ქართული მოვალეობის შემსრულებელი

დამატებულია: 2013-06-02
picture1

"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქითაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე მოგვეპოვება ხაზინაში და მუზეუმის ქონებაც ამ დროისათვის მოიტანეთ სადგურშიო---- მერე კი როგორც ცნობილია, მთელი ეს სამუზეუმო ფასეულობა ემიგრაციაში წასულ მენშევიკურ მთავრობასთან ერთად საფრანგეთისკენ წავიდა და მეც ძალა უნებურად მომიხდა ემიგრანტობა".( ექვ. თაყაიშვილი "დაბრუნება" ემიგრანტული ნაშრომები ტომი I გვ.492 ).განძი მოიცავდა შემდეგ ჩამონათვალს: თბილისისა და ქუთაისის ხაზინების ვალუტას, თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა, ოქრო-ვერცხლისა და თვალმარგალიტით მოჭედილი ნივთები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, უძველესი ხელნაწერები, სურათები ეროვნული გალერიიიდან, გელათისა და მარტვილის განძეულობა, შემოქმედის სიძველენი.განძეულობა 249 ყუთში იყო მოთავსებული, ფულის მაშინდელი კურსით განძი 10471770 ოქროს მანეთად იყო შეფასებული, აქედან ეროვნული განძეულობის 39 ყუთი ჩაბარდა საფრანგეთის მარსელის ბანკს, დანარჩენი ზურაბ ავალიშვილმა და ზურაბ ელიგულაშვილმა მოათავსეს პარიზის ბანკ " გარდმებლში". 1921-24 წლეებში საგანგებო კომისიის მიერ" სარეალიზაციოდ " მიჩნეული 128 ყუთი საბანკო ვერცხლეულობა (ზოდები)გადაუდნიათ და გაუყიდიათ1200000 მანეთად, თანხის ნაწილით 1924 წელს შეუძენიათ პარიზიდან 26 კილომეტრზე სოფელ ლევილში მამული და სახლი. ამ სახლის მეორე სართულზე ორი ოთახი მიუჩენიათ ე. თაყაიშვილისა და მისი მეუღლისათვის, ამავე ოთახში დაუწყვიათ 15 ყუთი საეკლესიო ნივთებითა და არქეოლოგიური მასალებით, კედელზე კი შვიდი ყუთით მოტანილი 91 სურათი დაუკიდიათ. ეს ყუთები სამშობლოში წამოღებამდე მხოლოდ ერთხელ გახსნილა, როდესაც გერმანელები შეიჭრნენ პარიზშიAმაშინ ვიღაცის მიერ დასმენილი ექვთიმე თაყაიშვილი გაჩხრიკა განძის მაძებარმა სამმა ნაცისტმა, მაგრამ აქ ოქროულობა არ იყო. თანაც დაუპატიჟებელი სტუმრისათვის მასპინძელს უთქვამს; "რომელ ოქროულობას ეძებთ?ამერიკაში რომ წაიღესო "?მათაც ჰქონდათ გაგონილი საფრანგეთიდან განძეულობა გახიზნესო და მომეშვენო-გაიხსენა ჩემთან საუბარში ღვაწლმოსილმა მეცნიერმა, იგონებს იოსებ მეგრელიძე თავის წიგნში "ექვთიმე თაყაიშვილი (გვ.84 ).საინტერესო ფაქტია რომ ზემოთ ხსენებული ყუთებიდან ბორჯომის მთავრის ბიბლიოთეკის წიგნებით სავსე 27 ყუთი და რამდენიმე თავისი წიგნიც 1935 წელს გამოატანა ე. თაყაიშვილმა საამისოდ მიწვეულ პიროვნებას, რაც ადრესატმა მიიღო კიდეც, ეს იყო რუსულ,ქართულ და ევროპულ ენებზე გამოცემული წიგნებით ისე კარგად დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა, რომ ექ.