ოზურგეთის მერი საკრებულოს წინა სხდომაზე ჩაგდებული საკითხების პირადად სრულყოფას და განსახილველად ხელახლა გატანას აპირებს

დამატებულია: 2015-02-28
picture1

ოზურგეთის მერი საკრებულოს წინა სხდომაზე ჩაგდებული საკითხების პირადად სრულყოფას და განსახილველად ხელახლა გატანას აპირებს ოზურგეთის მერი საკრებულოს წინა სხდომაზე ჩაგდებული საკითხების პირადად სრულყოფას და განსახილველად ხელახლა გატანას აპირებსბეგლარ სიორიძე: უნდა ვაღიარო, რომ ქალაქის მერიამ ეს საკითხები, ალბათ, კარგად ვერ მოამზადა, თორემ უმრავლესობა, მხარს დაუჭერდა. გავითვალისწინებ ყოველივე ამას, პირადად მე სრულვყოფ და ისევ შევიტანთ აღნიშნულ საკითხებს განსახილველად.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 თებერვლის სხდომის ამბები დღემდე თავბრუდამხვევი კარუსელივით ტრიალებს მედიასა და სოციალურ ქსელებში. გათავებულია ამ საკრებულოს საქმე, შეიძლება დაიშალოს კიდეცო, _ ექსპერტთა~ დაახლოებით ასეთი შინაარსის შემცველ დასკვნებსაც წააწყდებით ფეისბუკში. მაინც რა საშინელება მოხდა ასეთი? რა მოხდა და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად ქალაქის მერიის მიერ შეტანილი ორი საკითხი ჩავარდა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ქალაქის ხელისუფლებაზე დაბოღმილი მედიის ზარ-ზეიმი მოჰყვა. არ არის ახლა საზეიმო ამხელა ამბავი? ზეიმის მიზეზი იმთავითვე ცხადი გახდა, საკითხების ჩავარდნისა კი _ ქალაქის მერთან მოვიკითხეთ. ბატონი ბეგლარ სიორიძის თქმით, ოზურგეთს არ ჰყავს ისეთი მერი, რომელიც გაგონებისთანავე არ აიტაცებს, არ გაითვალისწინებს რომელიმე პარტიის, ნებისმიერი კონკრეტული პირის საღ აზრს. მშობლიური ქალაქის საკეთილდღეო საქმეების საკეთებლად იგი ოზურგეთელებისაგან ერთად დგომას ითხოვს: რაც დღეს ქალაქში კეთდება, როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ვერ დაინახოს?! ყოველი მიმართულებით გარკვეული პროექტები ხორციელდება. მოვუწოდებ ყველა საჯარო მოხელეებს, ყველა პოლიტიკური პარტიის წევრს, არასამთავრობოს, რიგით ოზურგეთელს ერთმანეთის გვერდით დავდგეთ ჩვენი ქალაქის საკეთილდღეო საქმეების საკეთებლად.მერის თქმით, ქალაქს იმიტომ ჰყავს საკრებულო, რომ კრიტიკულად მიუდგეს ყველა საკითხს, კარგად მომზადებული დაამტკიცოს, ხოლო მოუმზადებელის კონდიციამდე დაყვანა მოითხოვოს:გულწრფელად გეტყვით, წინა საკრებულოს სხდომაზე იმ ორი საკითხის დაუმტკიცებლობას ჩემში რაიმე სახის უარყოფითი ემოცია არ გამოუწვევია. საკრებულო სწორედ იმიტომ ჰყავს ქალაქს, რომ კრიტიკულად მიუდგეს ყველა საკითხს, კარგად მომზადებული დაამტკიცოს, ხოლო მოუმზადებელის სრულ კონდიციამდე დაყვანა და შემდეგ განსახილველად წარდგენა მოითხოვოს. ჩემთვის აქ გასაკვირი არაფერი მომხდარა, არის ლოგიკა იმაში, რომ რაღაც საკითხები დამტკიცდება, რაღაც კი _ ვერა. მე უფრო იმ ადამიანების ემოცია მაფიქრებს, რომლებმაც ეს თემა პოლიტიკური ნიშნისმოგებით გამოიყენეს, თითქოს ვინმე ვინმეს ეჯიბრება ან ვინმეს ინტერესი ჰქონდეს. ასეთი რამ ჩემგან არასოდეს ყოფილა, არც არასოდეს იქნება და ტყუილად ნურავინ დაელოდება. ოზურგეთის მერი აღიარებს, რომ ქალაქის მერიამ ეს საკითხები სათანადოდ ვერ მოამზადა, თორემ უმრავლესობა მხარს დაუჭერდა. იგი ახლა ამ საკითხების პირადად მომზადებას და საკრებულოს სხდომაზე ხელახლა გატანას აპირებს: უნდა ვაღიარო, რომ ქალაქის მერიამ ეს საკითხები, ალბათ, კარგად ვერ მოამზადა, თორემ უმრავლესობა, მხარს დაუჭერდა. გავითვალისწინებ ყოველივე ამას, პირადად მე სრულვყოფ და ისევ შევიტანთ აღნიშნულ საკითხებს განსახილველად. გავარკვევ, ავხსნი, დავასაბუთებ და დარწმუნებული ვარ, დეპუტატთა უმრავლესობა მხარს დაუჭერს იმას, რაც ოზურგეთისთვის არის მისაღები.