ოზურგეთის ყოფილ საავადმყოფოს შენობას ქალებიც ძარცვავენ

დამატებულია: 2015-01-17
picture1

ოზურგეთის ყოფილ საავადმყოფოს შენობას ქალებიც ძარცვავენ ოზურგეთის ყოფილ საავადმყოფოს შენობას ქალებიც ძარცვავენ ალიონი. ოზურგეთის ყოფილი ცენტრალური საავადმყოფოს შენობა, რომელშიც უსახლკაროებია შეხიზნული, ბარბაროსულად იძარცვება და, როგორც ჩანს, ამ საქმეში მამაკაცებს არც ქალები ჩამორჩებიან. მას შემდეგ, რაც 13 იანვარს სამართალდამცავებმა შენობის გაქურდვის ფაქტზე ამავე შენობაში მცხოვრები ორი ქალბატონი (ერთი ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია), დაკითხვის მიზნით, პოლიციაში წაიყვანეს, აქ მცხოვრებნი ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ მოინახულეს.შემთხვევის ადგილზე ჩვენი ყოფნის დროს ეს ქალბატონები პოლიციიდან დაბრუნდნენ. ერთ-ერთმა, კერძოდ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა დაადატურა, რომ `რაღაც რკინის ნაჭრები~ წაიღო, თუმცა ისიც თქვა; ახლა ჩვენ ორზე გადატყდება ჯოხიო~. ჩვენი აზრით, რაც ამ ერთ ღამეში ყოფილი საავადმყოფოს შენობიდან გაიტანეს (ძველი კარ-ფანჯრები, ელექტროსადენები, სპილენძის კაბელები, ავეჯის ნარჩენები, რკინა-კავეული და სხვ.), ცხადია, ამას ორი ქალი ვერ მოახერხებდა, თუმცა ეს სამართალდამცავების კომპეტენციაა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ამ შენობაში შემორჩა. მისი თანამშრომლები ამბობენ, რომ აქ ქურდობის ფაქტებს სისტემატური სახე აქვს დღეღამის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით ამ ხალხის შესახლების შემდეგ: (პირველი გვერდიდან) შენობის გაქურდვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როცა საავადმყოფო სერზე, ახალ შენობაში განთავსდა, ახლა კი, ამ ხალხის შემოსახლების შემდეგ, სისტემატური და საშიში სახე მიიღო. შეიარაღებულები არიან ნაჯახებით, ძალაყინებით და არბევენ აქაურობას. მალე ალბათ ჩვენაც მოგვადგებიან. ასეთ პირობებში ნორმალური მუშაობა წარმოუდგენელია, საშიშია კიდეც~, _ გვითხრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ქალბატონმა ზეინაბ სიმონიშვილმა. მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა ქალაქის მერმა:
`როგორც იცით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ოჯახებს 1 მარტამდე გადავუხადოთ გახარჯული ელექტროენერგიის საფასური. მოხდება საცხოვრებელი ფართით მათი დაკმაყოფილებაც, როცა დამთავრდება ყოფილი სამშობიარო კორპუსის რემონტი. მაგრამ მერია მხოლოდ იმ ოჯახებზე ზრუნვას შეძლებს, რომლებიც ქალაქში არიან რეგისტრირებული. საკითხზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელიც უსახლკაროთა ბაზას ქმნის. თუმცა, ყოველივე ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენობა ასე განუკითხავად იძარცვებოდეს~ _ განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.როგორც აქ გაირკვა ფართისა და სამუშაო პირობების პრობლემა აქვთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებსაც. ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ მაია ქუტიძეს მერმა ქალაქის მერიისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება დაავალა და თქვა, რომ ახლო მომავალში ჯანდაცვის ცენტრს ქალაქის ტერიტორიაზე ახალ ფართს გამოუყოფს.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.