუბნის კარიერიდან კლდოვანი ნაშალი ქანი სოფლის შიდა გზებზე არსებული ორმოების შესავსებად.

ბერძნული კომპანია „სილვერ ენდ ბარიტ მაინინგ კომპანიმ“ 1997 წლის 16 დეკემბერს აუქციონზე შეიძინა მაღაროთა სამმართველოს აქციების 97,7 %. ისინი გახდნენ ერთ-ერთი მძლავრი საწარმოს მფლობელები საქართველოს სინამდვილეში, რომლის პროდუქცია ერთ-ერთი პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში. თუმცა აქ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

როგორც ოზურგეთის მაღაროთა საამართველოს ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, ბერძენმა ე.წ. „ინვესტორებმა“ ორი ქარხანა შეისყიდეს და მათი საკუთრება იყო, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებს არ უნდა მიეცათ მათთვის უმოქმედოდ გაჩერების, ნგრევის და განადგურების უფლება. 20 წლის მანძილზე წლობით იყო გაჩერებული ქარხნები, თუ არ ჩავთლით პირველ ორ წელს. სიძველისა და უმოქმედობის გამო მწყობრიდან გამოვიდა და განადგურდა საკარიერო ტექნიკა. საწარმოში ახალი ტექნიკის შეძენა ან გადაიარაღება არ მომხდარა,საწარმოს განვითარებისთვის არაფერი არ გაკეთებულა. ბუნებრივია ამის ფონზე იზრდებოდა მუშა-მოსამსახურეების უკმაყოფილება, რადგან წლობით გაუცემელი სამადლო ანაზღაურების ხელფასის ოდენობასა არსებობის მუმიმუსაც არ უტოლდებოდა, რასაც მოჰყვა 2003-2004 წლებში მუშა-მოსამსახურეთა მღელვარება, საპროტესტო აქციები, გაფიცვები, შიმშილობა.

შედეგი? ბერძნულმა კომპანიამ 720-კაციანი კოლექტივი ჯერ 120 კაცამდე შეამცირა, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით უფასო შვებულებაში გაუშვა.

მუშა-მოსამსახურეთა პროტესტის გამო ოზურგეთში ჩავიდა გარემოს დაცვის მინისტრი. შეიქმნა სახელმწიფო გეოლოგიური კონტროლის კომისია, რომელმაც 2004 წლის 21 მაისის აქტით გამოავლინა, რომ ბენტონიტური თიხის სალიცენზიო პირობები არ იყო შესრულებული. ბეძნულმა კომპანიამ კარგად იცოდა ციხისუბნის კარიერზე არსებული მდგომარეობა და შეიმუშავეს საბადო დამუშავების ახალი პროექტი. მათ ასევე მეწყერის მდგომარეობის შესწავლის მიზნით მოიწვიეს სპეციალისტები თბილისიდან, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს და არ შეასრულეს ფირმა „ჯეენექს“-ის დასკვნები და რეკომენდაციები, პირიქით ახალი მეწყერსაშიშროება შეიქმნა კარიერის ტერიტორიაზე.

წლების განმავლობაში უმოქმედობის გამო ჩამოშლილი და ჩამორეცხილია მოქმედი მუშა საფეხურები; დანაგვიანებულია სამუშაო მოედნები გაჯირჯვებული თიხოვანი და ფუჭი ქანების სახით. როგორც შპს „ასკანგელ ალიანსის“ კარიერის უბნის უფროსმა ვახტანგ თოიძემ გვითხრა, „უკანონო გარიგება დღევანდელი საბოტაჟის მიზეზი გახდა. როგორ ვერ შეძლეს მათ 20 წლის განმავლობაში სტაბილური და სერიოზული მომხმარებლის პოვნა, როცა ამ ხნის მანძილზე საბერძნეთში, კუნძულ მილოსზე არსებული მათი კუთვნილი ანალოგიური საწარმოს გაყიდვები 600 ათასი ტონა პროდუქციიდან 1 200 ათას ტონამდე გაიზარდა. გამოდის, რომ კომპანიის მიზანი იყო არა ოზურგეთის საწარმოს განვითარება, არამედ მსოფლიობა ზარზე მონოპოლიის მიზნით შპს „ასკანას“ სიმძლავრეების ეტაპობრივი განადგურება და კონკრეტული საწარმოს ბლიკირება, რაც ნამდვილად კარგად გამოუვიდათ.უფრო მეტიც, მათ ახალი მანქანა-დანადგარები და ჭრეს და ჯართში ჩააბარეს. როგორიცაა ძვიდარღირებული, მძიმეწონიანი ელექტროექსკავატორი, ავტომანქანა „ბელაზები“ და კიდევ სხვა ტექნიკა. ეს იყო ქვეყნის მიმართ განხორციელებული ეკონომიკური დივერსია. წლის ბოლოს ბერძნულ კომპანიას სოფელ მთისპირში წიაღისეულის მოპოვების ვადა დაუმთავრდა და სახელმწიფომ ციხისუბნის კარიერში თიხის მოპოვების ლიცენზია ადგილმონაცვლეობით „ასკანგელ ჯგუფს“ გადასცა, ხოლო „სილვერ ენდ ბარიტ მაინინგ კომპანი“, „იმერის ბენტონიტ ჯორჯიამ“ ჩაანაცვლა, იგივე დირექციითა და იგივე შტატით. ამას მოჰყვა ის, რომ მ ჯერ შპს „ასკანას“ საწარმოს ეზო ჩაკეტაეს და გამაფრთხილებელი წარწერა გამოაკრეს „კერძო საკუთრება,“ხოლო 2018 წლის დასაწყისში ციხისუბნის კარიერის მისასვლელთან, მდინარე ბახვისწყალზე 2-მალიანი ხიდის წინ ბეტონის კუბიკები დააწყვეს და გზა გადაკეტეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, რადგან ციხიუბნის მიმდებარედ არის მოსახლეობისათვის გამოყოფილი ტყეკაფი, საკარმიდამო ნაკვეთები, სადაც გაშენებული აქვთ თხილი და მოჰყავთ სიმინდი. მოსახლეობა ვერ ახერხებდა მდინარის გაღმიდან მოწეული მოსავლის ტრანსპორტირებას.

