ალიონი. გუშინწინ, 22 ნოემბერს გვიან ღამით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, აკადემიკოს ვალერიან ცანავას სახლი გაძარცვეს. ქურდებმა, მეზობლებისგან მალულად, ბინაში მთავარი კარიდან მაშინ შეაღწიეს, როცა მისი მეპატრონე ადგილზე არ იმყოფებოდა. უცნობია თუ რა გაიტანეს სახლიდან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.