„კავკაზ ჯორჯია“ კარიერული წარმოების შეჩერებას არ აპირებს

დამატებულია: 2020-02-04
picture1

ლიხაურელები ხეობის დასაცავად ბოლომდე ბრძოლას აპირებენ

დაახლოებით 10 დღის წინ, ლიხაურში, მდინარე აჭისწყლის ხეობაში , მდინარე აჭისწყლისა და მდინარე აგიდაყვას შესართავთან შპს „კავკაზ ჯორჯიამ“ ქვა ღორღის მოპოვება დაიწყო. ლიხაურელები კარიერის ამოქმედების კატეგორიული წინააღმდეგები არიან. .საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირეს გუშინ, სოფელ ლიხაურის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრას საკუთარი ინიციატივით ესწრებოდა „კავკაზ ჯორჯიას“ წარმომადგენელი გია დუმბაძე.

დუმბაძე ადგილობრივებთან ურთიერთობის „დათბობას“ შეეცადა.

_„ლიცენზია ორი წლის წინ მივიღე. 105 000 კუბური მეტრი ინერტული მასალის ამოღების უფლება მაქვს. შევეცდები კანონის ფარგლებს არ გავცდე, ვიმოქმედებ ისე, რომ მდინარის არხი არ დავაზიანო.“_ უთხრა მან ლიხაურელებს _თქვენი სოფლის გვერდში დავგები-ხაზგასმით აღნიშნა მან.

_ მე რომ ერთი ტრაქტორი ხრეში დამჭირდეს და ავიღო დამიჭერენ. თქვენ მუშაობას ვინმე აკონტროლებს? _ ჰკითხა მას ადგილობრივმა ჯანიკო გორდელაძემ.

_„წიაღის ეროვნული სააგენტო მხოლოდ ლიცენზიებს გასცემს. შემდეგ აღარ იწუხებს თავს გააკონტროლოს ვინ და როგორ იღებს ინერტულ მასალას, საერთოდ არ აინტერესებთ რომ ჭები დაგვიშრა , გზები გაფუჭდა, მდინარის დონემ იკლო. თებერვლის თვეში კოჭებამდე წყალია მდინარეში ასეთი მე ჯერ არ მახსოვს. ახლა შენდება ავტობანი, სუფსიდან და ნატანებიდან ნატანი უკვე ამოღებულია. რა დარჩა? მდინარე აჭისწყალი. დაიწყეს კიდეც მუშაობა რამდენიმე დღის წინ. მაგრამ ჩვენი თხოვნით ნახევარი დღის მუშაობის შემდეგ გაჩერდნენ. ამბობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი , თავადაც ლიხაურელი, ირმა გორდელაძე.

როგორც მოსალოდნელი იყო კომპანიის წარმომადგენელი და ლიხაურელები ვერაფერზე შეთანხმდნენ.

_„მე თქვენთან მოლაპარაკება ვცადე, სხვა არაფერი შემიძლია მუშაობა უნდა გავაგრძელო“ უთხრა ბოლოს დგილობრივებს დუმბაძემ და ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა დატოვა იქაურობა.

ავტორი: ავტორი მარი კოძოევი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.