კორონავირუსი COVID-19

დამატებულია: 2020-03-19
picture1

კორონავირუსის გავრცელების და პრევენციული ზომების შესახებ გაზეთ „ალიონს“ ესაუბრა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გურიის განყოფილების უფროსი არჩილ მჟავია.

2019 წლის დეკემბერში ვირუსი აღმოაჩინეს ჩინეთის 11 მილიონიან პროვინციის უხანის ცენტრში ხუბეიში.ახალი წლის პერიოდში ოცდაშვიდმა დაავადებულმა საავადმყოფოს დასახმარებლად მიმართა. 5 იანვრისთვის დაავადებულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა. დაავადების გავრცელების კერად, აღმოჩენისთანავე ადგილობრივი ბაზარი დაასახელეს, სადაც საქონლის ხორცთან ერთად ეგზოტიკური ზღვის პროდუქტებით ვაჭრობდნენ. ამინფორმაციაზე დაყრდნობით, ქალაქში გადაადგილება არ შეუზღუდავთ, რადგან ქალაქის ადმინისტრაცია არ ელოდა მასშტაბურ ეპიდემიას, მათ განაცხადეს, რომ ვირუსი აირ-წვეთოვანი გზით არ ვრცელდებოდა. ამის შემდეგ, დაავადებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, ისევე როგორც ვირუსის გავრცელების არეალი. გარდა ჩინეთის დიდი ქალაქებისა, როგორიც არის შანხაი და ბეიჯინგი, ვირუსმა ტაილანდი, იაპონია, სამხრეთ კორეა და ამერიკის შეერთებული შტატებიც მოიცვა.აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა დიდი ნაწილი ჩინეთზე მოდის, მაგრამ, ამჯერად, ეპიდემია მძლიერად იფეთქა სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. იტალიამ კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.დღეს კი დაავადება მსოფლიო 150 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაავადების მიზეზი გახდა უკვე ცნობილი კორონოვირუსი. აღმოჩნდა რომ ახალ ვირუსს 2019 წლის კორონოვირუსის მსგავსი აგებულება აქვს და ანალოგიურად მოქმედებს, რაც მნიშნელოვან როლს შეასრულებს მის განკურნებაში. ასევე გვაცნობებენ, რომ ეს ვირუსი შედარებით მსუბუქი ნიშნებით ხასიათდება, როგორც ინფიცირებისასევე სიმფტომების სიმძიმის მიხედვით და სიკვდილიანობის კოეფიციენტით.აგებულების მსგავსებამ მეცნიერებს მისცა საშუალება ევარაუდათ რომ გავრცელების წყარო ღამურა გახდა, რომელიც მრავალიკორონოვირუსი მატარებელი, რის შედეგად აცერთერთმა დაავადებამ მუტაცია განიცდა და გადაეცა ადამიანს. კორონოვირუსი- მოიცავს დაავადებათა ოჯახს, რომლითაც ავადდება ადამიანი, კატა, ძაღლი, მსხვილრქოსანი საქონელი და ასევე ღორები, ხოლო დაავადების სიმძიმე განისაზღვრება გავრცელების საშუალების დ ამუტაციის მიხედვით.

სახელი კორონავირუსი ამ ვირუსს დაერქვა ზედაპირიდან გამოშვერილი წვეტების გამო, რომლებიც გვირგვინს (კორონა) ჰგავს; კორონა ეწოდება მზის ანალოგიურ მახასიათებელსაც. ვირუსი აინფიცირებს როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს და იწვევს სასუნთქი გზების დაავადებებს. კორონავირუსის სულ მცირე ოთხი ტიპი ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ძალიან მსუბუქ ინფექციებს იწვევს, მაგალითად, გაციებას. ცხოვრების გარკვეულ მომენტში, ადამიანთა უმეტესობა ერთიდან რამდენიმე ამ ვირუსით ერთხელ მაინც ინფიცირდება.კიდევ ერთმა კორონავირუსმა, რომელიც 2003 წელს ჩინეთში გავრცელდა, უფრო მწვავე დაავადება გამოიწვია, რომელსაც მწვავე რესპირატორული სინდრომი, იგივე SARS-იუწოდეს. ვირუსით მაშინ 8098 ადამიანი დაინფიცირდა, 774 კი გარდაიცვალა.

