მომთაბარე მეცხოველეები მთავრობას მიმართავს

დამატებულია: 2014-08-24
picture1

მომთაბარე მეცხოველეები მთავრობას მიმართავს მომთაბარე მეცხოველეები მთავრობას მიმართავს ბახმაროს და გომისმთის საძოვრებს რეგიონის მეცხოველეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ზაფხულობით ოზურგეთის საზოგადოებრივი მეურნეობების ათასობით სული მსხვილფეხა პირუტყვი მიჰყავდათ ბაისურას, სომლიას, საძელიას, ლაშისკარავის, ნაღვარევის, მგელის საწოლის და სხვა ადგილებში. შრომელები უფრო შორსაც მიდიოდნენ და ზაფხულობით მათი მომთაბარე ფერმა შუაგორაში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ზემო სურები) იდგა. გასული საუკუნის 90-იანი წლების კატაკლიზმებმა ძალზე დიდი დარტყმა მიაყენა მომთაბარე მეცხოველეობას. საზოგადოებრივი მეურნეობები გაუქმდა, ჯერ კიდევ ამ მეურნეობის ზოგიერთმა ხელმძღვანელმა, ჩალის ფასად~, დროებით სარგებლობაში გადასცა მათი ფერმის შენობა და ტერიტორია მიმდებარე რეგიონის კერძო პირებს.
კერძო მეცხოველეები ოზურგეთიდაც დადიოდნენ მთაში. დღესაც მოქმედებს ბაისურაზე მესხიების, ხინთიბიძეების, ჯანელიძეების კარვები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მომთაბარე მეცხოველეობაში უფრო წარმატებულნი მეზობელი რეგიონის მცხოვრებლები და ასევე აჭარის ზემო რეგიონიდან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზოტიდან ოზურგეთში გადმოსული მოსახლეობაა.ბაისურაში კერძო მეცხოველეების კარვები გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან მომრავლდა. აჭარელი მოსახლეობა აქ არა მარტო მეცხოველეობას ეწეოდა, კარტოფილი და სხვა კულტურებიც მოჰყავდათ, რამაც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართულ ბაზრის უცხო ქვეყნებში წარმოებული სოფლის მეურენეობის პროდუქტებისგან დაცვაში.
კონფლიქტი, რომლის შესახებაც, ბაისურაში, საყორნიას ძირში განლაგებული კარვების მეპატრონეებმა მოგვმართეს რთულია და სწორ განსჯას ითხოვს. აქ კარვების მფლობელები ქ. ბათუმის, ქობულეთის და შუახევის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები არიან.ჩვენ შაქრო, ბადრი ყიფიანები (სოფ, ზემოხეთი, შუახევი), ნოშრევან, მურმან ტაკიძეები (ცეცხლაური, ქობულეთი), შაქრო ზოიძე (სოფ, ბრილი, შუახევი), რიფათ რომანაძე (სოფ. წყავროკა, ქობულეთი) და სხვები გვიყვებოდნენ რამ გამოიწვია მათი საკომფლიქტო სიტუაციაში შესვლა. ჩვენი წინაპრებიც მეცხოველეები იყვნენ და ზაფხულს ამ მთებში ატარებდნენ. 80-იანი წლებიდან მოყოლებული აქ დავდივართ, იცით რა წლები გადავიტანეთ. ჩვენ აქ ვშრომობდით, ოჯახებიც გადავარჩინეთ გასაჭირს და სხვებსაც ვშველოდით_ გვითხრეს მათ.რიფათ რომანაძე, 82 წლის _ ჩემი წინაპრები XIX საუკუნიდან დადიოდნენ აქ. 1941 წელს თბილისიდან ჩამოვიდნენ სპეციალისტები და საყორნიას ძირი აღწერეს. 360 ჰექტარი საძოვარია. შემდეგ პერიოდში ეს საძოვრები მთავრობამ ოზურგეთიდან ქობულეთს გადასცეს არენდით. 1956 წელს კიდევ აზომეს. მე მაშინ მათთან ვიყავი. თუ იელნაირებს და ქვიან ადგილებს გამოვაკლებთ, 300 ჰექტარი სუფთა საძოვარია. ადრე 60-70 სული საქონელი მყავდა, ახლა 20-25 სული მყავს. როცა კოლექტივები დაიშალა, საძოვარი ოზურგეთს დაუბრუნდა.
2000 წელს ეს საძოვარი არენდით ოზურგეთელმა გელა კობალავამ აიღო. თავდაპირველად დავთანხმდით არენდის თანხის გადახდაზე, მაგრამ შემდეგ გადასახადი რომ მოუმატა არ გადაგვიხდია.
