ოზურგეთში პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ოფისი გაიხსნა

დამატებულია: 2020-02-24
picture1

დღეს, ქ. ოზურგეთში პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ოფისი გაიხსნა.

როგორც ამ გაერთიანების თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ოფისის პრეზენტაციაზე განაცხადა, ისინი იზრუნებენ სამუშაო ადგილების შექმნაზე, სიღატაკის დაძლევაზე, ქვეყნის ისეთ გზაზე დაყენებაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ არ გვქონდეს იმის განცდა, რომ ქვეყანა 30 წელია ერთ წრეზე ტრიალებს.

_აი, ამისთვის შევიკრიბეთ ჩვენ დღეს აქ. ამის საპირისპიროდ ჩვენ დღეს გვთავაზობენ გავფრინდეთ ჩვენი ქვეყნიდან იაფიანი ბილეთებით, დავსაქმდეთ სხვა ქვეყანაში და პრაქტიკულად არანაირი ხედვა, არანაირი გეგმა არაა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, მისი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. ვართ ყოველდღიურ იმ რეჟიმში, რომ სატელევიზიო გადაცემებს ვუყუროთ, როგორ არიან ადამიანები ერთმანეთს დაპირისპირებულნი, როგორ ვართ ჩაფლული ყოველდღიურ პატარ-პატარა პრობლემებში. არ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავერთიანდეთ, როგორ შევძლოთ ერთად ამოვიდეთ მენტალური ჭაობიდან.

ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, მაგრამ ჩვენი ენერგია უნდა დავხარჯოთ იმაზე, რომ რომ ჩვენ ვიცოდეთ, ხვალ როგორ ქვეყანას ვაშენებთ, როგორ შევქმნით სამუშაო ადგილებს და როგორ შევძლოთ სიღატაკიდან ამოვიყვანოთ ეს ლამაზი კუთხე _განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პრეზენტაციაზე სიტყვებით გამოვიდნენ პოლიტიკური გაერთიანება„ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრები: ბადრი ჯაფარიძე, თამაზ დათუნაიშვილი, „ლელოს“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი კახა სიორიძე.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.