აქცია სოფ. ცხემლისხიდში აქცია სოფ. ცხემლისხიდში აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ცხემლისხიდში ადგილობრივმა მოსახლეობამ (ცხემლისხიდი, ბაღდადი, უჩხუბი) საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა იყო 2014 წლის 5 ივნისს, ქარიშხლისგან თხილის პლანტაციებისადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურება.სოფლის მოსახლეობას ამ თემაზე ესაუბრნენ სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ლალი სიჭინავა და ქ. ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატები პატრიოტთა ალიანსიდან გოჩა ძიმისტარიშვილი, ავთანდილ ხინთიბიძე. . აქციის მონაწილეების მიერ შედგენილი მიმართვის ტექსტი ლალი სიჭინავამ ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცა.