ვანო ჩხარტიშვილი ოზურგეთის საკათედრო ტაძრის მოხატვას გეგმავს

დამატებულია: 2013-05-12
picture1

ამის შესახებ ცნობილმა ბიზნესმენმა შაბათს, მის მიერ აგებულ ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ყოფნისას თქვა.იგი მშობლიურ ოზურგეთში ცნობილ ხელოვანებთან და სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა. (სტუმართა შორის იყო საქართველოს ექპრემიერ მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე და ანსამბლ ერისიონის~ ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი).. ვანო ჩხარტიშვილმა მამა იოსებთან (ნაკაიძე) ერთად დაათვალიერა ახლადაგებული სამრეკლო. ადგილობრივი ხელისუფლებიდან მასთან მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების~ თავმჯდომარე ლევან ნინიძე და ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის კომისიის თავმჯდომარე თამაზ სალუქვაძე იმყოფებოდნენ.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.