2012 წელს საუდის არაბეთში გამოჩნდა კორონავირუსით გამოწვეული კიდევ ერთი დაავადება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი, იგივე MERS-იუწოდეს.ახალი ვირუსის ლეტალურობის ზუსტი შეფასება რთულია. ამ ეტაპზე, ის ნაკლებად ფატალური ჩანს, ვიდრე ის კორონავირუსები, რომლებიც SARS-სდა MERS-სიწვევენ, მაგრამ აქვს სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე სეზონურ გრიპს. კვლევების დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2 პროცენტია, მაგრამ მეცნიერთა აზრით, რეალური მაჩვენებელი 1 პროცენტზე ნაკლები უნდა იყოს, დაახლოებით სეზონური გრიპის მსგავსად.

რაც შეეხება ახალ ვირუსს, მას SARS-CoV-2 უწოდეს, მისგან გამოწვეულ დაავადებას კი COVID-19.

_ როგორ გადადის ახალი კორონავირუსი?

ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ადამიანებს ეს ვირუსი პირველად ინფიცირებული ცხოველისგან გადაედო უხანის ბაზრობაზე, სადაც იყიდებოდა ცოცხალი თევზი, ცხოველები და ფრინველები. ამის შემდეგ ბაზარი დაიხურა და ჩატარდა დეზინფექცია.

ჩინეთში ჰოსპიტალიზებულ ადამიანთა დაახლოებით 5 პროცენტს დაავადება კრიტიკულ ფორმებში განუვითარდა.

როგორცჩანს, ახალი კორონა ვირუსით ნაკლებად ინფიცირდებიან ბავშვები, საშუალო ასაკისა და ხანდაზმულ პაციენტებში კი ინფიცირების მაჩვენებელი არაპროპორციულია.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია კაცებში, ვიდრე ქალებში, რადგან სავარაუდოდ, თამბაქოს მოხმარების მაღალი მაჩვენებლის გამო, დაინფიცირებული ადამიანები სუნთქვისას, საუბრისას, ხველების ან დაცემინებისას წარმოქმნიან ციცქნა რესპირატორულ წვეთებს, რომელთა საშუალებითაც ვირუსი ჰაერში ვრცელდება.

დაავადების წყაროდ მიიჩნევა ღამურები, რადგან ევოლუციურად მათი ორგანიზმი მორგებულია მრავალ ვირუსთან ერთად მშვიდ თანაარსებობას. დადგენილია, რომ სწორედ ღამურები იყვნენ SARS-ის საწყისი წყაროც. ასევე შესაძლებელია ისიც, რომ ღამურებისგან ვირუსი რომელიმე შუამავალ ცხოველს გადაედო, მაგალითად, პანგოლინს, რომლის ხორციც ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში დელიკატესად მიიჩნევა; პანგოლინებისგან ვირუსი უკვე ადამიანებში უნდა გადასულიყო,.ამის შემდეგ, ვირუსი ადამიანიდან ადამიანში გავრცელდა.

გარე სპირატორული წვეთების დიდი ნაწილი, დაახლოებით ერთი მეტრის მანძილზე დაბლა ეცემა. ადამიანები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ინფიცირებულებთან, განსაკუთრებით ოჯახის წევრები და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები, ჰაერში გაშვებულ ვირუსს სწორედ ამ გზით იჭერენ.