საერთოდ, ასეთ მარტივ საკითხზე მე, როგორც ქალაქის მერი, ტაშისკვრით შევხვდები ყველა ინვესტორს, ვინც ჩვენს ქალაქში ინვესტიციების ჩადებას დააპირებს, რაიმეს გასაკეთებლად წინადადებას მომაწვდის. დიახაც ჩვენს ქალაქში უნდა აშენდეს სხვადასხვა ობიექტი _ სავაჭრო ცენტრი, საწარმო, ფაბრიკა, ქარხანა, რომლებშიც ადამიანები დასაქმდებიან და ადგილობრივი ბიუჯეტი მიიღებს შემოსავალს. ნებისმიერ ოზურგეთელს სურს აგრარულ ბაზარში არ სუფევდეს ანტისანიტაარია და ხორცისა თუ სხვა სახის მალფუჭადი საკვები პროდუქტები, იყიდებოდეს შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით.სამწუხაროდ, საკრებულომ უარი უთხრა იმ ადამიანს, რომელმაც წერილობით მოგვმართა, რომ ქალაქის აგრარულ ბაზარში ააშენებდა შესაბამისი სტანდარტების სავაჭრო ობიექტს, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა სამაცივრო და სხვა აუცილებელი დანადგარებით. ასეთ წინადადებას, დარწმუნებული ვარ ოზურგეთელები მიესალმებიან. სამწუხაროდ, მათი სახელით, დეპუტატების უმრავლესობა ამ საკითხის ის წინააღმდეგი წავიდა. სხვა არაფერი მომხდარა.მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს იყო გაუგებრობა და მომავალ საკრებულოს სხდომაზე ყველაფერი გაირკვევა, არავის მიეცემა იმის უფლება, პოლიტიკურ სპექტრში გადაიყვანოს ერთი უწყინარი ცივილიზებულად დაკომპლექტებული სავაჭრო ობიექტის მშენებლობის საკითხი~.მერმა მეორე კომენტარი გააკეთა მეორე ჩავარდნილ საკითხზეც, რომლითაც შპს ტაქსი გამოძახებით~ ქალაქის ტერიტორიაზე ფართს ითხოვს ათწლიანი იჯარით სარგებლობისათვის: არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისი განაწყენება ან ვისთანაც დაპირისპირება უნდა მომიხდეს: თვალს არ დავხუჭავ იმ მანკიერებებზე, რომელიც ჩვენს ქალაქს ამახინჯებს.თქვენაც ხედავთ, თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე, საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების უგულვებელყოფით, თითქმის მთელი ქალაქი გადაქცეულია ტაქსების სადგომად. ალბათ, ისიც განაგონი გექნებათ, ოზურგეთში იმდენი ადამიანი არ დადის, რამდენიც ტაქსი. წარმოუდგენელია ყველა ქუჩა და ყველა ავტოსადგომი ტაქსის გასაჩერებელ ადგილად იყოს გადაქცეული და მოქალაქეებს არ ეძლეოდეთ საშუალება ქალაქში გარკვეული დროით გააჩერონ კუთვნილი ავტოტრანსპორტი. სწორედ ამ კუთხით მოგვმართა ერთ-ერთი შპს-ს დირექციამ, რომელიც ჩვენს ქალაქში ყველაზე ცილივიზებული ფორმით ახდენს ტაქსებით მომსახურებას. მან სულ რამდენიმე წლის წინათ დანერგა ჩვენს ქალაქში სიახლე, ე. წ. ტაქსი გამოძახებით!.~ ხსენებული შპს შემოვიდა წინადადებით, ქალაქში გამოყოფილიყო ტერიტორია, სადაც იქნებოდა ამ ტაქსების ავტოსადგომი. მიმაჩნია და დღესაც მივიჩნევ, რომ ამით ქალაქში საგრძნობლად გაუმჯობესდება ტრანსპორტით მომსახურების ერთი სფერო. დარწმუნებული ვარ მომავალი საკრებულოს სხდომა ამ საკითხზეც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. და არა მხოლოდ საკრებულო, მოსახლეობაც მხარდაჭერას გამოხატავს ორივე საკითხისადმი იმდენად, რამდენადაც საქმე ეხება ჩვენი ქალაქის მოწესრიგებას, კეთილმოწყობასა და სხვას არაფერს~.მოკლედ, ასეთია ამ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთის მერის, ბატონი ბეგლარ სიორიძის ხედვა. ასე რომ, წინ ძალიან საინტერესო საკრებულოს სხდომა გველოდება. დაველოდოთ.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.