თაყაიშვილი წერდა : ევროპის რომელ უნივერსიტეტისათვისაც უნდა შეგვეთავაზებინა იგი სულ ცოტა ნახევარ მილიონს მაინც ავიღებდი ულაპარაკოდ".იოსებ მეგრელიძის ცნობით ,თბილისის უნივერსიტეტს დარჩა ექვთიმე თაყაიშვილის პირადი ბიბლიოთეკა კარადებითურთ, რომლებიც იქ პატრონს უცხოეთში წასვლის გამო მოთავსდა და პატრონს დაბრუნების შემდეგაც უკან აღარ გატანილა.საფრანგეთში განძის ჩატანის ამბავი გახმაურდა და მისი შეძენის მსურველებიც გამოჩნდნენ.ნიუ-ოირკისა და ბრიტანეთის მუზეუმები ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ განძის თუნდაც მცირედი ნაწილი. ფრანგი ისტორიკოსი მილე ნივთების ფოტოგრაფიული გადაღების ნებართვას ითხოვდა. Eექ. თაყაიშვილი კატეგორიული უარით ისტუმრებდა.: ახალგორის განძი, რომელიც თავის დროზე მე გადავარჩინე და კავკასიის მუზეუმს მე გადავეცი მსოფლიოში უნიკალურ კოლექციად ითვლებოდა,ნამდვილი თვალი იყო და არის ჩვენი სამუზეუმო ქონებისა. მიუხედავად იმისა რომ ამდენი შესანიშნავი ნივთია გათხრით მოპოვებული მცხეთაში, თრიალეთში და სხვაგან ახალგორული ოქროულ-ვერცხლეულის ღირებულება Yყველა სპეციალისტმა კარგად იცოდა და ბრიტანეთის მუზეუმმა მეორე მსოფლიო ომის წინა ხანებში შუამავლად მოგვიგზავნა ინგლისელი ისტორიკოსი ალენი (რომელმაც ინგლისურად გამოსცა ქართველი ერის ისტორია, საკმაოდ დიდი და სერიოზული ნაშრომი), გვთხოვდნენ ერთადართი რომელიმე ახალგორული ნივთი დაგვითმეთ ნიმუშად თქვენივე არჩევით, სამაგიეროდ მთელ განძეულობასაც უსასყიდლოდ შეგინახავთ და თან რაც გამოსაცემი გაქვთ ყველაფერს გამოგიცემთო. პირდაპირ გადარეული იყვნენ ისე მოსწონდათ ის კოლექცია, რა თქმა უნდა ძალიან შორს დავიჭირე თავი და ვუთხარი, მე მხოლოდ მცველად ვითვლები,ამ სახალხო ქონებისა და საერთოდ არც ერთი ნივთის არავისთვის Dდათმობაზე ლაპარაკი არ შეიძლება მეთქი" (ე. თაყაიშვილი "დაბრუნება" ტ.I გვ.493).არა ნაკლებ ინტერესს იჩენდა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმიც ქართული კოლექციებისადმი, არ ენახათ მაგრამ სმენოდათ, რომ კარგი მინანქრიანი ნივთები გვქონდა. ამ მუზეუმს ადრე უკვე შეეძინათ საქართველოდან რევოლუციამდე გატანილ-გატაცებული ნივთები. მუზეუმის დირექტორი თვითონ ჩასულა პარიზში, დიდძალი ფული შემოგვაძლია ჩვენს მინანქრებში, მაგრამ რა საკვირველია ეს მოლაპარაკება ჩავშალე, პირდაპირ ამბობდა ფასზე ლაპარაკი ზედმეტია, რასაც მოითხოვთ მოგცემთო.