ქ. ოზურგეთში, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გაკეთდება

დამატებულია: 2020-08-24
picture1

დღეს, ქ. ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანს ჩაეყარა დაფუძველი.

როგორც ზაზა ფაჩულიას მეგობარმა და კომპანია „გალფის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვანო ნაკაიძემ განაცხადა, ეს რიგით მეოთხე ასეთი ტიპის კორტი იქნება თბილისის, გორის და სენაკის შემდეგ.

_ჩვენი მიზანია, ახალგაზრდობს სპორტით იყოს დაკავებული. ჩვენ უზრუნველყობთ ქუჩის საკალათბურთო ჩემპიონატების ჩატარებას. ყველა ის ნორჩი კალათბურთელი, რომელიც ამ პროფესიას გაჰყვება და ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო აკალდემიაში ჩაირიცხება, მათ დაფინანსებას ჩვენ ვუზრუნველყოფთ.

ზაზა ფაჩულია ატლანტაშიც თამაშობდა, საიდანაცაა ჩვენი სტუმარი, გალფის გენერალური დირექტორი ქრეიგ ქრამერი. ზაზა დღეს ვერ ესწრება ამ პრეზენტაციას, მაგრამ 2021 წლის სექტემბრისათვის, როცა ეს მოედანი გაიხსნება, იგი პირადად მიიღებს მის გახსნაში მონაწილეობას_ განაცხადა ვანო ნაკაიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ თქვა, რომ ყოფილი რაიკავშირის ტერიტორიაზე გაშენდება სკვერი, სადაც ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებიც იქნება. მისი თქმით ქ. ოზურგეთის ერთ-ერთი კარგი სპორტული ობიექტი შეემატება. შემდეგ „გალფის“ მარკენტინგის დირექტორმა ნინო ჯიბლაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი. სამადლობელი სიტყვები წარმოთქვეს, ოზურგეთის სპორტის გაერთიანების ცენტრის მწვრთნელმა აზა მჟავანაძემ და ახალგაზრდა კალათბურთელმა ლეო თოიძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.