`იმდენი მედიასაშუალება უნდა იყოს ქვეყანაში, რაც სჭირდება საზოგადოებას~

დამატებულია: 2013-03-17
picture1

`იმდენი მედიასაშუალება უნდა იყოს ქვეყანაში, რაც სჭირდება საზოგადოებას~
14 მარტს, ქ. თბილისში, საგამოფენო ცენტს `ექსპო=ჯორჯიაში~ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რეგიონული მედიის წარმოამდგენლებს შეხვდა. 2011 წლის ოქტომბერში ოპოზიციონერ ლიდერთან გამართულ შეხვედრისგან განსხვავებით, რეგიონული მედია უფრო მასშტაბურად იყო წარმოდგენილი.
_ერთად ვიბრძოლეთ, ერთად მოვახერხეთ და ნაციონალური მოძრაობა დავამარცხეთ. მედიამ ითამაშა უდიდესი როლი. პირველ ოქტომბერს ჩვენ მივიღეთ ის ხმები, რაც გვჭირდებოდა. ისევ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა_განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.
ყველაზე ვრცელი პასუხი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიუძღვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პირველი, რაც სააკაშვილმა გააკეთა, კონსტიტუცია შეცვალა. ვისაც დემოკრატიაზე პრეტენზია აქვს, ასეთი გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. პარლამენტი პრაქტიკულად სააკაშვილის სურვილების დანამატი იყო. ხელისუფლებებს შორის დაბალანსება აბსოლუტურად დარღვეული იყო. პრეზიდენტს უფლება აქვს, თუ არ მოსწონს მთავრობა, დაითხოვოს. ეს ნორმალურია, მაგრამ არცერთ ქვეყანაში ახალ მთავრობას პრეზიდენტი პარლამენტის დამტკიცების გარეშე ვერ ნიშნავს. პარლამენტში იქნება კენჭისყრა და ახლა მთლიანად ნაციონალური მოძრაობის მხარეს გადავიდა თამაში. მათი ხმები სარგებელს ან ზიანს მხოლოდ მათ მოუტანს. ძალიან დიდი ალბათობით ხმების რაოდენობა იმაზე მეტი იქნება, რაც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად. დღეს ნაციონალური მოძრაობა ამ ნორმის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, ეს მათთვის კატასტროფა იქნება. თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდება, ჩვენთვის, როგორც ოპონენტებისათვის, პოლიტიკურად მომგებიანი იქნება, რადგან დამარცხდებიან. საბოლოოდ დაკარგავენ სახეს. თუ ამ დიქტატორულ კანონს შეინარჩუნებენ ამერიკასა და ევროპაში კატასტროფულ შედეგებს მიიღებენ. ადამიანურად ჩემი სურვილი არ არის ნაციონალური მოძრაობის განადგურება, ეს მხოლოდ მათ შეუძლიათ. დღეს სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგი არის, თვითონვე ანადგურებს თავისი პოზიციით იმას, რაც უნდა, მე დამაბრალოს. მე არაფერში არ მჭირდება გოკა გაბაშვილის ხმა, ეს მხოლოდ მათ სჭირდებათ.
ია ბობოხიძის შემდეგ კითხვა გაზეთ `გურია ნიუსის~ჟურნალისტმა თამარ ლეფსვენიძემ დასვა. მისი კითხვა კოტე კუბლაშვილს შეეხებოდა, თუ რატომ უდგება პრემიერ-მინისტრი კუბლაშვილს გარანტად?
_ძალიან ბევრი ჩინოვნიკი სააკაშვილის და მისი იდეოლოგიის მსხვერპლია. მეც ორწელიწად-ნახევარი ვიყავი მისი მსხვერპლი. არ გამიგია კუბლაშვილი ძალიან მდიდარი და მექრთამეა. ის ვერ ახერხებდა, უარი ეთქვა და სისტემის წინააღმდეგ წასულიყო. ჩემი აზრით კოტე კუბლაშვილი ამ სისტემის მსხვერპლი გახდა_აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მან ისიც აღნიშნა, _ არჩევნებზე პარლამენტში ჩვენი საყვარელი ხალხი შევიყვანეთ, არჩევნები მოვიგეთ, მაგრამ კანონშემოქმედებაა მნიშვნელოვანი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მახსენებს შუალედურ არჩევნებს და მეუბნება, რომ რომელიმე ცნობილი სახე, მსახიობი არ შევიყვანო პარლამენტში. კანონპროექტზე მუშაობა უნდა შეეძლოს დეპუტატს და გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
პრემიერმა ილაპარაკა განსახორციელებელ 1,5 მილიარდ ინვესტიციაზე, სამომხმარებლო კრედიტზე, ბათუმში მეჩეთის აშენებაზე და ა.შ.
გაზეთი `ალიონი~კითხვის დასმამდე რეგიონულ მედიაში არსებულ პრობლემებს შეეხო და აღნიშნა, თუ როგორ ჰქონდა მობილიზებული ხელისუფლებას ფინანსური რესურსები, რათა არათანაბარი კონკურენციის პირობებში ჩაეყენებინათ თავისუფალი მედიასაშუალებები, რაშიც განსაკუთრებულად დაოსტატებული იყო გურიის სამხარეო ადმინისტრაცია.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაზეთ `ალიონის~რედაქტორს უთხრა, რომ მალე ბიზნესს გააძლიერებენ საქართველოში_მედია და ბიზნესი ერთად გაძლიერდება.
გაზეთ `ალიონის~მთავარი კითხვა ჯანდაცვის სისტემას შეეხებოდა.
_ მოსახლეობა ფიქრობს, რომ წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ჯანდაცვის კუთხით, სახელმწიფო სტრატეგია არასწორია, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მათ ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანეს სადაზღვევო და ფარმაცევტული კომპანიები, საავადმყოფოები. მათ შექმნეს მონოპოლიები სადაზღვევო ბაზარზე და მოსახლეობას არჩევანის უფლება არ დაუტოვეს. ოზურგეში `მედალფას~კლინიკაში ბოლო პერიოდში იყო გარდაცვალების, მათ შორის ბავშვის გარდაცვალების ფაქტი. `მედალფაზე~ მიერთებულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს ამჟამად მხოლოდ ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა ემსახურება. მიუხედავად აქ მომუშავე ექიმების პროფესიონალიზმისა, ისინი ვერ ახერხებენ მოსახლეობის დროულ მომსახურებას. (შეხვედრაზე სასწრაფო მანქანის საკითხი გაზეთ `პოსტ სკრიპტუმის~ რედაქტორმა ნატო გუბელაძემაც დააყენა).
ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოანი უწოდა ამ საკითს და გამოთქვა მზადყოფნა დაეხმარონ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.