_ჩიჩილაკს და კალანდას არამატერიალურიკულტურული მემკვიდრეობის სტატუსი უნდა მიენიჭოს_განაცხადა დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახლ-მუზეუმში კალანდის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის სტუმრობა ოზურგეთში,პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ლიცენზირებული და მოქმედი ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისათვის საშობაო სპექტაკლის გამართვით დაიწყო, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახლ-მუზეუმში კალანდის იმპროვიზირებულ დღთესასწაულს დაესწრო. ღონისძიებას პარალელურად მუზეუმის ეზოს წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერები საპროტესტო აქციას მართავდნენ. მათ ერთგვარი პერფონანსი გამართეს. მათ აქციაზე ლობიო ქოთნით, მჭადები და პრასი მოიტანეს და ამის პრეზიდენტისადმი გადაცემას ითხოვდნენ.
_ „არ ვიცი, ვინ შემოუშვეს, ვინ არ შემოუშვეს, როგორც ხედავთ, აქ არ არის მხოლოდ მოსახლეობა, ელჩებიც არიან მოსული და რაღაცნაირად ფორმატში უნდა იყოს. სახალხო დღესასწაულია და ამიტომ ვულოცავ ყველას. ვინც რაიმეს აპროტესტებს, გააპროტესტოს, ეს არის თავისუფლება, ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში და მე პროტესტის პროტესტი არასდროს მექნება“ ,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის გარდა დღესასწაულში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუთი, დიპლომატიური კორპუსის, პარლამენტის წევრები და მთავრობის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.