შპს „კავკაზ ჯორჯია“ მდინარე აჭისწყალზე კარიერის ამოქმედებას კვლავ აპირებს

დამატებულია: 2020-02-01
picture1

როგორც გაზეთ „ალიონს“გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ შეატყობინა, შპს „კავკაზ ჯორჯია“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, მდინარე აჭისწყლის ხეობაში კვლავ აპირებს ქვა-ღორღის მომპოვებელი კარიერის ამოქმედებას.

_ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ კვლავ როგორ გასცა ლიცენზიები მდ.აჭისწყალზე.ან შპს \"კავკაზ ჯორჯია\"როგორ დათანხმდა, როცა იცოდა ლიხაურელთა პიზიცია და იყო მოწმე მათი საპროტესტო აქციებისა.მათ ხომ ვერ მოიპოვეს მაშინ წიაღი მდ.აჭისწყალზე.მაგრამ საქმე იმაშია,რომ ოზურგეთის სხვა მდინარეებზე:ბჟუჟი,სუფსა,ნატანები,წიაღის ინტენსიური მოპოვების შედეგად ნატანის გარეშეა დარჩენილი, ხოლო სადაც ნატანია სხვა კომპანიებზეა ლიცენზიები გაცემული. დარჩა მხოლოდ ხელუხლებელი მდ.აჭისწყალი. თუ ლიხაური შემოუშვებს ერთ რომელიმე კომპანიას,შემოსევა დაიწყება.სანამ წიაღის სააგენტო,რომელსაც ეროვნული პირობითად ჰქვია და ქვეყნის,ხალხის ინტერესები საეროდ არ აინტერესებს და ფულის კეთებითაა დაკავებული.სანამ კონროლი არ იქნება წიაღის მოპოვებაზე და კანონი მკაცრად არ ამოქმედდება,მდინარეებს ხალხი და გარემოსდამცველები დავიცავთ. ლიხაურელები კვლავ დაიცავენ მდინარეს.სამი დღის უკან შემოპარული კომპანია დროებით შევაჩერეთ.ორშაბათს მის წარმომადგენლებს შევხვდებით.ლიხაური პრინციპულად უარზეა_ასეთი კომენტარი გააკეთა ირმა გორდელაძემ გაზეთ „ალიონთან“ საუბარში.

ქვა-ღორღის მოპოვების დაწყებას მდინარე აჭისწყლის ხეობაშინ 2018 წლის ზაფხულში ლიხაურელთა მწვავე რეაქცია მოჰყვა. იმართებოდა პერნამენტული აქციები. ლიზენზიის მქონე კომპანიები იძულებული გახდნენ, ქვა-ღორღის მოპოვებაზე უარი ეთქვათ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.