ქეთი გობრონიძე: კონკრეტული კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიას დეტალურად ჯერჯერობით არ გავცნობივარ. კანდიდატებზე ზოგადი ინფორმაცია მაქვს. იმედია არჩევნებამდე ცოტა მეტ ინფორმაციას მოგვაწოდებენ კანდიდატებიდან ვიცი ვასილ ჩიგოგიძე, ნინი შეწირული, ასევე ვიცი, რომ „ლელოს“ ჰყავს კანდიდატი, მაგრამ კონკრეტულად ვინ, არ ვიცი.
ნანა ქუტიძე: არ ვარ პოლიტიკით დაინტერესებული. დეპუტატობის არც ერთ კანდიდატს არ ვიცნობ გარდა იმისა, ვისაც მე ვაძლევ ხმას. ლია ტაბატაძე: მე მინდა დეპუტატი გახდეს ნინო შეწირული. ახალგაზრდაა, ენერგიული, ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია. ოზურგეთს გამოადგება ნამდვილად.
მადონა ცქვიტინიძე: მხოლოდ ვასილ ჩიგოგიძე. ვიცი, რომელსაც ვაძლევ ხმას.
ნუგზარ გორდელაძე: დეპუტატობის ორი კანდიდატის შესახებ მაქვს ინფორმაცია. ვიცი, „ოცნების“ მაჟორიტარი ბიზნესმენი ვასილ ჩიგოგიძეა და კიდევ წავიკითხე ხათუნა გოგორიშვილი იყრის კენჭს.. ზოგიერთი პარტიის კანდიდატი არც მაინტერესებს, რადგან თვითონ პარტიას არ ვენდობი. ჩემთვის ინფორმაციის წყარო ტელევიზია და გაზეთია. სოციალურ ქსელებში ინფომაციას არ ვეძებ. არ ვენდობი და იმიტომ.
მანანა სარიშვილი: ვასილ ჩიგოგიძის შესახებ მაქვს ინფორმაცია. სხვა კანდიდატები არ ვიცი. არჩევნების შესახებ ინფორმაციას ძირითადად სოციალური ქსელებით ვიღებ.
ირინა ჩხარტიშვილი: ვაშაძის პარტიას ჰყავს კანიდიდატი, ვიცი. საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდა. ასევე ჩიგოგიძის შესახებ მაქვს ინფორმაცია.
თორნიკე რუსაძე: მართალი გითხრათ, ჯერჯერობით გურიიდან მხოლოდ ორი დეპუტატობის კანდიდატი ვიცი: ვასილ ჩიგოგიძე „ქართული ოცნებიდან“ და გიორგი სიორიძე „ლელოდან“. გიორგი ზაზა სიორიძის შვილია ვიცი. ინფორმაციებს ადგილობრივი მედიიდან ვიღებთ.
ნანა პაიჭაძე: საერთოდ, აპოლიტიკური ადამიანი ვარ. შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებითაც არ მაქვს დიდი ინფორმაცია. კანდიდატებიდან კახა სიორიძე და ვასილ ჩიგოგიძე ვიცი.
ვენერა ხუჭუა : ჯერჯერობით კანდიდატების შესახებ არაფერი ვიცი. არჩევნებზე აუცილებლად წავალ. არჩევნები რომ მოახლოვდება კანდიდატებს და მათ პროგრამებსაც გავეცნობი და სასურველ კანდიდატსაც შევარჩევ. ინფორმაციას ტელევიზიიდან და ინტერნეტიდან ვიღებ.
ოთარ თედორაძე: ჯერჯერობით არც ერთი კანდიდატი არ ვიცი. როცა დაწერთ გაზეთში, გავიგებ. ადგილობრივი გაზეთია ჩემთვის ინფორმაციის მთავარი წყარო. კანდიდატები ჯერ არ ვიცი, მაგრამ პარტია იცი, რომელსაც ვუჭერ მხარს. ივანიშვილის პარტია იქნება კიდევ ოთხი წელი და მერე ვნახოთ....