როგორ გამოვიცნოთ ვადაგასული პროდუქტი როგორ გამოვიცნოთ ვადაგასული პროდუქტი როგორ გამოვიცნოთ ვადაგასული პროდუქტი როგორ გამოვიცნოთ ვადაგასული პროდუქტი როგორ გამოვიცნოთ ვადაგასული პროდუქტი როგორ გამოვიცნოთ ვადაგასული პროდუქტი როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მასალები გვაუწყებენ, საქართველოს დედაქალაქისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ბაზრებში, სავაჭრო ობიექტებში სააგენტოს სპეციალიტები ავლენენ დიდი ოდენობით ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტებს. რეალიზაციაში აქვთ ვადაგასული საეჭვო წარმომავლობის ხორცი, ფარში, ძეხვეული, თევზის კონსერვები, ნამცხვრები და ა.შ. გამოავლინეს ნახევარფაბრიკატების საწარმოების, ლიმონათის ჩამოსასხმელი საამქროების კრიტიკული შეუსაბამობა... როგორ გამოვიცნოთ ვადაგასული პროდუქტი' როგორ გამოვიცნოთ ვადაგასული პროდუქტი' >ბუნებრივია, როდესაც ტემპერატურა 40 გრადუსამდე აღწევს და სავაჭრო ობიექტებში ღია პირობებში იყიდება ზემოთ დასახელებული და სხვა სურსათ-სანოვაგე, სახლის პირობებში შებოლილი ხორცი, თევზი, ძეხვეული, ქათმის ბარკლები და ა.შ. რჩევა-განმარტებისთვის კითხვები გიჩნდება სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს სპეციალისტების მიმართ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისინი თავს იკავებენ მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე.
მას შემდეგ, რაც გაზეთმა `ალიონმა~საკმაოდ ბევრი ფოტომასალა შეაგროვა ოზურგეთის ბაზრებში და სავაჭრო ობიექტებში, ხორცის, ფარშის, რძის პროდუქტების, კვერცხის, თევზეულის, სახლის პირობებში დამზადებული შებოლილი ხორცის, კონსერვების და სხვა ნაწარმის ვაჭრობის წესების შესაძლო დარღვევის შესახებ, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს უფროსს კახა თავბერიძეს დავუკავშირდით, რომელმაც გაზეთ `ალიონის~სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. შემდეგ `შუამავლობა~ამ სამსახურის სპეციალისტს ჯუმბერ ხომერიკს ვთხოვეთ, მაგრამ მათ არ ისურვეს გაზეთთან კონტაქტი. როგორ გამოვიცნოთ ვადაგასული პროდუქტი როგორ გამოვიცნოთ ვადაგასული პროდუქტი როგორ გამოვიცნოთ ვადაგასული პროდუქტი როგორ გამოვიცნოთ ვადაგასული პროდუქტი ჩვენ არ ვამბობთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობა არაფერს არ აკეთებს, მაგრამ _საჯარო დაწესებულებები და საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან მედიის კითხვებს პასუხი გასცენ. ამას საზოგადოების დიდი ინტერესი ითხოს მათგანაც და ჩვენგანაც.ავტორი: გაზეთი ალიონი