მეცნიერებმა ჯერჯერობით დაზუსტებით არ იციან, რამდენ ხანს ცოცხლობს ახალი კორონავირუსი სხვადასხვა საგნების ზედაპირზე, მაგრამ როგორც პირველადი კვლევა აჩვენებს, პათოგენის გავრცელებას ვერ უნდა აჩერებდეს ცხელი და ნოტიო გარემო. ცნობილია, რომ თბილი ამინდი აჩერებს გრიპს და უფრო მსუბუქ კორონავირუსებს.

ვანდერბილტის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის მკვლევრის, დოქტორ უილიამ შაფნერის განცხადებით, გარეშე პირების დაინფიცირების საშიშროება რეალურია როდესაც ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია, თავისუფლად დადის სამსახურში, სპორტულ დარბაზებში, რელიგიურ დაწესებულებებში, მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და სუნთქავს სხვა ადამიანთა სიახლოვეს. ასევე გერმანიაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ინფიცირებული ადამიანები შეიძლება გადამდებები იყვნენ მაშინაც, როდესაც სიმპტომები თითქმის არ აღენიშნებათ, რაც საკმაოდ ცუდი ახალი ამბავია.

_ რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ამ ინფექციის სიმპტომებს შორის არის მაღალი ტემპერატურა, ხველება, სუნთქვის გაძნელება ან უკმარისობა. დაავადება იწვევს ფილტვის დაზიანებას და პნევმონიას. თუმცა, მსუბუქი შემთხვევები შეიძლება ჰგავდეს გრიპს ან გაციებას, რაც მის გამოვლენას კიდევ უფრო ართულებს.

პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის პრობლემები და ფაღარათი. ამჟამინდელი მონაცემებით, სიმპტომები ვლინდება ორგანიზმში ვირუსის შეღწევიდან 2-14 დღემდე პერიოდში.

თუ ბოლო პერიოდში სტუმრობდით ჩინეთს, სამხრეთ კორეას, იტალიას ან ახალი კორონავირუსის გავრცელების სხვა რეგიონს და აღგენიშნებათ ტემპერატურა ან გახველებთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, მანამდე კი მოერიდეთ 14 დღის მანძილზე სხვა ადამიანებთან ახლო კონტაქტს. დღეს უკვე არსებობს დიაგნოსტიკური ტესტები, რომლებსაც შეუძლია განსაზღვროს, ხართ თუ არაინფიცირებული. მათი შექმნა ჩინელი მეცნიერების მიერ ვირუსის შესახებ გენეტიკური ინფორმაციის შეგროვების შედეგად მოხერხდა.

_ როგორ შეგვიძლია თავის დაცვა?

ინფიცირებისგან თავის დაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა იმ ზოგადი ინსტრუქციების გათვალისწინება, რასაც ექსპერტები გრიპის სეზონებზეც გვაძლევენ, რადგან კორონავირუსი ძირითადად იგივე გზით ვრცელდება. დაიბანეთ ხელები საპნით ხშირად. მოერიდეთ საკუთარ სახეზე ხელების შეხებას და დაიცავით სულ მცირე 1,8-მეტრიანი მანძილი ნებისმიერი ადამიანისგან, ვინც ახველებს ან აცემინებს. ექსპერტთა განცხადებით, პირბადეები ვირუსისგან თავის დასაცავად გამოუსადეგარია, მაგრამ თუ თქვენ აღგენიშნებათ რესპირატორული დაავადების სიმპტომები, მისი ტარებით დაავადებისგან სხვებს დაიცავთ.

_როგორი მდგომარეობაა ამჟამად გურიის რეგიონში?

_ რეგიონში დგომარეობა სტაბილურია, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია მართავს სამუშაო შეხვედრებს, სადაც ამ ვირისის პრევენციის მიზნით ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილება. დღეის მდგომარეობით რეგიონში 76 ადამიანია თვითიზოლიაციაში, ხოლო საკარანტინო ოზურგეთიდან გადაიყვანეს 14 მოქალაქე, ლანჩხუთიდან_3, ხოლო ჩოხატაურიდან დღეს დილით 1 მოქალაქე.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.