სატანკო ბრიგადის კაპიტნის გახსენება

დამატებულია: 2020-05-09
picture1

დღეს, 75 წელი შესრულდა, ფაშიზმზე გამარჯვებიდან. „მიხაკისფერ ჭირს“, რომელმაც ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთიანი ძალებით ებრძოდნენ ყოფილი სსრკ-ს, აშშ, ინგლისისა და საფრანგეთის სამხედრო ძალები, 1945 წლის 9 მაისს კოალიციამ ფაშიზმზე გამარჯვება იზეიმა.

მიუხედავად ევროპის არაერთ ქვეყანაზე მიყენებული დიდი ზიანისა, მთავარი დარტყმა მაინც ყოფილ სსრკ-ში შემავალმა იმჟამინდელმა რესპუბლიკებმა: რუსეთის ევროპულმა ნაწილმა, უკრაინამ, ბელორუსიამ, მოლდოვამ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა იწვნიეს, მაგრამ იმჟამინდელი მოსახლეობაზე გათვლით, პროცენტულად, ყველაზე მეტი ჯარისკაცი საქართველომ დაკარგა.

ოზურგეთიდან მეორე მსოფლიო ომში თავი ისახელეს ომის გმირებმა გენერალ-პოლკოვნიკმა კონსტანტინე ლესელიძემ და მისმა ძმამ, პოლკოვნიკმა ვიქტორ ლესელიძემ, გენერალ-პოლკოვნიკმა პორფირე ჩანჩიბაძემ, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სნაიპერმა ვიქტორ კვაჭანტირაძემ, სერგო ჩხაიძემ, ელისე ტუღუშმა, ავიაციის გენერალ-მაიორმა ლავრენტი გოლიაძემ, სამგზის დიდების ორდენის კავალერმა ნოე დუმბაძემ...

ამჯერად კიდევ ერთ სახელოვან მებრძოლზე, სატანკო ბრიგადის კაპიტან, საქართველოს დამსახურებულ ინჟინერ, აწ გარდაცვლილ გერმანე ხარაბაძეზე მინდა მოგითხროთ.

იგი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წელს დაიბადა ქ. ოზურგეთში. 1933 წელს დაამთავრა ზვანის არასრული საშუალო სკოლა და იმჟამად პოპულარულ _ბათუმის ინდუსტრიულ სასწავლებელში გაააგრძელა სწავლა. 4-წლიანი სწავლის კურსის გავლის შემდეგ ბათუმის მანქანათმშენებელ ქარხანაში დაიწყო მუშაობა, ხოლო შემდეგ ანასეულის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

გერმანე ხარაბაძემ 1938 წელს სწავლა თბილისის ინდუსტრიულ ინსტიტუტში გააგრძელა. მეოთხე კურსზე გადასასვლელი გამოცდების დროს მოუსწრო ომმა. პატრიოტული სულისკვეთება ძლიერი იყო ამ თაობაში და თანაკურსელებთან ერთად მოხალისედ წავიდა ფრონტზე. ნიჭიერი ახალგაზრდა ქ. სარატოვის მესამე სატანკო სასწავლებელში მიავლინეს და 1942 წლის დასაწყისში ლეიტენანტის წოდებით გაანაწილეს სატანკო მექანიზებული ნაწილის რეზერვში.

ქალაქ სარატოვში მოსკოვიდან ევაკუირებული იყო მეტად მნიშვნელოვანი ბურთულა-საკისრების ქარხანა, რომელზეც 1942 წლის გაზაფხულზე ფაშისტურმა ავიაციამ მიიტანა იერიში. გერმანე ხარაბაძე დივერსიების აღკვეთის ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი #52 სადაზვერვო ათასეულში მსახურობდა.

ნიჭიერი ახალგაზრდა ოფიცერი ქ. ყაზანში უმაღლეს სამეთაურო კურსებზე მიავლინეს, რომლის დამთავრების შემდეგ უკვე მოქმედ არმიაში გაანაწილეს ბელორუსიის პირველ ფრონტზე, მე-14 სატანკო ბრიგადაში.

ქართველმა მეთაურმა თავი ისახელა 1944 წლის მარტში მდინარე ბუგის გადალახვის საბრძოლო ოპერაციაში, რის გამოც იგი მედლით „მამაცობისთვის“ დააჯილდოვეს და უმაღლესი მთავარსარდლის იოსებ სტალინის მადლობაც დაიმსახურა. ამის შემდეგ იყო სხვა საბრძოლო ოპერაციები.. 1945 წლის თებერვალში ქ.რადომის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში აქტიური მონაწილეობისთვის წითელი ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვეს და უმაღლესი მთავარსარდლის მორიგი მადლობაც დაიმსახურა.

1945 წლის აპრილში გერმანე ხარაბაძე ბერლინის მიდამოებთან ბრძოლაში დაიჭრა და პოლონეთში, ქ.პოზნანის ფოსპიტალში მკურნალობდა. ბერლინის მისადგომებთან აქტიური ბრძოლისათვის ერთ-ერთი აღიარებული, წითელი ვარსკლავის მეორე ორდენით დააჯილდოვეს 1946 წელს დაბრუნდა იგი სამშობლოში. სწავლა ქ. თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გააგრძელა,რომელიც 1948 წელს დაამთავრა და ნატანების ჩაის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა, საიდანაც ქ. ოზურგეთის #1 ჩაის ფაბრიკაში გადაიყვანეს მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ სოფელ შრომის ჩაის ფაბრიკის დირექტორად დანიშნეს. შემდეგ ,_ 1979 წლამდე მუშაობდა ოზურგეთის მექანიკურ კომბინატში მთავარ ინჟინრად.

გერმანე ხარაბაძე აქტიურად მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა აქტივობებში.

ოჯახი:1950 წელს გერმანე ხარაბაძე ოზურგეთში ცნობილ ქალბატონ, პედაგოგ ლამარა გოგიტიძეზე დაქორწინდა.ორი შვილი გაზარდეს. გიგა და ვაჟა (ვლადიმერი). ორთავე უმაღლესი განათლებით. გიგა -კავშირგაბმულობის ინჟინერი, ეკონომისტი, იყო ანასულის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ნარუჯის ჩაის მეურნეობის დირექტორი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე. ამჟამად მუშაობს კომპანია GR-ში. ფოთის ერთ-ერთი ტერმინალის უფროსად. მისი მეუღლე მაია ხელაძე, ხელოვნებათმცოდნე და მუსიკის პედაგოგია.

ვაჟა ინჟინერ-ეკონომისტია. ხუთი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილ ჰყავს დღეს მათ ოჯახს. უფროსი ნიკა ლონდონში ცხოვრობს. ლალი თბილისში, პროფესიით ექიმია. ირაკლი და ვაჟიკო სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. სანდრო _სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტია.

ახლახან გერმანე ხარაბაძის მეუღლის _ქალბატონ ლამარა გოგიტიძის დაბადებიდან 90 წელი აღინიშნა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.