პური თავად მოიპოვონ, სანახაობას ჩვენ ვაჩვენებთდრო-ჟამი იცვლება, საზოგადოების გარეგნული იერსახეც. იცვლება ადამიანთა მენტალიტეტი, დამოკიდებულება ღირებულებებისადმი. უცვლელია ცნობიერი და ქვეცნობიერი, რომელზედაც თავიანთი მოსაზრებები გააჩნიათ ფსიქოლოგებს. საზოგადოება ნელ-ნელა გახდა ცივილიზებული? ამასობაში დაიხვეწა მმართველობის ფორმები, უფრო ოსტატურად შეიფუთა ბევრი რამ. კარგა ხანია ვფიქრობდი დამეწერა, თუ არა ეს წერილი, უფრო სწორად იგი ჩემი უფროსი კოლეგის თემურ მარშანიშვილის წუხილის გაგრძელებად ჩავთვალე. ბატონი თემური კარგად აღწერს დღევანდელი რეალობის ნაწილს და ჟურნალისტების გარკვეულ ნაწილს ძუკნალისტებად~ მოიხსენიებს. წუხს ამ სფეროში გაუნათლებელი ადამიანების მომრავლებით, რომლებიც მისი თქმით, დასუნსულობენ ინფორმაციების მოსაპოვებლად და ამის იქეთ ვეღარ მიდის მათი შესაძლებლობები. ვადასტურებ მისადმი ჩემს პატივისცემას და მე მეორე ნაწილზე გავამახვილებ ყურადღებას, ვფიქრობ, ეს მისი საწუხარიცაა. ანუ, განათლებული და საკმაოდ ნიჭიერი და მოქნილი მოღვაწეობა~ ამ სფეროში, შეძლებისდაგვარად ნიჭიერად (ყოველშემთხვევაში ზოგი ასე თვლის) დადგმული შოუები და ამითი მოწყობილი ცხოვრება.პურის და სანახაობის მიცემის მცდელობით დავიწყოთ. ხელისუფლებამ ჟურნალისტების გამოყენება დაიწყო და კარგადაც გამოუვიდა რაღაც ეტაპამდე. _ მოვანატროთ ჟურნალისტებს პური და ჩვენს დაკვეთას კარგად შეასრულებენ. დაიწყო თამაში. ხელისუფლებამ ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭირა. ჟურნალისტების ნაწილი მომხრეებად გაიხადა, და მეორე, ეს სფერო საგრძნობლად დაასუსტა. მომხრეებიც აღარ ჩამორჩნენ და თამაშის წესებს თავადაც შეუერთდნენ. დაიწყო ჟურნალისტები მხარეებად, ერთი ერთ ნაპირზე გამაგრებული პოზიციისად მოგვევლინა, მეორემ მეორეგან გაიმაგრა პოზიციები. ძნელი დარჩა შუა ხაზზე გავლა, თითქმის თვითლიკვიდაციამდე მისული მოვლენების ტოლფასი.სამი კურდღლის დევნა და სამივეს დაჭერის შესაძლებლობები.ჰოდა ზოგიერთები არც ისე გულუბრყვილონი აღმოჩნდნენ და ამ მოვლენებს კარგად აუბეს ფეხი და მხოლოდ შემსრულებლებად კი არა რეჟისორებადაც მოგვევლინენ. კარგად მოახერხეს პოლიტიკაში ჩახედვა. დაინახეს, რომ ყველა მხარეში არის კლანები და დაჯგუფებები, ცხადად თუ ფარულად მიმდინარეობს როგორც მხარეთა, ისე შიდა ბრძოლები. აქაც აირჩიეს მათთვის ხელსაყრელი დაჯგუფებები და მათთვის დაიწყეს მუშაობა. თეთრი და შავი პიარი. პოლიტიკურ სარბიელზე ორის გული მოიგეს, მხარისაც და შიდა დაჯგუფებისაც. საზოგადოებასაც პირნათლად წარუდგინეს თავი~, აქაოდა ჩვენთვის მხარე არ არსებობს, ვწერთ ყველაზე და ყველაფერზე. ობიექტურები ვართო. რეალობა, პოლიტიკაში ადამიანთა გამოყენება, მერე გვერდზე მიწევა და დავიწყება. _ პოლიტიკაში მოსულაო, ამბობენ. იწყება განაწყენებულთა მოგზაურობა ერთი პარტიიდან მეორეში. გადაპატიჟებებ-გადმოპატიჟებები. ჟურნალისტები უფრო ფრთხილები აღმოჩნდნენ ამ შემთხვევაში. მეგობრობის~ პერიოდში ფარული თუ ცხადი ჩანაწერებით დააგროვეს და კვლავ აგროვებენ კომპრომატებს. მერე პერიოდულად წაუნისკარტებენ და საკუთარ თამაშებზედაც მოჰყავთ პოლიტიკოსები. რა მნიშვნელობა აქვს ჭორია თუ მართალი, მთავარია საზოგადოებას მოსწონს სკანდალი. მოსწონს შოუები _ აი, მათი მოსაზრება სურვილი საზოგადოების გამოკვებისა. სცენარები ასე იწერება წინასწარ. კაბინეტებში, მეგობრების ოჯახებში. ზოგი ვიღაცას საწოლში ჩაიწვენს, იქ გაუმხელს მომავალ გეგმებს~.შედეგი? _ კარგი ცხოვრება, თავის დამკვიდრება ან შურისძიება. მეგობარი კოლეგებიმახსენდება ერთი საკმაოდ მძიმე დღე, ჩვენი კოლეგა, როგორ უთითებდა ხელს სპეცრაზმელებს ჩვენკენ, რასაც ჩვენი დაკავება მოჰყვა მათი მხრიდან. მახსენდება ისიც, როგორ იღებდნენ ჟურნალისტები თითოეულ ადამიანს მიტინგებსა და შეხვედრებზე, რათა ეჩვენებინათ მათი უფროსი მეგობრებისათვის~, მათივე გულის მოსაგებად. მახსენდება ისიც, როცა გვერდით მდგომნი, ვითომ გულუბრყვილოდ გეკითხებიან, ხელში კი ფარულად ჩართული ტელეფონი ან დიქტოფონი უჭირავთ. მალე ექსკლუზივი ჩნდება. ეს არაფერი, მარიფათსა და ოსტატობაში ეთვლება მავანთ, მაგრამ ტყუილ-მართალს რაღა ვუყოთ, ასე რომ წალეკა ყველა და ყველაფერი ხშირად ექსკლუზიური ინფორმაციის გავრცელების ჯიბრით.და მიუხედავად ამისა, მაინც, ჟურნალისტიკა ურთულესი პროფესიაა, ბევრი გმირობის ტოლფასი საქმე ირიცხება ჟურნალისტთა საქმიან ანგარიშზე. ბევრ უკანონობას ახდია ფარდა და ბევრი ადამიანის უფლებებიც დაცულა ჟურნალისტებისაგან; (ეს ყველას არ ეხება) ბევრ ძალადობას აღდგომიან წინ, მაშინ როდესაც თავად არ იყვნენ დაცულნი ყოველივე ამისაგან.
ხშირად ჟურნალისტებს საზოგადოების სახელით საყვედურობენ. მაშ ესენი ვინ არიან? ერთი ხომ მეორეს აყალიბებს და მეორე პირველს.ავტორი, ნინო ნიკოლაიშვილი