ბერლინში, მსოფლიო გამოფენაზე

დამატებულია: 2014-02-12
picture1

ბერლინში, მსოფლიო გამოფენაზე. 5-7 თებერვალს, ქ. ბერლინში გაიმართა მსოფლიო ხილის დიდი გამოფენა. შადაც მსოფლიოს ყველა დასახლებული კონტინენტის 160 ქვეყანას შორის საქართველოს დროშაც ფრიალებდა. იუსაიდისეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის დაფინანსებით, ბერლინში 4 კომპანია უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი: ჯორჯიან მანდარინი,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია, ჩაქვის გადამზიდავი სამაცივრო კომპანია და კიდევ ერთი ანალოგიური პროფილის კომპანია. თუმცა ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანიისდირექტორმა დავით სიხარულიძემ ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა ბერლინში გამგზავრება.ამ გამოფენაში მონაწილეობდა აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, იუსაიდისტრენერი ვახტანგ გოლიაძე.დღეს ანასეულის ინსტიტუტში ვახტანგ გოლიაძე გამოფენის შესახებ ინფორმაციით ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა წინაშე წრსდგა.ვახტანგ გოლიაძებერლინის ხილის მსოფლიო გამოფენა უდიდესია. განსაკუთრებით დიდ ფართობებზე იყვნენ წარმოდგენილი ჩინეთი და თურქეთი, რომელთა გამოფენას მათი ქვეყნის მთავრობები აფინანსებდნენ. ასევე განსაკუთრებულად იყვნენ წარმოდგენილი იტალიის და არგენტინის ხილის კომპანიები. იუსაიდი ეხმარება ქართულ სუბტროპიკულ კომპანიებს მსოფლიო არეალზე გასვლაში. მართალია ჩვენი პავილიონი მცირე მოცულობის იყო, მაგრამ სტუმრები არ აკლდა. ქართულ კომპანიებს საქმიანი წინადადებები შესთავაზეს რუსმა, უკრაინელმა, მოლდაველმა, აზერბაიჯანელმა, ფინელმა ბიზნესმებმა.ჩვენი პავილიონი აზიისა და აფრიკის ქვეყნების პავილიონებს შორის იყო მოქცეული და ვეცნობოდით, თუ როგორ აქვთ განვითარებული ხილის წარმოების ლოჯისტიკა, შეფუთვის სახეები ჩვენთვის თითქმის უცნობ ქვეყნებს.Gგამოფენაზე ციტრუსის გარდა წარმოდგენილი იყო ვაშლი, ტროპიკული ხილი მანგო,ანანასი,პაპაია, ქოქოსი,პურის ხის ნაყოფი და ა.შ.ძალიან კარგად იყო წარმოდგენილი პოლონელები გამოფენაზე. ამ ქვეყანამ იუსაიდის5-მილიარდიანი დაფინანსებით, საოცარ წარმატებებს მიაღწია. დღეს იგი ევროპაში ლურჯი მოცვის ნერგების ყველაზე დიდი მწარმოებელია. ლურჯ მოცვის პროდუქციებს ასევე დიდი ადგილი ეკავა არგეტინელებისა და მოლდაველების საგამოფენო არეალში.გარდა ხილის სახეობებისა, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დანადგარები, ხილის დამხარისხებელი, ტექნოლოგიური ხაზები, საშრობი დანადგარები, შეფუთვის სახეობები და ა.შ. ვახტანგ გოლიაძემ აღნიშნა, რომ მეზობელი თურქეთის რესპუბლიკა დიდ თანხებს ხარჯავს სუბტროპიკული ხილის რეკლამირებისათვის. გერმანიაში ბევრი თურქი ცხოვრობს და ბერლინში. ძალიან ბევრ ტაქსზე, რომლებსაც თურქი მძღოლები მართავენ თურქული პოპულარული სერიალის დიდებული საუკუნის გერმანელი და თურქი მთავარი გმირებია გამოსახულიისინი თურქული მანდარინის რეკლამას განასახიერებენ.ინსტიტუტის დირექტორმა თემურ რევიშვილმა აღნიშნა, რომ სუბტროპიკული დარგის განვითარებას ხელს შეუწყობს იუსაიდისპროგრამები. მისი თქმით მათი ინსტიტუტის წარმოადგენელი მაისში, საფრანგეთში დიდ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.