კურორტ გომისმთაზე ოზურგეთელი ინჟინერი მერაბ სანიკიძე იმყოფება. როგორც მან გვაცნობა, კურორტზე თოვლის საფარი ამჟამად 3 მეტრს აღწევს.
_6 თებერვალს ავედით კურორტზე. 2 დღე ძლიერი თოვა იყო. ახლა აქ 3 მეტრი თოვლია. დღისით -2 გრადუსი ყინვაა, ხოლო ღამით -14გრადუსი. მარტამდე აქ ვეღარ ამოვლენ. კურორტის ცენტრში გვინდა ასვლა და ბილიკს ვაკეთებთ. 200 მეტრი გავიარეთ ჯერ. ამ ტემპით, კურორტის ყველაზე მაღალ ადგილას, ჯვართან ასვლამდე ერთი დღე დაგვჭირდება _ღამით ისეთი ყინვაა,მოძრაობა შეუძლებელია. ვგეგმავთ, ხვალ დღის 12 საათისთვის ვიყოთ ჯვართან. თუ ვერ შევძელით, უკან მივბრუნდებით და ჩვენი დასვენება 5 დღით გაგრძელდება. ოთხშაბათს გრიგალს ველოდებით. სახლში შეშის და საკვების ერთი თვის მარაგი გვაქვს, ასევე ელექტროგენერატორი, ტელევიზორი და ინტერნეტი. ასე. რომ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ზამთრის კურორტზე ვიმყოფებით. მე, ზაზა ურუშაძე და რამაზ ხვინგია_გვწერს მერაბ სანიკიძე.
მერაბ სანიკიძე ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც კურორტ გომისმთის ზამთრის პოტენციალის, ტურიზმის განვითარებაზე ფიქრობს და რამდენჯერმე აქ ზამთარში სნოუბორდისტებს უმასპინძლა.