უფასო პოლიტიკური რეკლამა
დღეს, გურიის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ვაკიჯვრის თემის (ვაკიჯვარი, ფამფალეთი) და ბახვის თემის (ბახვი, ქვედა ბახვი, მშვიდობაური, თავკობული) მოსახლეობას შეხვდა.
ორთავე შეხვედრას „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით დარჩია უძღვებოდა.
სოფელ ვაკიჯვარში შეხვედრაზე 80-ზე მეტი, ხოლო სოფელ ბახვში 150-მეტი ამომრჩეველი მოვიდა.
ორთავე შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ისაუბრა.
დეპუტატობის კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ შეხვედრაზე მოსულ მოქალაქეებს ესაუბრა მის სადეპუტატო საქმიანობაზე, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს არსებულ მდგომარეობას უკავშირდება, როცა საბავშვო ბაღებს დაფინანსება არ ჰქონდათ, სკოლის პედაგოგები თვეობით ვერ იღებდნენ ხელფასს, არ იყო სამუშაო ადგილები და მას პირადი ინიციატივით უხდებოდა ამ პრობლემების მოგვარება.
_პატარა საწარმო გავაკეთეთ მეგობრებთან ერთად. ვაგვარებდით ადგილობრივ პრობლემებს... შემდეგ მეორედ ამირჩიეს ჩოხატაურელებმა მაჟორიტარად. ვცდილობდით ჩამოვყალიბებულიყავით, რაღაც პროექტებზე წამოსულიყვნენ. კახეთში, აჭარაში სხვა რეგიონებში იყო გარკვეული პროექტები. გურიისაკენ არ გამოიხედეს.... წლების მანძილზე საკმაო გამოცდილება დამიგროვდა...მე მობილურ ტელეფონს არ ვთიშავ. ჩემი კარები მუდამ ღიაა ყველა მოქალაქისთვის _თქვა ვასილ ჩიგოგიძემ.
რა პრობლემები აწუხებს ამ სოფლებს:
სოფელ ვაკიჯვარში მდინარე ნატანებზე სოფელ უჩხუბთან დამაკავშირებელი ხიდია გასაკეთებელი. ამ უბნის სასაფლაო მდინარის გაღმაა და ძალიან დიდი გზა უნდა შემოიარონ აქაურებმა იქ მისასვლელად.
_ხიდის პროექტი შედგენილია. მისი სავარაუდო ღირებულება 1,2 მილიონი ლარია. ჩვენი მაჟორიტარი, არჩილ თალაკვაძეც მალე შეუერთდება ჩვენს საარჩევნო კამპანიას და ხიდის მშენებლობა მალე ჩაისმება სახელმწიფო ბიუჯეტში.წყლის სათავე ნაგებობასაც შევაკეთებთ, ფამფალეთში ადმინისტრაციული შენობის ფუნქციაზეც ვიფიქრებთ -თქვა კოტე შარაშენიძემ.
სოფელ ბახვში მოკლე დროში კაპიტალურად შეკეთდა გაბრიელ ქიქოძის სახელობის საჯარო სკოლა, რისთვისაც ამ სკოლის დირექტორმა მზია ვაშალომიძემ განსაკუთრებული მადლობა თქვა რეგიონალური მართვის მიმართულების ხელმძღვანელის სოზარ სუბარის მიმართ.
_წელს, იანვრის დასაწყისში იყო სკოლაში. ვთხოვეთ დახმარება. 2020 წლის ბიუჯეტი ფაქტიურად ფორმირებული იყო. მოკლე დროში გამოინახა სკოლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა. 15 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. მშენებლებმა უკვე დაასრულეს და რამდენიმე დღეში ახალ სასწავლო წელს განახლებულ სკოლაში შევხდებით_თქვა მან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სკოლის დასათვალიერებლად მიიწვია.
სოფლის მაჟორიტარის ეროდი გორდელაძის თქმით სოფელში 1,5 კილომეტრი ბეტონის გზები დაიგო. ამჟამად სოფლის ცალკეულ უბანში წყლის პრობლემაა მოსაგვარებელი. ვაკიჯვარი-ფამფალეთი ბახვის წყალმომარაგების პროექტში არ მოხდა სოფელი მშვიდობაური, მაგრამ იგი ვაკიჯვარი-ბაღდადი ცხემლისხიდის წყლის პროექტშია შეყვანილი და მალე ეს პრობლემაც არ ექნებათ.