კომპანია „შილდა“ და ფონდი „ქართული გალობა“ოზურგეთში სოციალურად დაუცველ 100 ოჯახს დახმარების პაკეტს გადასცემს

დამატებულია: 2020-03-31
picture1

როგორც ფონდის „ქართული გალობა“ დამფუძნებელმა ნანა გოთუამ გვაცნობა, კომპანია „შილდა“ და ფონდი „ქართული გალობა“ქ. ოზურგეთში, სოციალურად დაუცველი ოჯახებითვის დახმარებას გეგმავს და ამ ეტაპზე მათ 100 პაკეტს გადასცემს.

_ჩვენ უკვე გადავეცით თბილისის გამგეობებებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი 1000 პაკეტი. გვინდა ოზურგეთშიც განვახორციელოთ მსგავსი აქცია და ამ ეტაპზე სოციალურად დაუცველ 50 ოჯახს დავეხმარებით_გვითხრა ნანა გოთუამ.

_ჩვენ უკვე გადავეცით თბილისის გამგეობებებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი 1000 პაკეტი. გვინდა ოზურგეთშიც განვახორციელოთ მსგავსი აქცია და ამ ეტაპზე სოციალურად დაუცველ 100 ოჯახს დავეხმარებით_გვითხრა ნანა გოთუამ.

_ „ვაგრძელებთ ჩვენ აქტივობებს, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და დღეს ჩვენი თანამდგომა სჭირდებათ. დღეს 1000 ოჯახისთვის კომპანია „შილდამ“ და ფონდმა „ქართული გალობა“ შესაბამისი პროდუქტები გადმოგვცა, რომლის მიწოდება ამ ოჯახებისთვის თბილისის ათივე რაიონში დღესვე დაიწყება. მათ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ძალიან დიდია ბიზნესის მხრიდან სურვილი ჩაერთონ ამ ღონისძიებებში, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ასევე, აქტიურობენ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც დიდ მადლობას ვუხდი. ისინიც თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ჩართული არიან ამ პროგრამაში, იღებენ მონაწილეობას და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეუწყონ ასეთი ოჯახების დახმარებასა და თანადგომას. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პროექტს და ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეგიძლიათ მოგვმართოთ, დაგვიკავშირდეთ და თქვენც ჩაერთოთ ამ პროექტში“, - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ქ. ოზურგეთში სოციალურად დაუცველი 50 ოჯახისთვის განკუთვნილი ნობათი ამ დღეებში დარიგდება.

ავტორი: გაზეთი ალიონი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.