პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატად ნინო შეწირული წარადგინა

დამატებულია: 2020-08-31
picture1

დღეს, პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, ნინო შეწირული-გობრონიძე, რომელსაც 12 წლიანი გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობისა და კვების უსაფრთხოების საკითხებში.იგი 4 წლის განმავლობაში იყო სოფლის მეურნეობის სააგენტოს უფროსი გურიის რეგიონში.

გურიის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდოარე ბექა ნაცვლიშვილი;

გენერალური მდივანი მარიამ ჯაში; პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე.

_ნინოს ხედვა არის გურიაში და ქვეყნის მასშტაბით სიღარიბის დაძლევა სწორედ სოფლის მეურნეობის გაძლიერებით.ნინოსთან ერთად ჩვენ არამხოლოდ გავაძლიერებთ აგრარულ სფეროს გურიაში, არამედ შევქმნით უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვით რეგიონში _განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილმა.

მარიამ ჯაში: დღეს ოზურგეთში წარვადგინეთ უძლიერესი კანდიდატი.

პირველი ქალი კანდიდატი, რომელიც „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსისი“სახელით მაჟორიტარის მანდატისათვის იბრძოლებს. ნინი შეწირული გახლავთ აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი. უდიდესი პრაქტიკული გამოცდილებით სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში. ნინო თავად ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის სააგენტოს გურიის მასშტაბით არაერთი ფართომასშტაბიანი ინიციატივისა და პროგრამის ავტორი და კოორდინატორი გახლდათ. ნინო არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული კანდიდატი, რომელიც ურთულეს კონკურენციას გაუწევს ყველა სხვა პარტიის მხრიდან უკვე ნომინირებულ კანდიდატებს.. ჩვენ გურიაში ვიბრძვით გამარჯვებისთვის რომელიც იქნება არა მხოლოდ ნინოს გამარჯვება, არამედ ხალხის გამარჯვება, რადგან „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ უმთავრესი პრინციპი არის ხალხის სამსახურში და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად პოლიტიკური მანდატების მობილიზაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ, პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა იმ წარმატებაზე და ასევე შეცდომებზე, რომლებიც იყო წლების მანძილზე, მაგრამ არცერთმა ჩვენგანმა ვინც ვართ გაერთიანებული „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ გუნდში, არ გადავკვეთეთ წითელი ხაზები. არ წავსულვართ არასდროს ჩვენი მორალის და პროფესიული სტანდარტის წინააღმდეგ. მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის, სახელმწიფოს სამსახურში ვიყავით წლების მანძილზე, როგორც მთავრობაში ასევე პარლამენტსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და გვჯერა რომ დღეს აუცილებელია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის და თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შესაქმნელად საზოგადოების ნდობით, ცოდნით და პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებით გუნდის ფორმირება. სწორედ ასეთ გუნდს ვქმნის „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ ჩვენ ძალიან ვამაყობთ რომ ნინო შეწირული-გობრონიძე არის ჩვენი გუნდის წევრი_განაცხადა გაზეთ „ალიონთან“დასახელებული პარტიის გენერალურმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.