მენშევიკთა მეთაურების ერთ წყებას ჭკუაში დაუჯდათ ეს წინადადება და უჩემოდ აწარმოებდნენ მოლაპარაკებას მაგრამ ძალიან შეუტიე~: რა უფლებით აძლევთ ხალხის მიბარებულ ქონებას მეთქი ? მუზეუმის დირექტორმა რომ შეიტყო ემიგრაციის გაჭირვებული მდგომარეობა გვითხრა იმის პირობა მაინც მომეცით რომ სხვას არავის მიყიდით, და თუ გადაწყვეტთ, ისევ ჩვენ მოგვყიდეთ და სამაგიეროდ დიდი სესხს მოგცემთო, მენშევიკებს მოეწონათ ეს და მითხრეს მივცეთ ასეთი ხელშეკრულებაო. მე ვუთხარი;" რაო ?იმაზე მოუწერო ხელი უპატიოსნობას არ ვიქმ და სხვის ქონებას არ გავყიდი? მაგაზე თუ გინდათ თქვენ მოუწერეთ ხელი მეთქი" ამის შემდეგ კი დამანებეს თავი ("დაბრუნება "ტომიI გვ494) .ექ. თაყაიშვილი შვიდი წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის ასულ სალომე დადიან-ობოლენსკაიას ( რუსი ემიგრანტ -არისტოკრატ ობოლენსკის ქვრივს), რომელმაც 1934 წლის 8 მარტს საჩივრით მიმართა პარიზის სასამართლოს და საგანძურის ნაწილის მემკვიდრედ გამოაცხადა თავი, მოდავე მხარემ წააგო სარჩელი მაგრამ სასამართლომ გამოიტანა ასეთი დადგენილება მეანაბრე მენშევიკების მთავრობა აღარ არსებობს, საქართველოს განძეულობა უპატრონოა და ამიტომ ეს განძი უნდა გადაეცეს პიერ ჟოდონს, რომელსაც აბარია მეფის რუსეთის ქონება საფრანგეთში. საქართველოს ქონება ლუვრის საკუთრებად უნდა იქცესო, მაშინ ექ. თაყაიშვილმა მიმართა საბჭოთა მთავრობას ,რომელიც აქტიურად ჩაერია ამ საქმეში, ამასთან ექვთიმემ დაიწყო მტკიცება რომ განძი ეკუთვნოდა ქაერთველ ერს და მის მუზეუმებს, კერძო საზოგადოებებს და არა მენშევიკურ მთავრობას,შექმნილი სიტუაციის გამო ყოფილმა მენშევიკურმა მთავრობამ ექ. თაყაიშვილის 1935 წლის 10 აპრილის განცხადებას დაადო რეზოლუცია ,რომ იგი უარს აცხადებდა განძეულობის მეურვეობაზე და ის დაცვას ყოველმხრივ აკისრებდა ექ. თაყაიშვილს, როგორც განძის მეპატრონეთაგან ერთ-ერთ ნდობით აღჭურვილ პირს, ამასთან ნებას რთავდა მას დამოუკიდებლად მიეღო ზომები საჭიროების შესაბამისად, ამით ექვთიმემ გზა გადაუჭრა განძის მაძიებელ ყველა უცხცოელს. რომლებიც ცდილობდნენ ქართველი ერის საგანძურით გაემდიდრებინათ თავიანთი მუზეუმები.ყველაზე საშიში მოძალადეები გერმანელები იყვნენ. საფრანგეთის დაპყრობის შემდეგ ისინი ექვთიმეს გერმანბიაში გადასვლას თხოვდნენ, მაგრამ ექვთიმე ვერ დაითანხმეს. მაშინ გერმანელებმა საფრანგეთის მთავრობას მოსთხოვეს განძის ბერლინში გადატანა და დაიწყეს მოლაპარაკება. ექვთიმემ კვლავ უარი განაცხადა ამ დროს საფრანგეთში ჩასულ აკაკი შანიძეს და გიორგი ახვლედიანს ეუბნებოდა: "მოახერხეთ როგორმე ეს სიძველენი დაუბრუნდეს საქართველოს. ეს რომ ასე არ მოხდეს ჩემი მეორე სიკვდილი იქნება".