რა იყო ამის მთავარი მიზეზი?

ამის მიზეზი კი სახელმწიფოს მიერ ადრე დაშვებული კურიოზული გადაწყვეტილება იყო, როცა თავის დროზე სახელმწიფომ„სილვერ ენდ ბარიტ მაინინგ კომპანს“ მდინარე ბახვისწყალზე არსებული ხიდიც გადასცა. ახლა კი ამ ბერკეტს შპს „იმერის ბენტონიტ ჯორჯია“ კარგად იყენებს, რომ ციხისუბნის კარიერის ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს. 23 დეკემბერს ხიდი კვლავ გადაიკეტა და შპს „ასკანგელ ალიანსის“ ავტომანაქანებს არ ატარებს.

„საკუთრების უფლების ბოროტად სარგებლობა, საბოტაჟი ადგილობრივი წარმოების წინააღმდეგ “ _ასე აფასებენ მთისპირელები ამ ნაბიჯს. აქაური სამთოელების თქმით, ეს არის საბოტაჟი და ამით სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს.

შპს „იმერის ბენტონიტ ჯორჯიას“ ამ გადაწყვეტილების გამო დღეს, ხიდთან მივიდნენ სამთოელები და მას შემდეგ, რაც დაცვამ მათი მანქანები ხიდზე არ გაატარა, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

_თავის დროზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფომ და ხიდი გაყიდა. დღეს ეს ხიდი კერძო საკუთრებაა და „ჩემს ეზოში რაც მინდა იმას ვიზამ“ _გვითხრა შპს დაცვის სამსახურის „ვიქტორია სექური“-ს წარმომადგენელმა გრიგოლ ჭანუყვაძემ.

მისი თქმით, ისინი ხიდზე შპს „ასკანგელ ალიანსის“ მძიმეწონიან მანაქანებს არ გაატარებენ, რადგან ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია. თუ კი სოფელს უნდა გაფხვიერებული კლდოვანი ქანების გამოიტანოს გზების შესაკეთებლად, ამაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართონ და ისინი დაგვიკავშირდებიან. დანარჩენზე „იმერის ბენტონიტ ჯორჯიას“ საოპერაციო დირექტორს სპარტაკ ლავრელაშვილს მიმართეთ_თქვა გრიგოლ ჭანუყვაძემ.

_ხიდი არის კერძო საკუთრება და იგი ეკუთვნის „იმერის ბენტონიტ ჯორჯიას“. ხიდის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ამის შესახებ გვაქვს სამხარაულის ბიუროს 27 ნოემბრის დასკვნა, სადაც წერია, რომ ხიდზე მოძრაობა საფრთხის შემცველია და მასზე მოძრაობა დაუშვებელია.ამის შესახებ წერილობით ინფორმირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მერია,პოლიცია, სატყეო სამსახური და შპს „ასკანგელ ალიანსის“ დირექცია. მე არავის ინტერესი არ გამაჩნია, მაგრამ იქ კომერციული მიზნით მძიმეტონიანი მანქანების მოძრაობა არ შეიძლება, ამიტომ დავაყენე დაცვა და მძიმეწონიან მანქანებს არ გავატარებთ.

რაც შეეხება მოსახლეობას, მათ დაბალი ტვირთამწობის მანქანებით შეუძლიათ შეშის და ჭირნახულის გამოტანა. თუმცა ჩვენ მოკლე დროში ვიწყებთ ამ ხიდის სარემონტო სამუშაოებს _გვითხრა შპს „იმერის ბენტონიტ ჯორჯიას“ საოპერაციო დირექტორმა სპარტაკ ლავრელაშვილმა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.