მონიკა ახვლედიანმა უკრაინაში საერთაშორიო ფესტივალზე გაიმარჯვა

დამატებულია: 2019-12-27
picture1

ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინის ქალაქ ვინიცაში გამართულ ტალანტების საერთაშორისო ფესტივალზე „სინათლე უსაზღვროდ“ გამარჯვებული გახდა.

აღნიშნულ ფესტივალს წინ უძღვოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გამართული შშმ პირთა პროექტში „ივერია ბრილიანტი“ წარმატებული გამოსვლა. ქ. ქუთაისში მონიკა ახვლედიანმა გაიმარჯვა, ხოლო ასევე ოზურგეთელი თამუნა ლურსმანაშვილი მეორე იყო. ორთავენი უკრაინაში, ვინიცაში ფესტივალზე მიიწვიეს.

_ ვინიცის ოლქის აკადემიური უკრაინის მუსიკალურ-დრამატულ თეატრში გამოსვლას წინ უძღვოდა ქუჩაში გამართულ წინასაახალწლო კონცერტებზე გამოსვლა. ყველა მგულშემატკივრობდა.ფესტივალზე ჩემს მიერ ნამღერი ლიკა ხანთაძის „იავნანა“ ჟიურიმ საუკეთესოდ ცნო და ფესტივალის გამარჯვებულად გამომაცხადეს. კიდევ ერთი სიხარული გველოდა _ თამუნა ლურსმანაშვილის მიერ აღებული მეორე ადგილი. გამარჯვებას მილოცავდა დედა _ხათუნა ცირეკიძე, ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი, ვინიცის ოლქის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელები მიხეილ კილნჩეკი და დიმა შვეცი, ფესტივალის ყველა მონაწილე.მეუბნებოდნენ: _„შენ სცენისთვის ხარ დაბადებულიო“. რაც მთავარია, ამჯერად რუმინეთში მიმიწვიეს შშმ პირთა საერთაშორისო ფესტივალზე _გვითხრა მონიკა ახვლედიანმა. მონიკას თქმით, მის წარმატებას ის უწყობს ხელს, რომ იგი მღერის სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს. „ბრილიანტის“ ფესტივალზე აფხაზეთი ომისადმი მიძღვნილი „ჰეი, ბიჭებო“ იმღერა. ასევე მღერის: _მირანდა მაისურაძის „ქრიზანთემები,“ ლიზა ბაგრატიონის „მეგობრები“. მას მუსიკის პედაგოგი არ ჰყავს. სოფიო როტარუს ცნობილი „ადნა კალინას“ მომზადებაში დაეხმარა ვარდო ჯინჭარაძე. რეპერტუარის მრავალფეროვნება წარმატებების საწინდარია.

მონიკა ახვლედიანი მადლიერებით იხსენიებს საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ხელმძღვანელს რომან ლომაძეს; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე შარაშენიძეს და მის მოადგილეს ირაკლი სირაძეს, რომლებიც დაეხმარნენ უკრაინაში გამგზავრებაში.

რუმინეთში ფესტივალი 2020 წლის მაისის დასაწყისში გაიმართება.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.