ასეთ ვითარებაში ზოგიერთმა ჩემმა შეგირდმა მომმართეს წინადადებით იუბილეს მოწყობისა რაზედაც, რა თქმა უნადა უარი განუცხადე, პირველად იმიტომ რომ საიუბილეო არაფერი გამიკეთებია , მე მხოლოდ ჩემს ქართულ მოვალეობას ვასრულებდი, მეორედ იმიტომ რომ კიდევაც ვიყო ღირსი იუბილესი ჩვენს პირობებში, ემიგრაციაში იუბილე ვის გაუგონია, არ ეგების წერდა ექ. თაყაიშვილი. მატერიალური სიდუხჭირის გამო ექ. თაყაიშვილი პარიზიდან ლევილში იყო გადასული. 1924 წლის 18 აპრილით დათარიღებულ წერილში ნიკო მარისადმი იგი წერდა " რა ვქნა არ ვიცი უწიგნოდ ვიტანჯები და რადგან წიგნებს მოკლებული ვარ არც რაიმე სტატიების დამზადებაც შეუძლებელია გარდა მცირე მასალისა ჩემი მოგზაურობისა, რომელიც თან მაქვს უბის წიგნების სახით, იწერები რა გაკლია წიგნები მომწერეო, მე იმდენი მაკლია რომ მრცხვენია ყველაფრით შეგაწუხო" (" ნიკო მარისა და ექმთიმე თაყაიშვილის მიმოწერა "თბ.მეცნიერება 1991 წელი გვ.318 ). 1931 წელს ექვთიმეს მეუღლე გარდაეცვალა. იგი ლევილში დაგრძალეს, ნინო მისი ცხოვრების ერთგული მეგზური, სათნოებითა და სიკეთით სავსე ქალი უადვილებდა მეცნიერს უცხოობაშუ ყოფნას, იზიარებდა მის ჭირსა და ლხინს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ექვთიმეს კიდევ უფრო გაუჭირდა საფრანგეთში ცხოვრება, პარიზში ჩასვლის საშვალება არ ქონდა, ხშირად ის უსადილოდ რჩებოდა. მისი უბის წიგნაკიდან ვიგებთ : "1934 წლის თებერვალში 6 დღე არ უსადილია, მარტში 13, მხოლოდ ნახევარი ლიტრი რძითა და პურით არსებობდა. როცა სადილს ჭამდა რძეს აღარ იღებდ... და ეს წლობით გრძელდებოდა". ( ი. მეგრელიძე E"ექვთიმე თაყაიშვილი" თბ.1989წ გვ.84 ). მიუხედავად სიძნელეებისა და სიდუხჭირისა იგი კვლავ განძეულობას იცავდა. ეძიებდა, პოულობდა და იძენდა ევროპაში გაფანტულ საქართველოს სიძველეებს და ადგენდა მათ აღწერილობას. 1929 წელს დაბეჭდა "ქართული სიძველენი ევროპის ანტიკვარებთან".1933 წელს გამოსცა წიგნი "პარიზის ბიბლიოთეკის აღწერილობა"1929-1931 წლეებში შეადგინა ქართულ- ფრანგული ლექსიკონი.ექვთიმე თაყაიშვილს ძალიან გაუჭირდა საფრანგეთის ოკუპაციის წლებში. მისი მდგომარეობა იმდენად კრიტიკული და უმწეო იყო, რომ 1941 წლის სექტემბერში იგი თხოვნით მიმართავდა ლევილში მყოფ მეზობლებს,რომ ზამთარი კარს მოგვადგა არ მაქვს შეშა და არც ნახშირი და იქნებ დამდოთ პატივი და თქვენი საზრდოდან , რომელთაც სადილ-ვახშმად იმზადებთ ერთი კერძი მეც მომაწოდოთო, რასაკვირველია საზღაურს გადაგიხდით მაგრამ აცნობეს რომ არ შეეძლოთ ამ თხოვნის შესრულება. გაჭირვებისას ექვთიმეს შეუძენია თხა. თვითონვე