სასწრაფო დახმარებას დახმარება სჭირდება.გაზეთი ალიონი წერდა ოზურგეთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრობლემების შესახებ. წელს ამ თემაზე ვრცელი ინტერვიუ გვქონდა შპს მედალფასგენერალურ დირექტორთან, ბატონ ლევან ანთაძესთან. (გაზ. ალიონი, #13). ამონარიდი ლევან ანთაძის პასუხიდან:მესმის, რომ ოზურგეთის საზოგადოება შეწუხებულია, მაგრამ ამ სამსახურს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს პრობლემები. ეს იცის ჯანდაცვის სამინისტრომ , ვაღიარებთ ჩვენ გვაქვს ამორტიზებული ავტომანქანები. გასაგებია, ორი წლის წინ ეს ავტომანქანები უფრო ახალი იყო, ვიდრე დღეს არის, მაგრამ ეს თქვენ მედალფას დაუკავშიროთ, არასწორია...რა შეიცვალა შემდეგ? მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.გასულ პარასკევს, გაზეთ ალიონის რედაქციაში აღელვებული ქალბატონი, ქ. ოზურგეთში, უნივერსიტეტის ქუჩაძე მცხოვრები ციცო ცენტერაძე მოვიდა და გვითხრა: ჩემი ძმა ორმოცდაცამეტი წლისაა. რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად ცუდად გახდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს დავუკავშირდით. დააგვიანდათ მოსვლა, ეტყობა სხვა გამოძახებაზე იყვნენ. მათი უაზიეზოს შესასვლელთან კი მოვიდა, მაგრამ ზემოთ ვერ ამოვიდა. გზადაგზა სასწრაფოს მანქანიდან ნაწილები ცვიოდა. მძღოლი ჩემს ძმას იცნობდა და დააიმედა:ბიძინა, ნუ გეშინია, საავადმყოფოში ცოცხალს მიგიყვანო. საავადმყოფოს შესასვლელთან მანქანას რაღაც დაემართა. რომელიღაც ნაწილი გასკდა და ჩემს ძმას მუცელზე დაეცა. ისეთი დარტყმის ძალა იყო, ავტომანქანა ზემოთ აიწია, თითქოს აფეთქება მოხდა. შეიყვანეს საავადმყოფოში, გასინჯეს, აუღეს ანალიზები, გადაუღეს და დაუდგინეს ერთი დიაგნოზი. სასწრაფოდ საოპერაციოაო, გვითხრეს. მოამზადეს საოპერაციოდ.რაღაც არ მომეწონა მომსახურება და ვთხოვე ავადმყოფის ბათუმში გადაყვანა. არ მომცეს ფორმა #100 და არც ექთანი გამატანეს.ბათუმში გადაყვანამდე, მედალფას მთავარ ექიმს მივაკითხე და პასუხი მოვთხოვე იმაზე, რაც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ავტომანქანას შეეემთხვა.ყველაფერი დავინახე მე-4 სართულიდან. სასწრაფოს მანქანები მე არ მეხება და რა გიპასუხოომომიგო მან.ერთ-ერთმა თეთრხალათიანმა ქალბატონმა მითხრა: მეც მოვხვდი ავარიაში მაგ სასწრაფო მანქანით და ერთი თვე ვმკურნალობდიო...ჩვენი ძალებით წავიყვანეთ ავადმყოფი ბათუმში. ბენზე-ში შესვლამდე ძალიან ცუდად გახდა. ავადმყოფი გაითიშა. გამოვიძახეთ რეანომობილი. კლინიკა მედინადან რეანომობილი 5 წუთში (6 კილომეტრია) მოვიდა. ჩემი ძმა სწრაფად შეართეს აპარატზე და კლინიკაში გადაიყვანეს. ორი დღის განმავლობაში მიდიოდა გადაღებები და ანალიზები. მათი დიაგნოზი არ დაემთხვა მედალფასდიაგნოზს. რთული ოპერაცია გაკეთდა მუცლის ღრუში. ოპერაციის ღირებულების 70%-ს სახელმწიფო ფარავს.მედინაში ყურადღება არ აკლდა ავადმყოფს. მაგრამ მედალფასთანმაქვს კითხვა:ვინ იყო პასუხისმგებელი, რომ ჩემს ძმას მანქანის აფეთქებისასკიდევ დამატებით რომ შექმნოდა პრობლემები. რა ხდება თქვენთან? გვინდოდა ამ თემაზე კომენტარი მედალფასხელმძღვანელებიდან მიგვეღო, მაგრამ შაბათ-კვირას მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.