ოზურგეთის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება?

დამატებულია: 2013-08-13
picture1

თის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება?" title="ოზურგეთის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება?" />
წელს, აპრილში საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დადგენილებას `პროფესიული თეატრების შესახებ,~რომელიც თეატრის მართვაში ცვლილებებს ითვალისწინებს. მაისში ამ დადგენილების ცალკეულ მუხლებში დაზუსტებები და ცვლილებები შეიტანა საქართველოს პარლამენტმა და საბოლოოდ საქართველოს კულტურის და აჭარის კულტურის, განათლების და სპორტის სამინისტროებთან შეიქმნა სარეკომენდაციო საბჭოები. მათ გამოაცხადეს კონკურსი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე. (სამხატვრო ხელმძღვანელი 4 წლის ვადით ინიშნება). საბჭომ უნდა განიხილოს შესაბამისი განცხადებები და საქართველოს კულტურის მინისტრს დასანიშნად წარუდგინონ სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურები.
სულ კონკურსსი მონაწილეობს 31 პროფესიული თეატრი (აქედან 3 აჭარიდან).
როგორც გაზეთ `ალიონს~ სანდო წყარომ აცნობა, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შექმნილ სარეკომენდაციო საბჭოში ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე საბჭო თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის ოთარ კუტალაძის და აღნიშნული თეატრის ყოფილი დირექტორის ვასილ ჩიგოგიძის კანდიდატურებს განიხილავს.
თეატრალურ წრეებთან დაახლოებულმა პირმა ისიც გვითხრა, რომ სარეკომენდაციო საბჭოში მეტი მხარდამჭერი ვასილ ჩიგოგიძის კანდიდატურას ჰყავს. ჩიგოგიძის კანდიდატურის მიმართ პირად საუბრებში მხარდაჭერას ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებიც გამოხატავენ...
სარეკომენდაციო საბჭო საბოლოო ვერდიქტს 16 აგვისტოს გამოიტანს და შერჩეულ კანდიდატურებს დასანიშნად მინისტს წარუდგენს. საბჭოს გადაწყვეტილებას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. მინისტრს შეუძლია სარეკომენდაციო საბჭოს რეკომენდაციის გარეშეც დანიშნოს სამხატვრო ხელმძღვანელები.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.