აძივებდა. წველის დროს როგორც თავად იგონებს ჯანმრთელი ფეხი თხის თოკზე მედგა. ერთხელაც დაიძრა თხა და წამაქცია და შევძახე მღუპავ ჩემო მარჩენალო. ფეხს მტეხო….. საფრანგეთში მყოფი Eექ. თაყაიშვილი მიუხედავად ეკონომიური სიძნელეებისა და დუხჭირი პირობებისა აქაც სამშობლოს ემსახურებოდა:გულმხურვალედ იცავდა ეროვნულ საუნჯეს,განაგრძობდა მეცნიერულ კვლევა ძიებას. ნაშრომებს ბეჭდავდა ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. ეხმარებოდა თანამემამულე სტუდენტებს, და ქართული კულტურის ისტორიის შესწავლით დაინტერესებულ მეცნიერებს. დაკავშირებული იყო ანტიკვარიატით მოვაჭრეებთან და თუ სადმე რაიმე ქართული ექსპონატი გამოჩნდებოდა შემთხვევას არ უშვებდა რომ არ შეეძინა. მისი მოგონებიდან ვიგებთ "გერმანელების მიერ საფრანგეთის აღების შემდეგ მუდმივ შიშსა და ტერორის ქვეშ ვიყავი, განსაკუთრებით გამიჭირდა გერმანელების ოკუპაციის დროს, მიუხედავად გაჭირვებისა არათუ სახელმწიფო ნივთი არამედ ჩემი პირადი ისტორიული ნივთიც კი არ გამიყიდია. თუმცა მქონდა იშვითი ნუმიზმატიკური ერთეულები,დაწყევლილი მყავდა ყოველი ქართველი , რომელიც სამშობლოს ნივთს დაუკარგავდა.გამოცხადებული მქონდა ასეთი ნივთი ჯერ ჩემთან უნადა მოეტანათ და თუ ვერ შევიძენდი მაშინ შეეძლო უცხოელძე გაეყიდა". ასე გრძელდებოდა ექვთიმეს ყოფა უცხოეთში .ყველაფერი შემოაცვდა და ბოლოს როცა ახდა მსი ოცნება, განძის საქართველოში დაბრუნების შესახებ, წამოსვლის წინ ექვთიმე თვითფრინავში არ ადიოდა , ზოგმა მეუღლის საფლავთან საბოლოოდ განშორების სევდას მიაწერა, რამოხდაო, მას რომ ჰკითხეს - გაჭირვებამ ათქმევინა : წარსდგა მშიერი და ვერა ტიტველიო" ამ დიდ ერისკაცს საზოგადოებაში გამოსაჩენი კოსტუმიც კი არ აღმოაჩნდა . საელჩოში გაიგეს რომM ფასდაუდებელი განძის გუშაგი როგორ საწყლად ცხოვრბდა . მეგზურებმა სამოსი ქაიროსა და თეირანში შეუძინეს. ,, აი ასეთ გაჭირვებაში მყოფმა ექვთიმე თაყაიშვილმა არა თუ ეროვნული საგანძური არამედ საკუთარიც კი სამშობლოს დაუტოვა. მათგან ერთი ძვირფასი ნივთიც კი რომ გაეყიდა თავისთავს კი არა რამდენიმე ოჯახსაც შეინახავდა" ( ი. მეგრელიძე ,,ექვთიმე თაყაიშვილი " 1989 წ გვ 97) 1945 წლის 11 აპრილს ეროვნული განძი 82 წლის მხცოვან მეცნიერთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. ექვთიმე თაყაიშვილის მოგონება :,, პარიზიდან 1945 წლის 5 აპრილს გამოვფრინდით ომი ჯერ კიდევ არ იყო გათავებული. ღამე რომში გავათიეთ, შემდეგ ბიზერტაში ჩავფრინდით, ბიზერტიდან ქაიროში გადმოვფრინდით 2-3 დღე გავჩერდით უამინდობის გამო. 11 აპრილს გამოვფრინდით თეირანიდან და 7-8 