ექიმების მღელვარებამ პიკს მიაღწია

დამატებულია: 2013-07-25
picture1

ექიმების მღელვარებამ პიკს მიაღწია. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე გაზეთმა ალიონმაჯანდაცვაში, კერძოდ მედალფაში არსებულ პრობლემებზე დასვა კითხვა. ამ თემაზე რამდენიმე სტატიაც მომზადდა. ბოლო თვეებში ექიმების უკმაყოფილება კვლავ გაიზარდა.სამედიცინო პერსონალისაგან არაერთი საყვედური გვესმოდა შპს მედალფას ხელმძღვანელთა მიმართ, რომ მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 53 თანამშრომელს და სოფლის სამედიცინო პერსონალს ხელფასები 25 პროცენტით შეუმცირეს.ერთ-ერთი ინფორმაციით, ზამთარში, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ავარიაში მოჰყვა. ავტომანქანა დაზიანდა. ექიმმა ლალო გაგუამ და ექთანმა ტრავმა მიიღეს. ექიმს სერიოზული მკურნალობა დასჭირდა და მედალფასკლინიკაში საკმაო მოცულობის თანხა გადაახდევინეს..მედალფასკლინიკის ექიმები გვიყვებოდნენ, რომ მათი ანაზღაურების სიმწირეს დიდად უწყობს ხელს დირექციის გაზრდილი ხარჯები. მართალია მათ კლინიკას სასტუმროც აქვს, მაგრამ თბილისიდან მოვლენილნი ხშირად ბათუმის სასტუმროებში მიდიან და ესეც გარკვეულწილად ზრდის კლინიკის ხარჯებს.არას ვამბობთ კლინიკაში არსებულ სივიწროეზე. არც თუ იშვიათად მამაკაცი და ქალი პაციენტი ერთსა და იმავე პალატაშია მოთავსებული (?!)...დღეს ექიმები გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან, ჯერ პარლამენტის ვიცე-სპიკერს ზურაბ აბაშიძეს შეხვდნენ, ხოლო შემდეგ ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს და ქართული ოცნების ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩიას. შეხვედრას შპს მედალფასგენერალური დირექტორი კახი მუხიგულაშვილი და დირექტორი ლევან ანათაძე შემოუერთდნენ. სასწრაფოს ექიმების თქმით, მათ მაისიდან ხელფასის 25 პროცენტი ჩამოაჭრეს.ირმა გორგოშიძე, ექიმი:120 ლარი ჩამოგვაჭრეს, ეს უსამართლობაა. სხვა პროფესიის ადამიანებს ხელფასებს უმატებენ. რა დააშავეს ექიმებმა?თამარ თალაკვაძე, სოფ.დვაბზუს ექიმი: ვიყავით მეწარმე იურიდიული პირები. შემდეგ მედალფას გადაგვცეს. ჩვენი ამბულატორია 500 ლარს ღებულობდა ყოველთვიურად, რომელიც უნდა გადანაწილებულიყო ხელფასებზე, მედიკამენტებზე, საკანცელარიო ნივთებზე, გათბობაზე და სხვა ხარჯებზე. ამ თანხიდან 20 პროცენტი საშემოსავლოში იქვითება, ამას კიდევ თუ 25 პროცენტს მოაკლებენ, რაღა რჩება, როგორ ვიმუშაოთ?...ზეინაბ ხვედელიძე, სოფ. კოხნარი (ჩოხატაური):ჩვენ ვმუშაობთ წვიმაში, ქარში, პასუხისმგებლობა დიდია. 200 ლარად შეიძლება მუშაობა?რუსიკო ონიანი, სოფ. ბუკისციხე (ჩოხატაური): ხელშეკრულება ხელფასის დაკავებას არ ითვალისწინებს..დონარა ორმოცაძე, (ლანჩხუთი)რატომ არ იცავს ჩვენს უფლებებს სახელმწიფო?ექიმები აცხადებდნენ, რომ გამაფრთხილებელ გაფიცვას მოაწყობდნენ. ისიც კი გაგვანდეს, რომ მედალფასკლინიკის ხელმძღვანელები გაფიცვის შემთხვევაში დაჭერით დაემუქრნენ...შპს მედალფასგენერალური დირექტორის კახი მუხიგულაშვილის განმარტებით, სადაზღვევო კომპანია ალფამ ვერ მიიღო ფული სახელმწიფოსაგან და შესაბამისად მედალფას კლინიკას ბოლო პერიოდში 35 ათასი ლარი დააკლდა. ეს მცირე თანხა არ არის და ამან გამოიწვია ხელფასების 25 პროცენტის ჩამოჭრა. მედალფა ჩართული იყო სახელმწიფო პროგრამაში და ჰქონდა ვალდებულება, პროგრამა დაეფინანსებია 50 პროცენტით, ხოლო ამ თანხის მეორე ნახევარს იხდიდა სახელმწიფო. იგივე სიტუაცია იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურთან მიმართებაში. რამდენიმე თვის წინ მედალფა ამ პროგრამიდან (218 დადგენილება) გავიდა, რადგან მედალფა წაგებაზე იყო. ჩვენ ვართ პროვაიდერი კომპანია. სახელმწიფომ აღარ ჩაურიცხა თანხის 25 % ალფას და ჩვენც იძულებითი ნაბიჯი გადავდგით. ჩვენ ამ თანხას ექიმებს არ ვართმევთ, როგორც კი გადმოგვირიცხავენ, ავანაზღაურებთ. ვფიქრობთ, ეს აგვისტოს ბოლოს მოხდება...დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის აზრით, პრობლემა არსებობს სახელმწიფოს, სადაზღვევო კომპანია ალფას და მედალფასშორის. ეს თემა შესასწავლია, რაზედაც იგი, შაბათს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან აპირებს საკითხის დაყენებას. იგი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თავშეყრილ ექიმებს ჯანდაცვის მინისტრ სერგიენკოსთან და პარლამენტის დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე ხუნდაძესთან შეხვედრასაც შეჰპირდა.შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ექიმმა ჩვენთან ასე გამოხატა თავისი გულისტკივილი: სადაზღვევო კომპანია ალფა, მედალფა,და ფარმაცევტული ბაზრის უდიდესი წილი ერთ კაცს ეკუთვნის. გადახედეთ ქართველ მილიონერთა სიას, სად ამოყო მოკლე დროში თავი პაატა კურტანიძემ. რატომ უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო ასეთ კომპანიებს? იქნებ ალტერნატიული კლინიკების შექმნაზე ეფიქრა. მაშინ ექიმები ასე უსუსურ სიტუაციაში არ ვიქნებოდით...

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.