მდინარე სუფსის აუზში ლიცენზია დაყადაღებულია და წარმოების უფლებაშეჩერებული კომპანია მოსახლეობის დიდი პროტესტის მიხედავად განაგრძნობს საქმიანობას

დამატებულია: 2020-07-02
picture1

_რატომ იღებთ, ჩვენ კერძო კომპანია ვართ, წაშალეთ გადაღებული ფოტოები, ვიდეოები _ასე მიმართავდნენ დღეს გაზეთ „ალიონს“ მდინარე სუფსის ხეობაში ქვიშა-ღორღის მომპოვებელი კომპანია „ნატა 2000“-სა და „სამი ძმების“ წარმომადგენლები.

არადა გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე ირმა გორდელაძემ და დამფუძნებელმა ლევამ მგელაძემ მდინარე სუფსაში ქვიშა-ღორღის უკანონო მოპოვებისას დააფიქსირა კომპანია „სამი ძმების“ ექსკავატორი.

მდინარის ნატანის ამოღება სოფელ ბაილეთისა და სილაურის მოსახლეობის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

_კორუმპირებული წიაღის ეროვნული სააგენტოს ჩინოვნიკები ასე დაუფიქრებლად ანადგურებინებენ ასეთ უპასუხისმგებლო კომპანიებს ჩვენს სახნავ-საძოვრებს _გვითხრა ბაილეთელმა მაია სარიშვილმა.

_ მდინარესთან ასე თამაში არ შეიძლება. რატომ გვიყიდიან ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთებს? ჩვენ ავტობანიც გვინდა და ქვეყნის წარმატება, მაგრამ ეს სოფლების საარსებო _სახნავ-სათესი ფართობების განადგურების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. მდინარე სუფსის ხეობაში ჩვენი სავარგულების 2/3 წაღებულია. ასე გამოხატა თავისი აღშფოთება აქციის მონაწილე, ბაილეთელმა გია როყვამ.

_სოფელს გარე სავარგულები აღარ აქვს. ჭებში წყლები შრება_თქვა სილაურელმა ნუნუ გარაყანიძემ.

_ჩვენ დაქირავებული ტრაქტორისტები ვართ. არც ჩვენ ვართ ბუნების ხელყოფის მომხრე. ჩვენ გვეუბნებიან სათანადო დოკუმენტები გვაქვს _გვითხრა „კამაცუ 290“-ის ექსკავატორის მემენქანე მამუკა ჯორბენაძის მამა სელმანმა. „ეკოს“ მოთხოვნით მათ ტრაქტორი მდინარიდან გამოიყვანეს.

„ეკომ“ გარემოსდაცვითი დეპარტამენტის აჭარა-გურიის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. მათ მოსვლამდე კომპანია „ნატა 2000“-ის და „სამი ძმების“ წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ და ვადაგასული ხელშეკრულება წარმოადგინეს.

შპს „ნატა 2000“-ს(დირექტორი ლევან სვანაძე) და შპს „სამი ძმები“ (დირექტორი ივერი ფუტკარაძე) 2020 წლის 20 მაისს დაუდვიათ ხელშეკრულება, სასარგებლო წიაღისეულის გაყიდვის თაობაზე. ხელშეკრულების მიხედვით შპს „ნატა 2000“ 100 000 კუბმეტრ ქვიშა-ხრეშს ყიდის სოფელ ახალსოფლის (ბაილეთის თემი) მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამ ხელშეკრულების საფუზველზე „სამმა ძმამ“უნდა მოიპოვოს ქვიშა-ხრეში ლიცენზიის პირობების სრული დაცვით და მოახდინოს მისი ტრანსპორტირება, სამაგიეროდ „სამმა ძმამ“შპს „ნატა 2000“-ს 400 000 ლარი უნდა გადაუხადოს, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება ნოტარიულად არ იყო დამოწმებული და მოქმედების ვადა 30 ივნიის გაუვიდა, თანაც კომპანია „ნატა 2000“ ლიცენზია დაყადაღებული აქვს (?)