მურმან ტაკიძე _ამ ქვეყნის შვილები ვართ. მინდა სოფლის მეურნეობის განვითარება და 15 ათასი ლარი სესხი ავიღე. დამატებით 30 სული პირუტყვი შევიძინე. აქ, გზა თუ სხვა რამ ჩვენი ხელითაა გაკეთებული. კანონმორჩილი ხალხი ვართ. შეშა რომ გვინდა, სატყეოში ბილეთს ვიღებთ და ხმელ ან ფაუტიან ხეს ვჭრით, რომ ტყეს ზიანი არ მიადგეს. აზიის და აფრიკის არაერთი ქვეყნიდან შემოდიან და მიწებს აძლევენ, ხელს უწყობენ. ნუთუ ჩვენი საქმიანობა უსარგებლოა ქვეყნისთვის?
შაქრო ყიფიანი დასახლების თავში ცხოვრობს, მცირე ჰესიც აქვს მოწყობილი და სატელევიზო გადაცემებსაც ნახულობს.
_ ეს ჩვენი მეორე საცხოვრისია. მაისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე აქ ვართ ოჯახებით. ნამდვილად არ გვინდა გელა კობალავასთან დაპირისპირება. ჩვენ იმაზე გვწყდება გული, რომ სახელმწიფომ უფრო სხვაგვარად უნდა განიხილოს მთის საძოვრების საქმე. მე ყოველთვის მზად ვიყავი მოლაპარაკებისთვის, მაგრამ აქ ჩემს გარდა სხვებიც არიან. ვერ შევთანხმდით გადასახდელ თანხაზე. იყო დაძაბული მომენტებიც. ამ დასახლებიდან ამ კომფლიქტიდან გამომდინარე 10 ოჯახი აიყარა და ფაფარაზე და სხვა უბნებში გადავიდა..
_ჩვენ კითხვაზე, რა სახის კონფლიქტი ჰქონდათ, გვიპასუხეს:
_ გელა კობალავამ 2007 წელს 80 ჰექტარი შეისყიდა. გვეუბნებიან, თქვენი დასახლება შესყიდულ ტერიტორიაშია მოხვედრილი. მანამდეც დამას შემდეგაც იგი ჩვენგან გადასახადების გადახდას ითხოვს. დაგვისახელა თანხა _500 ლარი ერთ ოჯახზე ყოველწლიურად. დიდი თანხა იყო და უარი ვუთხარით. ჩვენ შევთავაზეთ მიწის გამოსყიდვაში გადახდილი 2000 ლარის გადახდა, მაგრამ მან გვითხრა, ახლა ეს ციფრი 10 000 ლარზეა ასულიო. გელენიძე რომ იყო სამხარეო პოლიციის უფროსი, მაშინ პოლიცია ამოიყვანა. გადაბუგვით დაგვემუქრნენ პოლიციელები.შემდეგაც იყვნენ. ერთხელ ყოფილმა სამხრეო პოლიციის უფროსმა ვიქტორ გობრონიძემ დაგვიცვა. მეორედ არჩევნები მოდიოდა და რამაზ ნიკოლაიშვილმა შეაჩერა პროცესი.
_ჩვენ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ გადასახადს გადავიხდით, მაგრამ კობალავას მიერ დაწესებულს _არა.
_ახლა რა ეტაპზეა ურთიერთობა?
_საქმე სასამართლოშია. 15 სექტემბერსაა ჩანიშნული პროცესი და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ჩვენ მაინც ახლადარჩეული ოზურგეთის ხელისუფლების იმედი გვაქვს. იმედია დაგვეხმარებიან…
გელა კობალავა, სოფ. ბოხვაურის მცხოვრები:_ ადრე მეცხოველეობას ვეწეოდით. კვლავ მინდა ამ დარგში დავიწყო ბიზნესი და ამიტომ 2000 წელს არენდით ავიღე საყორნიას ძირში 80 ჰექტარი საძოვარი. 2007 წლის 26 ივლისს საჯარო რეესტრში საკუთრება გავაფორმე. როცა არენდა მქონდა პირველ წელს მართლაც გადაიხადეს საძოვრის არენდის თანხა 15-15 ლარი, მაგრამ შემდეგ უარი თქვეს სახელმწიფოსთვის გადასახადის გადახდაზე. იქ სამი ოჯახია, ყოველთვის იყვნენ მოლაპარაკების მომხრენი, მაგრამ დანარჩენია წინააღმდეგი. იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად არ შედიოდა გადასახადი, საურავი ემატებოდა. დავალიანების თანხამ 8000 ლარს გადააჭარბა. ყოველწლიურად, გარდა მეცხოველეობის პროდუქტებისა, ტონობით კარტოფილი მოჰყავთ. რატომ არ უნდა გადაეხადათ გადასახადი?თქვენ მათ ყოველწლიურად 500 ლარის გადახდა მოსთხოვეთ?ეს არასწორია. მე თითოეულ ოჯახს 150 ლარის გადახდას ვთხოვდი, რომ საბიუჯეტო დავალიანება დამეფარა. როგორია, ისინი საძოვრებს სარგებლობენ და მე გადასახადი ვიხადო? რა ბედი ელის ამ სადო საკითხის გადაჭრას? ჯერ-ჯერობით არანაირ მოლაპარაკებაზე…არ მოდიან. დრო გაჰყავთ. 15 სექტემბერს სასამართლო იქნება და მოვითხოვ ტერიტორია დაცალონ. მინდა მეცხოველეობაში კერძო ბიზნესი დავიწყო...ავტორი, გაზ. ალიონი

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.