საათის შემდეგ თბილისის აეროდრომზე დავეშვით. თვითფრინავიდან რომ გადმოვდგი ფეხი აკაკის ლექსი მომადგა ენაზე : ,,ცა ფირუზ- ხმელეთ ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო- დედაშვილობას მეტს არ გთხოვ შენს მიწას მიმაბარეო " 82 წლის მოხუცს ამიხდა დიდი ხნის ნატვრა დავუბრუნდი სამშობლოს და დაუბრუნე მისი კუთვნილი განძეულობა". ( ,,დაბრუნება" ტ1 გვ 496) ექვთიმე თაყაიშვილმა საზღვარგარეთ თუ სამშობლოში დაუღალავი მოღვაწეობით მრავალი ძეგლი, პირველწყარო დაღუპვას გადაარჩინა. ჩქარობდა ძეგლებზე წარწერების ამოკითხვას, რომ ძეგლის დაღუპვის შემთხვევაშის წარწერები არ დაღუპულიყო. იგი ზოგჯერ ხუმრობდა რომ ბავშვობიდან ხეიბარი არ ვყოფილიყავი აუცილებლად ფირალი ვიქნებოდიო. იგი ხშირად ვინმე კერძო პირს, იშვიათი ნაკეთობის ნივთს გამოართმევდა და ეტყოდა : სახლში წავიღებ , შევისწავლი და დაგიბრუნებო, მეორე დღეს გაზეთში განცხადებას აქვეყნებდა ამა და ამ კაცმა ესა და ეს ნივთი შესწირაო. ექვთიმე თაყაიშვილს სიყვარული და თავდადება ქართული ძეგლებისა და სიძველეთა აღმოჩენის შესახებ კარგად არის გადმოცემული სარგის ცაიშვილის მოგენებაში ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ. ერთხელ ექვთიმემ მიამბო: ერთი ძმა მყვანდა ნიკო. ოზურგეთში ცხოვრობდა , ერთხელ დეპეშა მომცა, ავად ვარო, მაგრამ ჩემი მოუცლელობის გამო ვერ წავედი, ოღონდ წამლები მივაშველე და ზომები მივიღე რომ კარგ ექიმებს ემკურნალა მისთვის, ნამეტანი ნაწყენი დამრჩა და რომ შევედი მითხრა : ,,სულელი ვარ, ჩემი ავადმყოფბა კი არ უნდა მეცნობებინა არამედ დეპეშით უნდა მომეწერა : "ნაიდენა არქეოლოგიჩესკაია ჟეშტუნკა" და ვნახავდი კისრის ტეხით თუ არ ჩამოხვიდოდიო" (,,ლიტერატურული საქართველო" 1993 წ) როგორც ამბობენ მთელი მისი ცხოვრება იყო წირვა აღვლენილი ღვთისადმი, საქმიანობა ამ ზებუნებრივი კაცისა უდიდესი ზნეობით, სიყვარულით , და რწმენით საქართველოს ისტორიის პირველადი წყაროების შეკრებ ა-დაცვა მეცნიერული აღწერა , დამუშავება და გამოცემები. საზღვარგარეთ გატანილი სამუზეუმო განძეულის უნაკლო დაცვა გამდიდრება და სამშობლოში დაბრუნება ეროვნულ გმირობად შეირაცხა. დამაშვრალ მამულიშვილს მადლიერმა ხალხმა ,, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი " უწოდა, წმინდა სინოდმა კი 2002 წლის 17 ოქტომბერს გამოხატა ღვთისა და ერის ნება და წმინდა დასში შერაცხა ექვთიმე თაყაიშვილი ექვთიმე ღვთისკაცის სახელით. ხსენება 3/16 იანვარს. მანანა ლომაძეოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მცველი

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.