_„კომპანია \"ნატა 2000 - ის\" და „აკეთის“ მფლობელია ლევან სვანაძე. კომპანია „აკეთი“ როგორ იპოვებს ქვიშა-ხრეშს წლებია ბუკნარში,გორაბერაჟოულში და ქვემო აკეთში უკვე ვიცით.ყველა მიმართულებით კანონდარღვევა და ვანდალიზმია გარემოზე.

„ნატა 2000“ ერთ ლიცენზიას ვადა გაუვიდა მდ.სუფსაზე სილაურთან.ხოლო მეორე ლიცენზიას ვადა მომავალ წელს ეწურება.ეს ლიცენზია ყადაღადადებულია და აქ წარმოება გასულ წელს შევაჩერეთ მოსახლეობის აქტიური ჩარევით.

ახლა მას ხელშეკრულება აქვს კომპანია „სამ ძმას“თან გაფორმებული. დაყადაღებულ ლიცენზიაზე ხელშეკრულება,რომელიც მათ წარმოგვიდგინეს, სამართლებრივ აქტს არ წარმოადგენს,და შესაბამისად არ აქვს იურიდიული ძალა.იგი არც წიაღის სააგენტოშია რეგისტრირებული,არ ახლავს სამოქმედო წლიური გეგმა.გაურკვეველია მოპოვების,ყიდვა-გაყიდვის ფაქტიც.არც 400 ათასი კბ.მეტრი ღორღის მარაგი არაა აქ.მდინარიდან ამოდის ტალახი.ანუ კალაპოტს აზიანებენ. ზემოთაღნიშნული წარმოება არის უკანონო,საეჭვო და ვანდალიზმი.იგი უნდა შეჩერდეს.

ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი ქვეყნისთვის პრიორიტეტია,ოღონდ ეკონომიკურ განვითარებას მდგრადი უნდა დავუმატოთ.ეს ნიშნავს ისე გამოვიყენოთ დღევანდელი რესურსი,საფრთხე არ შევუქმნათ მოსახლეობას,გარემოს,მომავალს.ჩვენ ამაში ზომიერებას ვერ ვიცავთ,რადგან კანონი არ კანონობს და შესაბამისი ინსტანციები ან უუნაროა,ან კორუმპირებული.

ქვეყანას დავაქცევთ.დროა გონს მოვეგოთ“-უთხრა გაზეთ „ალიონს“ სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე ირმა გორდელაძემ. „გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო“ სოფელ სილაურისა და ბაილეთის მოსახლეობის მოთხოვნით გავიდა სოფელ სილაურში კარიერული წრმოების შესამოწმებლად. მოსახლეობამ იცის ჩვენი გამოცდილების შესახებ და გვთხოვა შეგვემოწმებინა რამდენად კანონიერად ხდებოდა კარიერიდან ინერტული მასლის (ქვიშა-ხრეშის) ამოღება. მოსახლეობის და ჩვენი მოთხოვნით ადგილზე გამოცხადდენ კომპანიის წარმომადგენლები და წარმოადგინეს სამუშაოს წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაცია. (როგორც განმარტეს არასრულად) დოკუმენტაციის პირველადი დათვალიერებით კარიერის მფლობელია შპს „ნატა2000“, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოებს აწარმოებს შპს“ სამი ძმა“. როგორც ჩვენთვის ადრეც ცნობილი იყო შპს „ნატა2000“ ლიცენზია დაყადაღებულია და შეჩერებული აქვს წარმოების უფლება, ხოლო შპს“ სამი ძმა“-ს წარმომადგენელის მირე წარმოდგენილი ხელშეკრულება არის ვადა გასული და არ შეესაბამება წიაღის მოპოვების შესახებ მოქმედ კანონმდებლობას. მწარმოებლიბის მიერ დადებული იქნა პირობა, რომ სრულად წარმოადგენენ დოკუმეტაციას, რაც საშუალებას მოგვცემს საფუძვლიანად შევისწავლოს წარმოების კანონიერება“_.გვითხრა მოძრაობა „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“ და სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ერთ-ერთმადამფუძნებელმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ლევან მგელაძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.