დღეს, ქ. ოზურგეთში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სოლიდარობის აქცია გაიმართა. ოზურგეთელი ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგემლები და რამდენიმე პოლიტიკოსი ბათუმელი ჟურნალისტების მხარდასაჭერად „ჭადრების ბაღში“ შეიკრიბნენ. „საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას“, „თავისუფლება თავისუფალ მედიას“, „საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლოსთვის“; „სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს“ _ასეთი იყო აქციის მონაწილეების განწყობა და პლაკატების წარწერებიც.
აქცია მიზნად ისახავდა აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდის მხარდაჭერას, რომლის წევრებიც აცხადებენ, რომ დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან ხდება არასასურველი კადრების დევნა და არსებობს სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე.
აქციაში მონაწილეობდნენ: TV „გურია,“ მედიაგამოცემები „ალიონი,“ „გურია ნიუსი,“„გურიის მოამბე.“